
მეორე სთვლისაება 3:18 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ასე გიბრძანეთ მაშინ: უფალმა, თქვენმა ღმერთმა, მოგცათ ეს ქვეყანა დასამკვიდრებლად; დარაზმულნი წარუძეღით წინ თქვენს ძმებს, ისრაელიანებს, ვინც - გულადები ხართ.
მეორე სთვლისაება 3:18 · საქართველოს საპატრიარქო
მეორე სთვლისაება 3:18 კონტექსტში
3:16რეუბენიანებს და გადიანებს მივეცი მიწა გალაადიდან არნონის ხევამდე, ხევის შუაწელამდე და საზღვრამდე, იაკობის ხევამდე, ყამონელთა საზღვრამდე,
3:17ყარაბა და იორდანე საზღვრად, ქინერეთიდან ყარაბას ზღვამდე, მარილოვან ზღვამდე, ფისგას ფერდობებამდე აღმოსავლეთით.
3:18ასე გიბრძანეთ მაშინ: უფალმა, თქვენმა ღმერთმა, მოგცათ ეს ქვეყანა დასამკვიდრებლად; დარაზმულნი წარუძეღით წინ თქვენს ძმებს, ისრაელიანებს, ვინც - გულადები ხართ.
3:19მხოლოდ ქალები და ბავშვები და საქონელი (ვიცი, რომ ბევრი საქონელი გყავთ) დასტოვეთ ქალაქებში, რომლებიც თქვენთვის მომიცია.
3:20ვიდრე უფალი თქვენსავით არ დააბინავებს თქვენს ძმებსაც და ისინიც არ დაიმკვიდრებენ ქვეყანას, რომელსაც მისცემს მათ უფალი, მათი ღმერთი, იორდანეს გაღმა. მერე დაბრუნდებით ყველანი თავ-თავის სამკვიდროში, რომელიც მოცემული მაქვს თქვენთვის.
პარალელური ადგილები: მეორე სთვლისაება 3:18
- რიცხვთა 32:20უთხრა მათ მოსემ: თუ ასე მოიქცევით, თუ შეიჭურვებით საომრად უფლის წინაშე,
- რიცხვთა 32:24აიშენეთ ქალაქები თქვენი ბავშვებისათვის და ფარეხები ცხვრისათვის. რაც თქვენი ბაგეებიდან გამოვა, ის აკეთეთ.
- იესო ნავეს ძე 4:12გადავიდნენ რეუბენიანები, გადიანები და მენაშეს შტოს ნახევარი ისრაელიანთა თვალწინ საომარი წყობით, როგორც ნათქვამი ჰქონდა მათთვის მოსეს.
- იესო ნავეს ძე 4:13ორმოციათასამდე იარაღასხმული კაცი გავიდა გაღმა უფლის წინაშე იერიხონის ველზე საბრძოლველად.
- იესო ნავეს ძე 1:12რეუბენელებს, გადელებს და მენაშეს შტოს ნახევარს ასე უთხრა იესომ:
- იესო ნავეს ძე 1:15ვიდრე არ დაგასვენებთ უფალი თქვენ და თქვენს ძმებს, ვიდრე ისინიც არ დაიმკვიდრებენ ქვეყანას, რომელსაც აძლევს მათ უფალი. მერე დაბრუნდით თქვენს სამკვიდრო ქვეყანაში და დაიმკვიდრეთ ის, რომელიც მოგცათ მოსემ, უფლის მორჩილმა, იორდანეს გაღმა, აღმოსავლეთის მხარეს.
- იესო ნავეს ძე 22:1მაშინ დაიბარა იესომ რეუბენელები, გადელები და მენაშეს შტოს ნახევარი.
- იესო ნავეს ძე 22:9გაბრუნდნენ რეუბენიანები, გადიანები და მენაშეს ნახევარი შტო ისრაელიანთაგან სილოამიდან, ქანაანის ქვეყანაში რომ არის, და წავიდნენ გალაადის ქვეყანაში, თავიანთ წილხვედრილ ქვეყანაში, სადაც უნდა დასახლებულიყვნენ უფლის ბრძანებით, მოსემ რომ ამცნო მათ.
განაგრძე კითხვა: მეორე სთვლისაება 3
სრულად წაიკითხე: მეორე სთვლისაება 3 · გახსენი ბიბლიის მკითხველში