
იგავესნი 16:26 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მშრომელს თავისი მადა აშრომებს, თავისივე პირი აიძულებს.
იგავესნი 16:26 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 15 აპრილი, 2027, დიდმარხვის მეხუთე კვირის ხუთშაბათი (მწუხრი).
იგავესნი 16:26 კონტექსტში
16:24ამო საუბარი გოლეული თაფლია, სულის სიტკბოა და ძვლის კურნება.
16:25არის გზა, კაცს სწორი რომ ჰგონია, მაგრამ მისი ბოლო სიკვდილის გზაა.
16:26მშრომელს თავისი მადა აშრომებს, თავისივე პირი აიძულებს.
16:27უგვანი კაცი ბოროტს იზრახავს და მის ბაგეზე თითქოს მოგიზგიზე ცეცხლია.
16:28უკუღმართი კაცი შუღლს აღვივებს და ცილისმწამებელი მეგობრებს აშორებს.
პარალელური ადგილები: იგავესნი 16:26
- ეკლესიასტე 6:7ადამიანის ყოველი შრომა პირისთვისაა, მაგრამ სული არ აღივსება.
- იგავესნი 9:12თუ ბრძენი ხარ, შენთვის ხარ ბრძენი, თუ ღვთისმგმობელი ხარ, შენვე აგებ პასუხს.
- იგავესნი 14:23ყველა საქმეში გამორჩენაა, ლიტონ სიტყვებს კი ზარალი მოაქვს.
- თესალონიკელთა მიმართ ბ 3:8არავის პური არ გვიჭამია მუქთად, არამედ დღედაღამ ვშრომობდით, რომ ტვირთად არ დავწოლოდით რომელიმე თქვენგანს.
- თესალონიკელთა მიმართ ბ 3:12ამნაირებს გამცნობთ და შევაგონებთ ჩვენს უფალ იესო ქრისტეში, რომ მშვიდი შრომით ჭამონ თავიანთი პური.
- თესალონიკელთა მიმართ ა 4:11გულმოდგინედ ეცადეთ მშვიდად იცხოვროთ და საკუთარი ხელით აკეთოთ თქვენი საქმე, როგორც ჩვენ მიერ გემცნოთ,
- თესალონიკელთა მიმართ ა 4:12რათა ღირსეულად იქცეოდეთ გარეშეთა მიმართ და არაფერი გაკლდეთ.
განაგრძე კითხვა: იგავესნი 16
სრულად წაიკითხე: იგავესნი 16 · გახსენი ბიბლიის მკითხველში