
მეორე სთვლისაება 5:6 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მე ვარ უფალი, შენი ღმერთი, რომელმაც გამოგიყვანე ეგვიპტიდან, მონობის სახლიდან.
მეორე სთვლისაება 5:6 · საქართველოს საპატრიარქო
მეორე სთვლისაება 5:6 კონტექსტში
5:4პირისპირ გელაპარაკებოდათ უფალი მთაზე ცეცხლის შუაგულიდან.
5:5მე კი უფალსა და თქვენ შორის ვიდექი მაშინ, რომ გამომეცხადებინა თქვენთვის უფლის სიტყვა, რადგან თქვენ ცეცხლის გეშინოდათ და მთაზე არ ამოსულხართ. მან თქვა:
5:6მე ვარ უფალი, შენი ღმერთი, რომელმაც გამოგიყვანე ეგვიპტიდან, მონობის სახლიდან.
5:7ნუ გეყოლება სხვა ღმერთები ჩემ წინაშე.
5:8ნუ გაიკეთებ კერპს, რაიმე გამოსახულებას იმისას, რაც მაღლა ცაშია და რაც დაბლა დედამიწაზეა და რაც წყალშია, მიწის ქვევით.
პარალელური ადგილები: მეორე სთვლისაება 5:6
- გამოსვლა 20:2მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი, რომელმაც გამოგიყვანეთ ეგვიპტელთა ქვეყნიდან, მონობის სახლიდან.
- გამოსვლა 20:17არ ინდომო შენი თვისტომის სახლი; არ ინდომო შენი თვისტომის ცოლი, არც მისი ყმა, არც მისი მხევალი, არც მისი ხარი, არც მისი სახედარი, არც არაფერი მისი ქონებიდან.
- ფსალმუნები 81:5დაადგინა მოწმობად იოსებისათვის, როცა გამოვიდა ეგვიპტის ქვეყნიდან; ენა, რომელიც არ ვიცოდი, ვისმინე.
- ფსალმუნები 81:10მე ვარ უფალი, ღმერთი შენი, შენი გამომყვანი ეგვიპტის ქვეყნიდან; განავრცე ძირი შენი და გავავსებ მას.
- მეორე სთვლისაება 4:4თქვენ კი, რომლებიც მიეწებეთ უფალს, თქვენს ღმერთს, ყველანი ცოცხლები ხართ დღესდღეობით.
- ლევიანი 26:1არ შეიქმნათ კერპები და ქანდაკები, არ აღმართოთ სვეტები, არ ჩადგათ თქვენს ქვეყანაში მოხატული ქვები სათაყვანოდ, რადგან მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი.
- ლევიანი 26:2ჩემი შაბათები დაიცავით და ჩემი საწმიდარების გეშინოდეთ. მე ვარ უფალი.
განაგრძე კითხვა: მეორე სთვლისაება 5
სრულად წაიკითხე: მეორე სთვლისაება 5 · გახსენი ბიბლიის მკითხველში