
ეკლესიასტე 7:11 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
კარგია სიბრძნე და დოვლათი, დიდად სარგოა მზის მჭვრეტელთათვის.
ეკლესიასტე 7:11 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიასტე 7:11 კონტექსტში
7:9გულისწყრომად ნუ იჩქარი, რადგან გულისწყრომა უგუნურთა მკერდში ბუდობს.
7:10ნუ იტყვი: წარსული დროება აწმყოს რად სჯობდაო, რადგან სიბრძნე არ ახლავს ამ კითხვას.
7:11კარგია სიბრძნე და დოვლათი, დიდად სარგოა მზის მჭვრეტელთათვის.
7:12სიბრძნეც დაიფარავს კაცს და ფულიც დაიფარავს, მაგრამ სიბრძნე უპირატესია; მის მფლობელს აცოცხლებს.
7:13შეხედე ღვთის შექმნილს: ვინ გამართავს მისგან გამრუდებულს?
პარალელური ადგილები: ეკლესიასტე 7:11
- ეკლესიასტე 11:7ტკბილია სინათლე და საამურია თვალთათვის მზის ჭვრეტა.
- ტიმოთეს მიმართ ა 6:17მდიდართა ამა ქვეყნისათა ამცნე: ნუ ქედმაღლობენ, და ფუჭი სიმდიდრის იმედი ნუკი ექნებათ, არამედ ცოცხალი ღმრთისა, უხვად რომ გვაძლევს ყველაფერს სამხიარულოდ;
- ტიმოთეს მიმართ ა 6:19და იუნჯებდნენ სიკეთის საუნჯეს მომავლის მტკიცე საფუძვლად, რათა ეწიონ საუკუნო სიცოცხლეს.
- ეკლესიასტე 2:13ოდეს ვიკვლიე, რა არის სიბრძნე ანუ სიბრიყვე და უმეცრება, ვნახე, რომ სიბრძნე სიბრიყვეზე უპირატესობს, ისევე როგორც ნათელი ბნელზე.
- იგავესნი 8:10მიიღეთ ჩემი შეგონება და არა ვერცხლი, ცოდნა მეტია ხალას ოქროზე;
- იგავესნი 8:11რადგან სიბრძნე უკეთესია ძვირფას თვლებზე და ვერცერთი სანატრელი საგანი ვერ შეედრება მას.
- ლუკას სახარება 16:8შეაქო ბატონმა ორგული მოურავი: ფხიანად მოიქეციო; ვინაიდან ამ სოფლის ძენი თავიანთ მსგავსთა შორის უფრო ფხიანნი არიან, ვიდრე ნათლის ძენი.
- ლუკას სახარება 16:9ამიტომაც გეუბნებით, შეიძინეთ მეგობრები უსამართლო სიმდიდრით, რათა, როდესაც გაღარიბდებით, მიგიღონ საუკუნო სამყოფელში.
განაგრძე კითხვა: ეკლესიასტე 7
სრულად წაიკითხე: ეკლესიასტე 7 · გახსენი ბიბლიის მკითხველში