
მეორე სთვლისაება 5:33 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
სულ იმ გზაზე იარეთ, როგორც გიბრძანათ უფალმა, თქვენმა ღმერთმა, რომ იცოცხლოთ, სიკეთე გქონდეთ და დღეგრძელი იყოთ ქვეყანაში, რომელსაც დაიმკვიდრებთ.
მეორე სთვლისაება 5:33 · საქართველოს საპატრიარქო
მეორე სთვლისაება 5:33 კონტექსტში
5:31შენ კი აქ იდექი ჩემთან და გამოგიცხადებ ყველა მცნებას, წესსა და სამართალს, რომელიც უნდა ასწავლო მათ, რომ შეასრულონ იმ ქვეყანაში, რომელსაც დასამკვიდრებლად ვაძლევ.
5:32ეცადეთ, ისე მოიქცეთ, როგორც ნაბრძანები აქვს თქვენთვის უფალს, თქვენს ღმერთს: არ გადაუხვიოთ არც მარჯვნივ, არც მარცხნივ.
5:33სულ იმ გზაზე იარეთ, როგორც გიბრძანათ უფალმა, თქვენმა ღმერთმა, რომ იცოცხლოთ, სიკეთე გქონდეთ და დღეგრძელი იყოთ ქვეყანაში, რომელსაც დაიმკვიდრებთ.
პარალელური ადგილები: მეორე სთვლისაება 5:33
- იერემია 7:23მხოლოდ ეს ვუბრძანე: გაიგონეთ ჩემი ხმა და მე ვიქნები თქვენი ღმერთი-მეთქი, ხოლო თქვენ ჩემი ერი იქნებით; იარეთ ყველა გზაზე, რომელსაც მიგასწავლით, რათა სიკეთეს ეწიოთ-მეთქი.
- მეორე სთვლისაება 4:40დაიცავი მისი წესები და ბრძანებები, რომელსაც დღეს გიცხადებ, რომ კარგად იყოთ შენ და შენი შვილები შენ შემდეგ, რომ დიდხანს გაძლო ამ მიწაზე, რომელსაც უფალი, შენი ღმერთი, გაძლევს სამარადისოდ.
- მეორე სთვლისაება 10:12აბა, ისრაელ, რას მოითხოვს შენგან უფალი, შენი ღმერთი? თუ არა იმას, რომ გეშინოდეს უფლისა, შენი ღმერთისა, იარო მის კვალზე, გიყვარდეს იგი, ემსახურო უფალს, შენს ღმერთს, მთელი შენი გულითა და სულით.
- ლუკას სახარება 1:6ორივენი მართალნი იყვნენ ღმერთის წინაშე და უმწიკვლოდ ასრულებდნენ უფლის ყველა მცნებასა და განაწესს.
- ტიმოთეს მიმართ ა 4:8ვინაიდან სხეულის წვრთნა ცოტა რამეში თუ წაგადგება, ღვთისმოსაობა კი ყოველმხრივ სასარგებლოა, რაკიღა აწინდელი სიცოცხლის აღთქმაცა აქვს და მერმისისაც.
- რომაელთა მიმართ 2:7მათ, ვინც კეთილი საქმის ერთგულებით დიდებას, პატივსა და უხრწნელებას მიელტვის, საუკუნო სიცოცხლეს;
- ფსალმუნები 119:6მაშინ აღარ შემრცხვებოდა, როს შევხედავდი შენს ყოველ მცნებას.
- მეორე სთვლისაება 5:29ნეტავ ისეთი გული ჰქონოდათ, რომ შინებოდათ ჩემი და მუდამჟამს დაეცვათ ყოველი ჩემი მცნება, რათა კარგად ყოფილიყვნენ თვითონ და მათი შვილები სამარადისოდ.
განაგრძე კითხვა: მეორე სთვლისაება 5
სრულად წაიკითხე: მეორე სთვლისაება 5 · გახსენი ბიბლიის მკითხველში