
ეკლესიასტე 2:3 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ვიფიქრე, ღვინით დამებანგა ჩემი სხეული, ხოლო გონებას სიბრძნით ეფხიზლა; დავდგომოდი გზას სიბრიყვისას, ვიდრე ვნახავდი, რა სიკეთეა კაცთათვის მასში, რასაც იქმნიან ცისქვეშეთში, სანამ ცოცხლობენ.
ეკლესიასტე 2:3 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიასტე 2:3 კონტექსტში
2:1ვუთხარი ჩემს თავს: მოდი, გამოვცდი მხიარულებას და მივეცემი სიამეთა - და აჰა, ესეც ამაოება ყოფილა მხოლოდ.
2:2მივხვდი, გართობა ფუჭი საქმეა; მხიარულება რის მაქნისია?
2:3ვიფიქრე, ღვინით დამებანგა ჩემი სხეული, ხოლო გონებას სიბრძნით ეფხიზლა; დავდგომოდი გზას სიბრიყვისას, ვიდრე ვნახავდი, რა სიკეთეა კაცთათვის მასში, რასაც იქმნიან ცისქვეშეთში, სანამ ცოცხლობენ.
2:4დიდი საქმე ჩავიდინე, ავიგე სახლნი, ჩავყარე ვაზი,
2:5გავიშენე ჩემთვის ბაღები და წალკოტები, დავრგე ხეხილი ყოველგვარი,
პარალელური ადგილები: ეკლესიასტე 2:3
- იგავესნი 20:1ღვინო კაცს ამასხრებს, ლუდი შფოთს ატეხინებს, ვინც მათ ეტანება, უგუნურია.
- ეკლესიასტე 1:17როცა მივაპყარ გულისყური, შევიცან სიბრძნე, მეცნიერება, უმეცრება და სისულელე, მივხვდი - ამასაც არა აქვს აზრი.
- ეკლესიასტე 6:12რადგან ვინ უწყის, რა არის კარგი კაცისთვის მის ამაო წუთისოფელში, რომელსაც აჩრდილივით ატარებს? ვინ აუწყებს კაცს, რა მოხდება მის შემდეგ მზის ქვეშ.
- ეფესელთა მიმართ 5:18ნუ დათვრებით ღვინით, საიდანაც წარმოსდგება აღვირახსნილობა, არამედ აღივსეთ სულით.
- ეკლესიასტე 12:13მოვისმინოთ ყველაფრის თავი და ბოლო: ღვთისა გეშინოდეს და დაიცავი მცნებანი მისნი, რადგან ეს არის კაცის თავი და თავი.
- იგავესნი 31:4არა ხამს მეფეთათვის, ლემუილ, არა ხამს მეფეთათვის ღვინის სმა და არც მთავართათვის თაფლუჭის სმა.
- იგავესნი 31:5თორემ დალევენ და დაივიწყებენ კანონს და ყველა დაჩაგრულის სამართალს შეცვლიან.
- იგავესნი 23:29ვინ ოხრავს? ვინ კვნესის? ვინ დაობს? ვინ ჩივის? ვისა აქვს უმიზეზოდ ჭრილობები? ვისა აქვს ჩაწითლებული თვალები?
განაგრძე კითხვა: ეკლესიასტე 2
სრულად წაიკითხე: ეკლესიასტე 2 · გახსენი ბიბლიის მკითხველში