გადასვლა შინაარსზე
სამი მსოფლიო მოძღვრის ხატი: ბასილი დიდი, გრიგოლ ღვთისმეტყველი და იოანე ოქროპირი, ნოვგოროდი, დაახლოებით 1500
სამი მსოფლიო მოძღვარი, ნოვგოროდი, მე-15 საუკუნის ბოლოდან მე-16 საუკუნის დასაწყისამდე. საჯარო დომენი.

ეკლესიასტე 1:14 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

ეკლესიასტე 1:14

განვიცადე ყოველი საქმე, რაც კი მომხდარა მზისქვეშეთში; და აჰა, ვცანი - ამაო არის ყველაფერი და ქარის დევნა.

ეკლესიასტე 1:14 · საქართველოს საპატრიარქო

ეკლესიასტე 1:14 კონტექსტში

1:12მე, ეკლესიასტე, მეფე ვიყავ ისრაელისა იერუსალიმში.

1:13ვიწყე კვლევა გულმოდგინებით, გონებით განსჯა ყოველივესი, რაიც მომხდარა ცისქვეშეთში; ეს მძიმე საქმე მიუჩინა უფალმა ადამის ძეთ სატანჯველად.

1:14განვიცადე ყოველი საქმე, რაც კი მომხდარა მზისქვეშეთში; და აჰა, ვცანი - ამაო არის ყველაფერი და ქარის დევნა.

1:15გამრუდებულს ვეღარ გამართავ, ხოლო ნაკლულს ვეღარაფრით ვეღარ შეავსებ.

1:16ვუთხარი ჩემს თავს: აჰა, მოვიპოვე და განვიმრავლე ცოდნა ყოველთა უპირატესად, ვინც არსებულა ჩემს უწინარეს იერუსალიმში, და ეზიარა გონება ჩემი განუზომელ სიბრძნეს და ცოდნას.

პარალელური ადგილები: ეკლესიასტე 1:14

განაგრძე კითხვა: ეკლესიასტე 1

სრულად წაიკითხე: ეკლესიასტე 1 · გახსენი ბიბლიის მკითხველში