
მეორე სთვლისაება 6:20 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
თუ შეგეკითხება ხვალ შენი შვილი: რა არის ეს მოწმობანი, მცნებები, წესები და სამართალი, რომელიც გამოგიცხადათ თქვენ უფალმა, ჩვენმა ღმერთმაო,
მეორე სთვლისაება 6:20 · საქართველოს საპატრიარქო
მეორე სთვლისაება 6:20 კონტექსტში
6:18სწორად და კეთილად მოიქეცი უფლის თვალში, რომ კეთილად იყო, რომ მიაღწიოთ და დაიმკვიდრო მადლიანი ქვეყანა, რომელიც აღუთქვა უფალმა შენს მამა-პაპას.
6:19რომ მოგაცილოს ყველა შენი მტერი, როგორც ნათქვამი აქვს უფალს.
6:20თუ შეგეკითხება ხვალ შენი შვილი: რა არის ეს მოწმობანი, მცნებები, წესები და სამართალი, რომელიც გამოგიცხადათ თქვენ უფალმა, ჩვენმა ღმერთმაო,
6:21მიუგე შენს შვილს: ფარაონის ყმები ვიყავით-თქო ეგვიპტეში და მაგარი ხელით გამოგვიყვანა-თქო უფალმა ეგვიპტიდან.
6:22მოუვლინა-თქო უფალმა საშინელი ნიშნები და სასწაულები ეგვიპტეს, ფარაონს და მთელ მის სახლს, ჩვენს თვალწინ.
პარალელური ადგილები: მეორე სთვლისაება 6:20
- გამოსვლა 13:14როცა შეგეკითხება თავის დროზე შენი შვილი, ეს რა არისო? უთხარი, მაგარი ხელით გამოგვიყვანა-თქო უფალმა ეგვიპტიდან, მონობის სახლიდან.
- გამოსვლა 12:26თუ შეგეკითხნენ თქვენი შვილები, ეს რა მსახურება გაქვთო,
- იესო ნავეს ძე 4:21ასე უთხრა ისრაელიანებს: როცა შეეკითხებიან ოდესმე თქვენი შთამომავლები თავიანთ მამებს: ეს რა ქვებიაო?
- იესო ნავეს ძე 4:24რათა ყველა ხალხმა გაიგოს ამ ქვეყანაზე უფლის მარჯვენის ამბავი, რომ მაგარია იგი, რათა მუდამ გეშინოდეთ უფლის, თქვენი ღმერთისა.
- იესო ნავეს ძე 4:6რათა ეს იყოს ნიშანი თქვენ შორის. როცა შეგეკითხებიან ოდესმე თქვენი შვილები: ეს რა ქვები გაქვთო?
- იესო ნავეს ძე 4:7მიუგეთ: იორდანეს წყლები რომ გაიპო-თქო უფლის აღთქმის კიდობნის წინაშე; როცა იორდანეს გაღმა გადადიოდა ერი, გაიპო-თქო იორდანეს წყლები. სამახსოვროდ ჰქონდეთ ეს ქვები ისრაელიანებს უკუნისამდე.
- იგავესნი 22:6ყმაწვილი მისი გზის დასაწყისშივე გაწვრთენი და სიბერეშიც კი არ გადაუხვევს მას.
- მეორე სთვლისაება 6:7ჩააგონებდე შენს შვილებს და უთხრობდე სახლში ჯდომისას, გზაზე სიარულისას, დაწოლისას და ადგომისას.
განაგრძე კითხვა: მეორე სთვლისაება 6
სრულად წაიკითხე: მეორე სთვლისაება 6 · გახსენი ბიბლიის მკითხველში