
ეკლესიასტე 6:7 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ადამიანის ყოველი შრომა პირისთვისაა, მაგრამ სული არ აღივსება.
ეკლესიასტე 6:7 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიასტე 6:7 კონტექსტში
6:5ვისაც მზე არ უნახავს და არც გაუგია, იმ კაცზე უფრო მოსვენებულია.
6:6თუნდაც იცოცხლოს ორი ათას წელს და ვერაფერი სიკეთე ნახოს, რა ბედენაა, მაინც ყველა ერთ ადგილს მივა.
6:7ადამიანის ყოველი შრომა პირისთვისაა, მაგრამ სული არ აღივსება.
6:8რადგან რა უპირატესობა აქვს ბრძენს უგუნურზე? ან და ღატაკს, რომელმაც იცის, როგორ გაუძლოს ცხოვრებას?
6:9სჯობს თვალით ნახო, ვიდრე გულს აჰყვე - ამაოება არის ესეც და ქარის დევნა.
პარალელური ადგილები: ეკლესიასტე 6:7
- იოანე 6:27ხრწნადი საზრდოსთვის ნუკი ზრუნავთ, არამედ იზრუნეთ საზრდოსთვის, რომელიც რჩება საუკუნო სიცოცხლედ, და რომელსაც მოგცემთ ძე კაცისა, ვინაიდან მამა ღმერთმა აღბეჭდა იგი.
- იგავესნი 16:26მშრომელს თავისი მადა აშრომებს, თავისივე პირი აიძულებს.
- ტიმოთეს მიმართ ა 6:6თუმცა ღვთისმოსაობა და თვითმკმარობა მართლაც რომ დიდი შენაძენია.
- ტიმოთეს მიმართ ა 6:8თუ საჭმელი და ტანსაცმელი მოგვეძებნება, ამას დავჯერდეთ.
- მათეს სახარება 6:25ამიტომაც გეუბნებით თქვენ: ნუ ზრუნავთ თქვენი სიცოცხლისათვის, რა ვჭამოთ ანდა რა ვსვათო; ნურც თქვენი სხეულისათვის, რით შევიმოსოთო. განა სიცოცხლე უფრო მეტი არ არის, ვიდრე საზრდელი და სხეული - უფრო მეტი, ვიდრე სამოსელი?
- ეკლესიასტე 5:10ფულის მოყვარული ფულით ვერ გაძღება, და არც სიმდიდრის მოყვარული თავის შემოსავლით. ესეც ამაოებაა.
- ლუკას სახარება 12:19და ვეტყვი ჩემს სულს: სულო, მრავალი სიკეთე გაქვს დაგროვებული და მრავალი წლის სამყოფი; განისვენე, ჭამე, სვი და იმხიარულე.
- ეკლესიასტე 6:3კიდეც რომ შვას კაცმა ასი შვილი და იცოცხლოს მრავალი წელი, მაგრამ ვერ იგემოს სიამე და საფლავიც აღარ ეღირსოს, ვიტყვი, უჯობდა დედის მუცელს მოწყვეტილიყო.
განაგრძე კითხვა: ეკლესიასტე 6
სრულად წაიკითხე: ეკლესიასტე 6 · გახსენი ბიბლიის მკითხველში