გადასვლა შინაარსზე
სამი მსოფლიო მოძღვრის ხატი: ბასილი დიდი, გრიგოლ ღვთისმეტყველი და იოანე ოქროპირი, ნოვგოროდი, დაახლოებით 1500
სამი მსოფლიო მოძღვარი, ნოვგოროდი, მე-15 საუკუნის ბოლოდან მე-16 საუკუნის დასაწყისამდე. საჯარო დომენი.

ეკლესიასტე 8:9 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

ეკლესიასტე 8:9

ეს ყველაფერი ვიხილე და დავაკვირდი ყველა საქმეს, რაც მზისქვეშეთში მომხდარა; და ის დროც ვნახე, როცა კაცი კაცზე მძლავრობდა თავისდა საზიანოდ.

ეკლესიასტე 8:9 · საქართველოს საპატრიარქო

ეკლესიასტე 8:9 კონტექსტში

8:7რომ მან არ იცის; რა მოხდება; ან ვინ ეტყვის მას, როგორ მოხდება?

8:8არავის ძალუძს ქარის შეჩერება, ვერავინ განაგებს დღეს სიკვდილისას, ვერვის დაითხოვენ ბრძოლის ველიდან, ვერ იხსნის სიბოროტე მის პატრონს.

8:9ეს ყველაფერი ვიხილე და დავაკვირდი ყველა საქმეს, რაც მზისქვეშეთში მომხდარა; და ის დროც ვნახე, როცა კაცი კაცზე მძლავრობდა თავისდა საზიანოდ.

8:10კიდევაც ვნახე ბოროტეულნი დამარხულნი, ადრე რომ მოდიოდნენ წმიდა ადგილას და ბრუნდებოდნენ; დავიწყებულ იქმნენ იმ ქალაქში, სადაც ამგვარად იქცეოდნენ. ესეც ამაოებაა.

8:11რაკი სწრაფადვე არ ისჯება ბოროტი საქმე, ამიტომ ბედავს კაცი ბოროტების ჩადენას.

პარალელური ადგილები: ეკლესიასტე 8:9

განაგრძე კითხვა: ეკლესიასტე 8

სრულად წაიკითხე: ეკლესიასტე 8 · გახსენი ბიბლიის მკითხველში