
მეორე სთვლისაება 9:1 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ისმინე, ისრაელო! შენ დღეს გადადიხარ იორდანეს, რომ წახვიდე და დაეპატრონო შენზე დიდსა და ძლიერ ხალხებს, დიდ და ცათამდე გამაგრებულ ქალაქებს,
მეორე სთვლისაება 9:1 · საქართველოს საპატრიარქო
მეორე სთვლისაება 9:1 კონტექსტში
9:1ისმინე, ისრაელო! შენ დღეს გადადიხარ იორდანეს, რომ წახვიდე და დაეპატრონო შენზე დიდსა და ძლიერ ხალხებს, დიდ და ცათამდე გამაგრებულ ქალაქებს,
9:2დიდსა და მაღალს ხალხს, ყანაკის მოდგმას, რომელიც იცი და რომელზეც გსმენია: ვინ დაუდგებათ წინ ყანაკის მოდგმას?
9:3ახლა იცოდე: უფალი, შენი ღმერთი, მიგიძღვის წინ, მშთანთქმელი ცეცხლი. ის მოსპობს მათ, ის მოდრეკს მათ შენ წინაშე და შენც აჰყრი მათ და მალე გადააშენებ, როგორც უფალმა გითხრა.
პარალელური ადგილები: მეორე სთვლისაება 9:1
- მეორე სთვლისაება 11:31რადგან თქვენ გადადიხართ იორდანეზე, რომ მიხვიდეთ იმ ქვეყნის დასამკვიდრებლად, რომელსაც გაძლევთ თქვენ უფალი, თქვენი ღმერთი. დაიმკვიდრებთ მას და იცხოვრებთ იქ.
- მეორე სთვლისაება 4:38რომ აეყარა შენ წინაშე შენზე დიდი და ძლიერი ხალხები, მოეყვანე და მოეცა შენთვის მათი ქვეყანა სამკვიდროდ, როგორც დღესა გაქვს.
- მეორე სთვლისაება 1:28სად წავიდეთ? ჩვენიანებმა გული შეგვიშინეს. გვეუბნებოდნენ: ჩვენზე დიდი და მაღალი ხალხია, ქალაქები დიდი აქვთ ცადაწვდილი ციხე-კოშკებით და ყანაკის ნაშიერნიც დავინახეთო იქ.
- მეორე სთვლისაება 3:18ასე გიბრძანეთ მაშინ: უფალმა, თქვენმა ღმერთმა, მოგცათ ეს ქვეყანა დასამკვიდრებლად; დარაზმულნი წარუძეღით წინ თქვენს ძმებს, ისრაელიანებს, ვინც - გულადები ხართ.
- მეორე სთვლისაება 7:1როცა მიგიყვანს უფალი, შენი ღმერთი, იმ ქვეყანაში, რომლის დასამკვიდრებლადაც მიდიხართ და მოგაშორებს მრავალრიცხოვან ხალხებს - ხეთელებს, გირგაშელებს, ამორეველებს, ქანაანელებს, ფერიზელებს, ხივიელებს და იებუსელებს - შვიდ ხალხს, შენზე მრავალრიცხოვანს და ძლიერს,
- მეორე სთვლისაება 11:23მოგაშორებს უფალი ყველა ამ ხალხს და თქვენც დაეპატრონებით თქვენზე დიდსა და ძლიერ ხალხებს.
- იესო ნავეს ძე 1:11მოიარეთ ბანაკი და გამოუცხადეთ ხალხს: გაიმზადეთ-თქო საგზალი, რადგან სამი დღის შემდეგ უნდა გახვიდეთ ამ იორდანეს გაღმა, რათა დაიმკვიდროთ ქვეყანა, რომელიც უფალმა, თქვენმა ღმერთმა მოგცათ დასამკვიდრებლად.
- რიცხვთა 13:28უამბეს და უთხრეს: მივედით იმ ქვეყანაში, სადაც გაგვაგზავნე - მართლაც რძე და თაფლი დის იქ; აჰა, მისი ნაყოფებიც.
განაგრძე კითხვა: მეორე სთვლისაება 9
სრულად წაიკითხე: მეორე სთვლისაება 9 · გახსენი ბიბლიის მკითხველში