
მეორე სთვლისაება 7:23 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
დაყრის მათ შენ წინაშე, მაგრად შეარყევს მათ და განადგურდებიან.
მეორე სთვლისაება 7:23 · საქართველოს საპატრიარქო
მეორე სთვლისაება 7:23 კონტექსტში
7:21ნუ უფრთხი მათ, რადგან უფალი, შენი ღმერთია, შენს შორის, დიადი და საშინელი ღმერთი.
7:22თანდათანობით მოგაშორებს უფალი, შენი ღმერთი ამ ხალხებს. მალე არ უნდა გადააშენო ისინი, რომ არ იმრავლონ შენზე ველის მხეცებმა.
7:23დაყრის მათ შენ წინაშე, მაგრად შეარყევს მათ და განადგურდებიან.
7:24ხელში ჩაგაგდებინებს მათ მეფეებს და მოსპობ მათ სახენებელს.
7:25ცეცხლში დასწვით მათი ღმერთების ქანდაკები, ნუ ისურვებ ვერცხლსა და ოქროს, ზედ რომ აქვთ. ნუ წაიღებ, რომ ხაფანგად არ გექცეს, რადგან სისაძაგლეა ეს უფლის, შენი ღმერთისათვის.
პარალელური ადგილები: მეორე სთვლისაება 7:23
- იოელი 1:15ვაი ჩვენს დღეს! რადგან ახლოვდება უფლის დღე და დაქცევასავით მოდის უზენაესისგან.
- თესალონიკელთა მიმართ ბ 1:9ვინც სასჯელად მიიზღავს საუკუნო წარწყმედას უფლის სახისა და მისი ძალმოსილების დიდებისაგან,
- მეორე სთვლისაება 8:20იმ ხალხებივით, რომლებიც გადააშენა უფალმა თქვენს თვალწინ, თქვენც გადაშენდებით იმის გამო, რომ არ შეისმენთ უფლის, თქვენი ღმერთის სიტყვას.
- მეორე სთვლისაება 2:15უფლის ხელიც იყო მათზე, რომ სრულებით გამწყდარიყვნენ ბანაკში, ვიდრე არ გაწყდნენ.
- ესაია 13:6მოთქვამდეთ, რადგან ახლოვდება უფლის დღე, მოდის როგორც რბევა ყოვლადძლიერისგან.
- მეორე სთვლისაება 9:3ახლა იცოდე: უფალი, შენი ღმერთი, მიგიძღვის წინ, მშთანთქმელი ცეცხლი. ის მოსპობს მათ, ის მოდრეკს მათ შენ წინაშე და შენც აჰყრი მათ და მალე გადააშენებ, როგორც უფალმა გითხრა.
- იერემია 17:18სირცხვილი ჭამონ ჩემმა მდევრებმა, მე ნუ შევრცხვები! შიში ჭამონ, მე ნუ შევშინდები! შავი დღე მოუტანე, ლეწე და კვლავ ლეწე ისინი.
განაგრძე კითხვა: მეორე სთვლისაება 7
სრულად წაიკითხე: მეორე სთვლისაება 7 · გახსენი ბიბლიის მკითხველში