
ეკლესიასტე 11:7 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ტკბილია სინათლე და საამურია თვალთათვის მზის ჭვრეტა.
ეკლესიასტე 11:7 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიასტე 11:7 კონტექსტში
11:5როგორც არ უწყი გზა ქარისა და როგორ ისახება ძვლები სავსე მუცელში, ასევე არ უწყი საქმენი ღვთისა, რომელმაც ყოველივე შექმნა.
11:6დილით თესე შენი თესლი და მწუხრისას ნუ დაისვენებს შენი ხელი; რადგან არ იცი, რომელი უფრო სასიკეთოა; იქნებ ორივე ერთნაირად კარგი გამოდგეს.
11:7ტკბილია სინათლე და საამურია თვალთათვის მზის ჭვრეტა.
11:8თუნდაც მრავალი წელი იცოცხლოს კაცმა და იმხიარულოს, ახსოვდეს, რომ მრავლად იქნება შავი დღეები; ყველაფერი, რაც მოვა, ამაოა.
11:9იხარე, ყრმაო, ვიდრე ნორჩი ხარ; გაამოს შენმა გულმა სიყმაწვილეში, მიჰყევ შენს გულს და თვალთა მზერას; ოღონდ იცოდე, ყველაფრის ამის გამო სამსჯავროზე წარგადგენს ღმერთი.
პარალელური ადგილები: ეკლესიასტე 11:7
- ეკლესიასტე 7:11კარგია სიბრძნე და დოვლათი, დიდად სარგოა მზის მჭვრეტელთათვის.
- მათეს სახარება 5:45რათა იყოთ შვილნი თქვენი ზეციერი მამისა, ვისაც თავისი მზე ამოჰყავს კეთილთა და ბოროტთათვის და წვიმას უგზავნის მართალთაც და უსამართლოთაც.
- იგავესნი 15:30თვალთა ნათელი გულს ახარებს, კეთილი ამბავი კი ძვლებს აპოხიერებს.
- ფსალმუნები 84:11რადგან მზე და ფარია უფალი ღმერთი. მადლსა და ღირსებას მისცემს უფალი, სიკეთეს არ მოაკლებს უბიწოდ მოარულთ.
- იობი 33:30რომ გამოაბრუნოს მისი სული საფლავიდან და სიცოცხლის ნათლით გაანათლოს.
- იგავესნი 29:13ღარიბი და მჩაგვრელი ერთმანეთს ხვდებიან: თვალის ჩინს ორთავეს უფალი აძლევს.
- ეკლესიასტე 6:5ვისაც მზე არ უნახავს და არც გაუგია, იმ კაცზე უფრო მოსვენებულია.
- იობი 33:28იხსნა ჩემი სული საფლავში ჩასვლისაგან და, აჰა, ჩემი სიცოცხლე ნათლის ჭვრეტაშიაო.
განაგრძე კითხვა: ეკლესიასტე 11
სრულად წაიკითხე: ეკლესიასტე 11 · გახსენი ბიბლიის მკითხველში