
იესო ნავეს ძე 4:21 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ასე უთხრა ისრაელიანებს: როცა შეეკითხებიან ოდესმე თქვენი შთამომავლები თავიანთ მამებს: ეს რა ქვებიაო?
იესო ნავეს ძე 4:21 · საქართველოს საპატრიარქო
იესო ნავეს ძე 4:21 კონტექსტში
4:19ამოვიდა ხალხი იორდანედან პირველი თვის მეათე დღეს და დაბანაკდა გილგალში, იერიხონის აღმოსავლეთით.
4:20ის თორმეტი ქვა, იორდანედან რომ წამოიღეს, გილგალში დააწყობინა იესომ.
4:21ასე უთხრა ისრაელიანებს: როცა შეეკითხებიან ოდესმე თქვენი შთამომავლები თავიანთ მამებს: ეს რა ქვებიაო?
4:22ასწავლეთ თქვენს შვილებს: მშრალზე გადმოლახათქო ისრაელმა ეს იორდანე.
4:23რადგან ამოშრობილი ჰქონდა უფალს, თქვენს ღმერთს, იორდანეს წყლები თქვენ წინაშე, ვიდრე გაღმა არ გამოხვედით, როგორც უყო უფალმა, თქვენმა ღმერთმა, მეწამულ ზღვას, რომელიც ამოაშრო ჩვენ წინაშე, ვიდრე გაღმა არ გამოვედით,
პარალელური ადგილები: იესო ნავეს ძე 4:21
- იესო ნავეს ძე 4:6რათა ეს იყოს ნიშანი თქვენ შორის. როცა შეგეკითხებიან ოდესმე თქვენი შვილები: ეს რა ქვები გაქვთო?
- ფსალმუნები 145:4თაობა თაობას უქებს შენს საქმეებს და შენს სიძლიერეზე მოუთხრობენ.
- ფსალმუნები 145:7ხსენებას შენი მრავალი სიკეთისას გამოთქვამენ და შენს სიმართლეს უმღერებენ.
- ფსალმუნები 105:2აქეთ იგი, უგალობეთ მას, ილაპარაკეთ ყველა მის სასწაულზე.
- ფსალმუნები 105:5გაიხსენეთ მისი ნამოქმედარი სასწაულები, საოცრებანი და სამართალნი მისთა ბაგეთა.
განაგრძე კითხვა: იესო ნავეს ძე 4
სრულად წაიკითხე: იესო ნავეს ძე 4 · გახსენი ბიბლიის მკითხველში