
ეკლესიასტე 7:19 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
სიბრძნე ბრძენისათვის ძალაა, ქალაქის ათ მბრძანებელზე აღმატებული.
ეკლესიასტე 7:19 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიასტე 7:19 კონტექსტში
7:17მეტისმეტად ნუ იბოროტებ, არც გაბრიყვდე - რად გინდა, რომ უდროოდ მოკვდე?
7:18უმჯობესია, ერთიც იყო და მეორეც, არც ერთი უარყო და არც მეორე; რადგან ღვთის მოშიში ყველაფრისგან თავს აღწევს.
7:19სიბრძნე ბრძენისათვის ძალაა, ქალაქის ათ მბრძანებელზე აღმატებული.
7:20არ იპოება ქვეყნად მართალი კაცი, რომელიც იქმოდეს კეთილ საქმეს და არ სცოდავდეს.
7:21ყველა სიტყვას, რასაც ამბობენ, ყურს ნუ მიუგდებ, რათა არ გესმოდეს, შენი მონა როგორ გაგინებს.
პარალელური ადგილები: ეკლესიასტე 7:19
- იგავესნი 21:22დევ-გმირთა ქალაქზე აღდგება ბრძენკაცი და დაამხობს საიმედო სიმაგრეს.
- კოლასელთა მიმართ 1:9ამიტომ ჩვენც, იმ დღის შემდეგ, რაც ეს გავიგეთ, გამუდმებით ვლოცულობთ თქვენთვის და შევთხოვთ ღმერთს, რომ აღივსოთ მისი ნების შემეცნებით, მთელი სიბრძნითა და სულიერი წვდომის უნარით,
- კოლასელთა მიმართ 1:11ყოველმხრივ ძლიერდებოდეთ მისი დიდების სიმტკიცით, რათა ყოვლისმთმენნი და სულგრძელნი იყოთ,
- იგავესნი 24:5ბრძენი ძალმოსილზე ძლიერია და მცოდნე კაცი ძალოვან კაცზე.
- ეკლესიასტე 9:13ეს სიბრძნეც შევიტყვე მზისქვეშეთში და საგულისხმოდ შევრაცხე იგი:
- ეკლესიასტე 9:18ბრძოლის საჭურველს სიბრძნე სჯობია, ერთი ცოდვილი კი ბევრ სიკეთეს დაღუპავს.
- მეფეთა ბ 20:16დაიძახა ერთმა გონიერმა დედაკაცმა ქალაქიდან: ისმინეთ! ისმინეთ! უთხარით იოაბს, რომ ახლოს მოვიდეს, სიტყვა მაქვს სათქმელი.
- მეფეთა ბ 20:22მივიდა დედაკაცი ხალხთან თავისი ბრძნული სიტყვით. მოკვეთეს თავი შებაყ ბიქრის ძეს და გადაუგდეს იოაბს. ბუკს ჰკრა თუ არა იოაბმა, ყველანი მოსცილდნენ ქალაქს და თავ-თავის კარვებში მიმოიფანტნენ. და გაბრუნდა იოაბი იერუსალიმში მეფესთან.
განაგრძე კითხვა: ეკლესიასტე 7
სრულად წაიკითხე: ეკლესიასტე 7 · გახსენი ბიბლიის მკითხველში