
მეორე სთვლისაება 9:6 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
იცოდე, რომ შენი სიმართლის გამო არ გაძლევს უფალი, შენი ღმერთი, ამ მადლიან მიწას დასამკვიდრებლად, რადგან ჯიუტი ხალხი ხართ.
მეორე სთვლისაება 9:6 · საქართველოს საპატრიარქო
მეორე სთვლისაება 9:6 კონტექსტში
9:4არ თქვა შენს გულში, როცა დაიწყებს უფალი, შენი ღმერთი, მათ განდევნას: ჩემი სიმართლის გამო მომიყვანა უფალმა ამ ქვეყნის დასამკვიდრებლადო. რადგან მათი სიბოროტის გამო აყარა შენგან ეს ხალხები უფალმა.
9:5შენი სიმართლისა და შენი გულწრფელობის გამო კი არ მიდიხარ მათი ქვეყნის დასამკვიდრებლად, არამედ მათი სიბოროტის გამო აყრის შენგან უფალი ამ ხალხებს, რომ შეასრულოს სიტყვა, რომელიც მისცა უფალმა შენს მამა-პაპას - აბრაამს, ისაკს და იაკობს.
9:6იცოდე, რომ შენი სიმართლის გამო არ გაძლევს უფალი, შენი ღმერთი, ამ მადლიან მიწას დასამკვიდრებლად, რადგან ჯიუტი ხალხი ხართ.
9:7გახსოვდეს, არ დაგავიწყდეს, რომ ბევრჯერ გაგირისხებია უფალი, შენი ღმერთი, უდაბნოში. ეგვიპტიდან გამოსვლის დღიდან ამ ადგილზე მოსვლამდე, სულ მუდამ ექიშპებოდი უფალს.
9:8ხორებში განარისხეთ უფალი და გამწყრალმა თქვენი მოსპობა დააპირა.
პარალელური ადგილები: მეორე სთვლისაება 9:6
- მეორე სთვლისაება 10:16დაიცვითეთ თქვენი გულის ჩუჩა და ნუღარ იქნებით ქედმაღლები,
- მეორე სთვლისაება 9:13ასე მითხრა უფალმა: დავინახე, რომ ჯიუტი ყოფილა ეს ხალხი.
- მეორე სთვლისაება 31:27რადგან მე ვიცი შენი სიჯიუტე და შეუპოვრობა. აჰა, რაც ცოცხალი ვარ, უჯიუტდებით უფალს და რაღა იქნება ჩემი სიკვდილის შემდეგ?
- მოციქულთა საქმენი 7:51ქედფიცხელნო, გულითა და ყურით წინადაუცვეთელნო, გამუდმებით რომ ეურჩებით წმიდა სულს, თქვენცა და თქვენი მამებიც.
- გამოსვლა 32:9უთხრა უფალმა მოსეს: ვხედავ ამ ხალხს, თვითრჯული ყოფილა ეს ხალხი.
- ეზექიელი 2:4ურცხვი და ჯიუტი შვილები არიან, მათთან გგზავნი, რომ უთხრა: ასე ამბობს უფალი ღმერთი.
- ნეშტთა შორისა ბ 36:13განუდგა მეფე ნაბუქოდონოსორსაც, რომელმაც ღმერთზე დააფიცა. გაიფიცხა ქედი და გული არ მოილბო უფლისკენ, ისრაელის ღმერთისკენ მოსაქცევად.
- ეზექიელი 20:44მიხვდებით, რომ უფალი ვარ, როცა ჩემი სახელის გულისთვის მოგექცევით, არა თქვენი ბოროტი გზებისა და უზნეო საქციელის მიხედვით, ისრაელის სახლო, ამბობს უფალი ღმერთი.
განაგრძე კითხვა: მეორე სთვლისაება 9
სრულად წაიკითხე: მეორე სთვლისაება 9 · გახსენი ბიბლიის მკითხველში