
მეორე სთვლისაება 5:32 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ეცადეთ, ისე მოიქცეთ, როგორც ნაბრძანები აქვს თქვენთვის უფალს, თქვენს ღმერთს: არ გადაუხვიოთ არც მარჯვნივ, არც მარცხნივ.
მეორე სთვლისაება 5:32 · საქართველოს საპატრიარქო
მეორე სთვლისაება 5:32 კონტექსტში
5:30წადი, უთხარი მათ: დაბრუნდით-თქო თქვენ-თქვენს კარვებში!
5:31შენ კი აქ იდექი ჩემთან და გამოგიცხადებ ყველა მცნებას, წესსა და სამართალს, რომელიც უნდა ასწავლო მათ, რომ შეასრულონ იმ ქვეყანაში, რომელსაც დასამკვიდრებლად ვაძლევ.
5:32ეცადეთ, ისე მოიქცეთ, როგორც ნაბრძანები აქვს თქვენთვის უფალს, თქვენს ღმერთს: არ გადაუხვიოთ არც მარჯვნივ, არც მარცხნივ.
5:33სულ იმ გზაზე იარეთ, როგორც გიბრძანათ უფალმა, თქვენმა ღმერთმა, რომ იცოცხლოთ, სიკეთე გქონდეთ და დღეგრძელი იყოთ ქვეყანაში, რომელსაც დაიმკვიდრებთ.
პარალელური ადგილები: მეორე სთვლისაება 5:32
- იგავესნი 4:27ნურც მარჯვნივ გადაუხვევ, ნურც მარცხნივ; ბოროტებას ფეხი მოარიდე.
- იესო ნავეს ძე 23:6მტკიცედ დაიცავით და შეასრულეთ ყველაფერი, რაც მოსეს რჯულის წიგნშია ჩაწერილი, არ გადაუხვიოთ მას არც მარჯვნივ, არც მარცხნივ.
- იესო ნავეს ძე 1:7ოღონდ გამაგრდი და მტკიცედ დეგ მთელი რჯულის აღსრულებაში, რაც გიანდერძა მოსემ, ჩემმა მორჩილმა. არ გადაუხვიო მისგან არც მარჯვნივ, არც მარცხნივ, რომ ყველგან წარმატებით იარო.
- მეორე სთვლისაება 17:20რომ არ გაუმედიდურდეს თავის მოძმეებს, არ გადაუხვიოს ანდერძს არც მარჯვნივ და არც მარცხნივ, რათა მრავალი ხანი იმეფოს მან და მისმა შვილებმა ისრაელის წიაღიდან.
- მეორე სთვლისაება 28:14არ გადაუხვიო არცერთ სიტყვას, რომელსაც გიცხადებ დღეს, არც მარჯვნივ და არც მარცხნივ, არ იარო უცხო ღმერთების კვალზე და არ ემსახურო მათ.
- მეორე სთვლისაება 11:32ეცადეთ, რომ შეასრულოთ წესი და სამართალი, რომელსაც დღეს ვიძლევი თქვენ წინაშე.
- მეორე სთვლისაება 12:32ეცადეთ, ყველაფერი შეასრულოთ, რასაც გიცხადებთ: ნურაფერს დაუმატებთ და ნურც მოაკლებთ.
- მეორე სთვლისაება 24:8არ გამოგრჩეთ კეთრის ნიშანი, დაიცავით და გააკეთეთ ყველაფერი, რაც ლევიან მღვდლებს უბრძანებია თქვენთვის. როგორც მე ვუბრძანე მათ, ეცადეთ, ისე გააკეთოთ.
განაგრძე კითხვა: მეორე სთვლისაება 5
სრულად წაიკითხე: მეორე სთვლისაება 5 · გახსენი ბიბლიის მკითხველში