
მეორე სთვლისაება 5:24 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
და მითხარით: აჰა, გვახილვინა უფალმა, ჩვენმა ღმერთმა, თავისი დიდება და სიდიადე, მისი ხმაც გვესმა ცეცხლის შუაგულიდან. ამ დღეს დავინახეთ, რომ ღმერთი ელაპარაკა ადამიანს და ცოცხალი დარჩა ადამიანი.
მეორე სთვლისაება 5:24 · საქართველოს საპატრიარქო
მეორე სთვლისაება 5:24 კონტექსტში
5:22ეს სიტყვები გითხრათ უფალმა მთელ თქვენს კრებულს მთაზე ცეცხლისა, ღრუბლის და ნისლის შუაგულიდან მაღალი ხმით, მეტი არ უთქვამს, დაწერა ორ ფიქალზე და მე მომცა.
5:23როცა მოისმინეთ მისი ხმა ბნელიდან, მთას კი ამ დროს ცეცხლი ეკიდა, ახლოს მოხვედით ჩემთან შტოთა თავკაცები და უხუცესები,
5:24და მითხარით: აჰა, გვახილვინა უფალმა, ჩვენმა ღმერთმა, თავისი დიდება და სიდიადე, მისი ხმაც გვესმა ცეცხლის შუაგულიდან. ამ დღეს დავინახეთ, რომ ღმერთი ელაპარაკა ადამიანს და ცოცხალი დარჩა ადამიანი.
5:25ახლა რისთვისღა დავიხოცოთ? ხომ გვშთანთქავს ეს დიდი ცეცხლი? ხომ დავიხოცეთ, თუ კიდევ მოგვესმა უფლის, ჩვენი ღმერთის ხმა?
5:26რადგან რომელი ხორციელი ყოფილა, რომ მოესმინოს ცეცხლის შუაგულიდან მოლაპარაკე ღმერთის ხმა და ჩვენსავით ცოცხალი დარჩენილიყოს?
პარალელური ადგილები: მეორე სთვლისაება 5:24
- გამოსვლა 19:19თანდათან ძლიერდებოდა საყვირის ხმა; ლაპარაკობდა მოსე და ეხმიანებოდა ღმერთი.
- მეორე სთვლისაება 4:33თუ უსმენია რომელიმე ხალხს ცეცხლის შუაგულიდან მოლაპარაკე ღვთის ხმა, როგორც შენ ისმინე და ცოცხალი დარჩი.
- გამოსვლა 33:20თქვა: ვერ შეძლებ ჩემი პირის ხილვას, რადგან ისე ვერ მიხილავს ადამიანი, რომ ცოცხალი დარჩეს.
- შესაქმე 32:30უწოდა იაკობმა იმ ადგილს სახელად ფენუელი, რადგან თქვა: პირისპირ ვიხილე ღმერთი და გადავრჩი.
- მეორე სთვლისაება 5:4პირისპირ გელაპარაკებოდათ უფალი მთაზე ცეცხლის შუაგულიდან.
- მეორე სთვლისაება 5:5მე კი უფალსა და თქვენ შორის ვიდექი მაშინ, რომ გამომეცხადებინა თქვენთვის უფლის სიტყვა, რადგან თქვენ ცეცხლის გეშინოდათ და მთაზე არ ამოსულხართ. მან თქვა:
- მსაჯულნი 13:22უთხრა მანოახმა ცოლს: სიკვდილი არ აგვცდება, რადგან უფლის ანგელოზი ვიხილეთ.
განაგრძე კითხვა: მეორე სთვლისაება 5
სრულად წაიკითხე: მეორე სთვლისაება 5 · გახსენი ბიბლიის მკითხველში