
ეკლესიასტე 5:17 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
თან თავის დღეებს ბნელში ამოჭამს, დარდით, ტკივილით გულგასენილი.
ეკლესიასტე 5:17 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიასტე 5:17 კონტექსტში
5:15ისევ შიშველი გაბრუნდება, როგორც მოვიდა დედის მუცლიდან და ვეღარაფერს მოიხვეჭს შრომით.
5:16ესეც მტანჯველი ბოროტებაა: როგორც მოვიდა, ისე რომ წავა. რა სიკეთეა, ფუჭად რომ შრომობს?
5:17თან თავის დღეებს ბნელში ამოჭამს, დარდით, ტკივილით გულგასენილი.
5:18აი, სად ვხედავ მე სიკეთეს, შესაფერ საქმეს: ჭამოს კაცმა, სვას და იხაროს თავისი ღვაწლით ამ მზისქვეშეთში დღენი მისნი, ღმერთმა რომ მისცა; რადგან ესაა მისი ხვედრი.
5:19კაცს ღმერთი აძლევს ქონებასა და სიმდიდრეს და იმის შნოსაც, რომ მოიხმაროს, მიიღოს წილი და გაიხაროს თავისი შრომით; ეს ყველაფერი ღვთის წყალობაა.
პარალელური ადგილები: ეკლესიასტე 5:17
- ფსალმუნები 127:2ამაოდ დგებით ადრიან, აგვიანებთ დასხდომას, ჭამთ ჭმუნვით პურს; რადგან ძილს ანიჭებს თავის საყვარელს.
- კორინთელთა მიმართ ა 11:30ამიტომ თქვენ შორის ბევრია უძლური, ბევრი - სნეული, და ბევრიც კვდება.
- კორინთელთა მიმართ ა 11:32განკითხულნი კი უფლის მიერ განვისწავლებით, რათა ქვეყანასთან ერთად არ განვისაჯოთ.
- ფსალმუნები 90:7რადგანაც გავქრით შენი რისხვით და შენი გულისწყრომით შევძრწუნდით.
- ფსალმუნები 90:11ვინ იცის შენი რისხვის ძალა და შენი შიშის კვალობაზე შენი გააფთრება?
- ნეშტთა შორისა ბ 16:10განურისხდა ასა მისანს და საპყრობილეში ჩააგდო, რადგან გაგულისებული იყო ნათქვამის გამო. იმავე დროს ასა ჩაგრავდა ხალხიდან ზოგიერთებს.
- ნეშტთა შორისა ბ 16:12თავისი მეფობის ოცდამეცხრამეტე წელს ასას ფეხები დაუსნეულდა. ძალზე მძიმე იყო მისი სენი, მაგრამ თავის სნეულებაშიც კი არ ეძებდა უფალს, არამედ მკურნალებს.
- ფსალმუნები 102:9რადგან ნაცარი პურივით ვჭამე და ჩემი სასმელი ცრემლით შევაზავე;
განაგრძე კითხვა: ეკლესიასტე 5
სრულად წაიკითხე: ეკლესიასტე 5 · გახსენი ბიბლიის მკითხველში