
ფსალმუნი 78:15 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გააპო კლდენი უდაბნოში და დაარწყულა ვით უფსკრულის წყალსატევიდან.
ფსალმუნი 78:15 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 78:15 კონტექსტში
78:13გააპო ზღვა და შიგ გაატარა ისინი, და კედელივით წამომართა წყლები.
78:14და უძღოდა დღისით ღრუბლით და მთელი ღამე - ცეცხლის შუქით.
78:15გააპო კლდენი უდაბნოში და დაარწყულა ვით უფსკრულის წყალსატევიდან.
78:16გადმოადინა ნაკადები კლდისაგან და წამოვიდნენ წყლები მდინარეებივით.
78:17ისინი კი განაგრძობდნენ შეცოდებას მის მიმართ, აბრაზებდნენ უზენაესს უდაბნოში.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 78:15
- ფსალმუნები 105:41გაკვეთა კლდე და გადმოდინდა წყალი, წავიდა უდაბნოში მდინარედ.
- გამოსვლა 17:6მე ვიდგები შენს წინ იქ, ხორების კლდეზე; დაჰკარი კლდეს და გამოვა წყალი, და დალევს ხალხი. ასეც გააკეთა მოსემ ისრაელის უხუცესთა თვალწინ.
- რიცხვთა 20:11აღმართა ხელი მოსემ და ორგზის დაჰკრა კლდეს კვერთხი და უხვად იდინა წყალმა. სვეს საზოგადოებამ და მისმა საქონელმა.
- კორინთელთა მიმართ ა 10:4და ყველანი ერთსა და იმავე სულიერ სასმელს სვამდნენ, რადგანაც სვამდნენ სულიერი კლდიდან, თან რომ მიჰყვებოდა მათ; ხოლო ეს კლდე იყო ქრისტე.
- ფსალმუნები 114:8რომელმაც გადააქცია კლდე წყალსატევად, კაჟი - წყაროს წყლად.
- ესაია 41:18გავხსნი ნაკადულებს ხმელგორებზე და წყაროებს ტრამალებში; უდაბნოს წყლის ტბორად ვაქცევ, ხრიოკ მიწას - წყაროსთვალად.
- ესაია 43:20პატივს მომაგებენ ველური მხეცები - ტურები და სირაქლემები, რადგან წყალი გავაჩინე უდაბნოში, მდინარეები - ტრამალში, რომ დავარწყულო ჩემი ერი, ჩემი რჩეული.
- გამოცხადება 22:1და მიჩვენა სიცოცხლის წყლის მდინარე, კამკამა, როგორც ბროლი, რომელიც მოედინებოდა ღვთისა და კრავის ტახტიდან.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 78
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 78 · გახსენი ბიბლიის მკითხველში