
იგავესნი 23:29 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ვინ ოხრავს? ვინ კვნესის? ვინ დაობს? ვინ ჩივის? ვისა აქვს უმიზეზოდ ჭრილობები? ვისა აქვს ჩაწითლებული თვალები?
იგავესნი 23:29 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 22 აპრილი, 2027, დიდმარხვის მეექვსე კვირის ხუთშაბათი (მწუხრი).
იგავესნი 23:29 კონტექსტში
23:27მეძავი ქალი ღრმა ორმოა და ვიწრო ჭაა უცხო დედაკაცი.
23:28ყაჩაღივით არის ჩასაფრებული და ხალხში ორგულებას ამრავლებს.
23:29ვინ ოხრავს? ვინ კვნესის? ვინ დაობს? ვინ ჩივის? ვისა აქვს უმიზეზოდ ჭრილობები? ვისა აქვს ჩაწითლებული თვალები?
23:30ვინც ღვინოს გვიანამდე უზის, ვინც განზავებული ღვინის საძებნად დადის.
23:31ნუ დახარბდები ღვინის სიწითლეზე, ფიალაში რომ ნაპერწკლებს ისვრის და მორაკრაკებს;
პარალელური ადგილები: იგავესნი 23:29
- ეფესელთა მიმართ 5:18ნუ დათვრებით ღვინით, საიდანაც წარმოსდგება აღვირახსნილობა, არამედ აღივსეთ სულით.
- ესაია 5:11ვაი მათ, დილაადრიანვე დასალევს რომ ეძებენ და გვიანობამდე ღვინით ხურდებიან!
- იგავესნი 23:21რადგან ლოთი და მთქვლეფავი გაღარიბდება, ხოლო თვლემა ძონძებით შემოსავს კაცს.
- ესაია 5:22ვაი გმირებს ღვინის სმაში და ვაჟკაცებს სასმელის გაზავებაში!
- ესაია 28:7მაგრამ ესენიც ბარბაცებენ ღვინისაგან და ირხევიან თაფლუჭისგან; მღვდელი და ქადაგი ბარბაცებენ თაყლუჭისგან, ჩანთქმული ღვინით, ირხევიან თაფლუჭისგან, ბარბაცებენ ხილვების დროს, მერყეობენ სამართლის განკითხვისას.
- ესაია 28:8რადგან ყოველი სუფრა სავსეა ნარწყევით, სუფთა ადგილი აღარ დარჩა.
- ნაუმი 1:10რადგან ეკალ-ბარდებივით ჩახლართულნი და ლოთებივით გალეშილნი ერთიანად გადაიბუგებიან ხმელ ჩალასავით.
- მათეს სახარება 24:49და დაიწყებს თავისივე მსგავსი მონების ცემას და მემთვრალეებთან ჭამას და სმას,
განაგრძე კითხვა: იგავესნი 23
სრულად წაიკითხე: იგავესნი 23 · გახსენი ბიბლიის მკითხველში