
მეორე სთვლისაება 5:22 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ეს სიტყვები გითხრათ უფალმა მთელ თქვენს კრებულს მთაზე ცეცხლისა, ღრუბლის და ნისლის შუაგულიდან მაღალი ხმით, მეტი არ უთქვამს, დაწერა ორ ფიქალზე და მე მომცა.
მეორე სთვლისაება 5:22 · საქართველოს საპატრიარქო
მეორე სთვლისაება 5:22 კონტექსტში
5:20არ გამოხვიდე ცრუ მოწმედ შენი ახლობელის წინააღმდეგ.
5:21არ მოინდომო ახლობლის ცოლი, არ ისურვო ახლობლის სახლი, არც მისი ყანა, არც მისი ყმა, არც მისი ყმაქალი, არც მისი ხარი, არც მისი სახედარი, არაფერი მისი საბადებლიდან.
5:22ეს სიტყვები გითხრათ უფალმა მთელ თქვენს კრებულს მთაზე ცეცხლისა, ღრუბლის და ნისლის შუაგულიდან მაღალი ხმით, მეტი არ უთქვამს, დაწერა ორ ფიქალზე და მე მომცა.
5:23როცა მოისმინეთ მისი ხმა ბნელიდან, მთას კი ამ დროს ცეცხლი ეკიდა, ახლოს მოხვედით ჩემთან შტოთა თავკაცები და უხუცესები,
5:24და მითხარით: აჰა, გვახილვინა უფალმა, ჩვენმა ღმერთმა, თავისი დიდება და სიდიადე, მისი ხმაც გვესმა ცეცხლის შუაგულიდან. ამ დღეს დავინახეთ, რომ ღმერთი ელაპარაკა ადამიანს და ცოცხალი დარჩა ადამიანი.
პარალელური ადგილები: მეორე სთვლისაება 5:22
- გამოსვლა 31:18მისცა მოსეს უფალმა, როცა შეწყვიტა მასთან ლაპარაკი სინაის მთაზე, მოწმობის ორი დაფა, ღვთის თითით ნაწერი ფიქალები.
- გამოსვლა 24:12უთხრა უფალმა მოსეს: ამოდი ჩემთან მთაზე და აქ იყავი; მოგცემ ფიქალებს - რჯულსა და მცნებებს, მათ დასამოძღვრად რომ დავწერე.
- მეორე სთვლისაება 4:36ციდან გასმინა თავისი ხმა, რომ განესწავლე და ქვეყანაზე გახილვინა თავისი დიადი ცეცხლი და შენც მოისმინე მისი სიტყვები ცეცხლის შუაგულიდან.
- მეორე სთვლისაება 5:4პირისპირ გელაპარაკებოდათ უფალი მთაზე ცეცხლის შუაგულიდან.
- მეორე სთვლისაება 4:12გელაპარაკებოდათ უფალი ცეცხლიდან. ლაპარაკის ხმა კი გესმოდათ, მაგრამ სახეს ვერ ხედავდით, მხოლოდ ხმა ისმოდა.
- მეორე სთვლისაება 4:15ძალზე ფრთხილად იყავით, რაკი არ გინახავთ არავითარი სახე, როცა უფალი გელაპარაკებოდათ ხორებში ცეცხლის შუაგულიდან,
- გამოსვლა 19:18ბოლავდა მთელი სინაის მთა, რადგან უფალი იყო მასზე ჩამოსული ცეცხლის ალში; როგორც ქურას, ისე ასდიოდა კვამლი და ძლიერად ირყეოდა მთა.
- გამოსვლა 19:19თანდათან ძლიერდებოდა საყვირის ხმა; ლაპარაკობდა მოსე და ეხმიანებოდა ღმერთი.
განაგრძე კითხვა: მეორე სთვლისაება 5
სრულად წაიკითხე: მეორე სთვლისაება 5 · გახსენი ბიბლიის მკითხველში