
მეორე სთვლისაება 8:15 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
რომელმაც გამოგატარა დიდი და საშინელი უდაბნო, უნასთა, ჯოჯოთა და მორიელთა ბუდე, ხრიოკები, სადაც წყალი არ არის, მან კი სალი კლდიდან გადმოადინა წყალი.
მეორე სთვლისაება 8:15 · საქართველოს საპატრიარქო
მეორე სთვლისაება 8:15 კონტექსტში
8:13გაგიმრავლდვბა ცხვარ-ძროხა, უხვად გექნება ოქრო-ვერცხლი და ყოველი საქონელი,
8:14არ გამედიდურდე და არ დაგავიწყდეს უფალი, შენი ღმერთი, ეგვიპტის ქვეყნიდან, მონობის სახლიდან, შენი გამომყვანი,
8:15რომელმაც გამოგატარა დიდი და საშინელი უდაბნო, უნასთა, ჯოჯოთა და მორიელთა ბუდე, ხრიოკები, სადაც წყალი არ არის, მან კი სალი კლდიდან გადმოადინა წყალი.
8:16გკვებავდა უდაბნოში მანანით, რაც არ იცოდა თქვენმა მამა-პაპამ, რომ მოეთვინიერებინე, გამოეცადე შენივე სიკეთისთვის სამომავლოდ;
8:17რომ არ გეთქვა გულში: ჩემმა ძალამ და მკლავის ღონემ შემძინაო ეს დოვლათი.
პარალელური ადგილები: მეორე სთვლისაება 8:15
- რიცხვთა 21:6მიუსია უფალმა ხალხს შხამიანი გველები და მათ დაკბინეს ხალხი. ბევრი გაწყდა ისრაელში.
- რიცხვთა 20:11აღმართა ხელი მოსემ და ორგზის დაჰკრა კლდეს კვერთხი და უხვად იდინა წყალმა. სვეს საზოგადოებამ და მისმა საქონელმა.
- იერემია 2:6რომ არც უკითხავს, სად არისო უფალი, რომელმაც ამოგვიყვანა ეგვიპტის ქვეყნიდან გვატარა უდაბნოში, შიშველ და დახრამულ მიწაზე, უწყლო და პირქუშ ქვეყანაში, სადაც კაციშვილი არ გაჭაჭანებულა, სადაც ადამიანს არ უცხოვრია?
- მეორე სთვლისაება 1:19გავემგზავრვთ ხორებიდან და გავიარეთ მთელი ის დიდი და საშიში უდაბნო, რომელიც თქვენ ნახეთ ამორეველთა მთისკენ მიმავალ გზაზე, როგორც გვიბრძანა უფალმა, ჩვენმა ღმერთმა, და კადეშ-ბარნეას მივადექით.
- ფსალმუნები 114:8რომელმაც გადააქცია კლდე წყალსატევად, კაჟი - წყაროს წყლად.
- ესაია 63:12წარმმართველი მოსეს მარჯვენისა თავისი დიდებული მკლავით? გამპობელი წყლებისა მათ წინაშე საუკუნო სახელის შესაქმნელად?
- ესაია 63:14ხეობაში ჩასული ნახირივით დაავანა ისინი უფლის სულმა. ასე მიუძღვებოდი შენს ხალხს შენი დიდებული სახელის შესაქმნელად.
- ფსალმუნები 78:15გააპო კლდენი უდაბნოში და დაარწყულა ვით უფსკრულის წყალსატევიდან.
განაგრძე კითხვა: მეორე სთვლისაება 8
სრულად წაიკითხე: მეორე სთვლისაება 8 · გახსენი ბიბლიის მკითხველში