
ეკლესიასტე 5:12 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ტკბილია ძილი მშრომელი კაცის, გინდ ცოტა ჭამოს, გინდ ბევრი; ხოლო სიმაძღრე ძილს უფრთხობს მდიდარს.
ეკლესიასტე 5:12 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიასტე 5:12 კონტექსტში
5:10ფულის მოყვარული ფულით ვერ გაძღება, და არც სიმდიდრის მოყვარული თავის შემოსავლით. ესეც ამაოებაა.
5:11ბევრ დოვლათს ბევრი მჭამელი ჰყავს; რაღა დარჩება პატრონს მისას? მხოლოდ ყურება.
5:12ტკბილია ძილი მშრომელი კაცის, გინდ ცოტა ჭამოს, გინდ ბევრი; ხოლო სიმაძღრე ძილს უფრთხობს მდიდარს.
5:13არის, მიხილავს მტანჯველი ბოროტება ამ მზისქვეშეთში: პატრონის საზიანოდ დამარხული სიმდიდრე.
5:14დაიკარგება ეს სიმდიდრე უბედური შემთხვევის გამო და შვილი მისი ხელცარიელი დარჩება;
პარალელური ადგილები: ეკლესიასტე 5:12
- იგავესნი 3:24დაწვები, არაფრის შეგეშინდება; დაიძინებ, ტკბილი ძილი გექნება.
- ფსალმუნები 4:8მშვიდად დავწვები და დავიძინებ, რადგან შენ, უფალო, მხოლოდ შენ მამყოფებ უშიშრად.
- ფსალმუნები 127:2ამაოდ დგებით ადრიან, აგვიანებთ დასხდომას, ჭამთ ჭმუნვით პურს; რადგან ძილს ანიჭებს თავის საყვარელს.
- იერემია 31:26ამაზე გამეღვიძა და დავინახე, რომ მეამა ძილი.
განაგრძე კითხვა: ეკლესიასტე 5
სრულად წაიკითხე: ეკლესიასტე 5 · გახსენი ბიბლიის მკითხველში