
ეფესელთა მიმართ 1:13: მნიშვნელობა და ეკლესიის მამები
მასშივე მოისმინეთ თქვენც ჭეშმარიტების სიტყვა, თქვენი ხსნის სახარება, რაც იწამეთ და კიდევაც აღიბეჭდეთ აღთქმული წმიდა სულით,
ეფესელთა მიმართ 1:13 · საქართველოს საპატრიარქო
მოკლე პასუხი
(მათ. 6:9), ეს ნიშნავს, რომ ჩვენ მივიღეთ ნიჭი: ძეობის სულისა, ესე იგი, სულიწმიდის მადლმოსილი ნიჭი. სულს ეწოდება შურის სული, როგორც ამბობს პავლე: “ასევე თქვენც, სულიერი ნიჭების მოშურნეებო” (1 კორ. 14:12), ესე იგი, გაქვთ მოშურნეობა სულიერი ნიჭების მიმართ.
იოანე ოქროპირი, 4 საუკუნე
ეკლესიაში საკითხავი: 8 ოქტომბერი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი მე-16 კვირის პარასკევი (სამოციქულო).
რას ამბობენ ეკლესიის მამები: ეფესელთა მიმართ 1:13
12 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით
იოანე ოქროპირი4 საუკუნე “‘მასში’, ესე იგი, მის მიერ, ‘თქვენც, ჭეშმარიტების სიტყვის, თქვენი ხსნის სახარების მოსმენის შემდეგ’. ყურადღება მიაქციეთ, პავლე მოციქული ყველგან ქრისტეს წარმოადგენს, როგორც ჭეშმარიტ მიზეზს ყოველივესი და არსად არ უწოდებს მას დაქვემდებარებულს ან მსახურს. მსგავსად ამისა, სხვა ადგილასაც ამბობს, კერძოდ, ეპისტოლეში ებრაელთა მიმართ: ‘მრავალგზის და მრავარნაირად ესაუბრებოდა ღმერთი წინათ ჩვენს მამებს წინასწარმეტყველთა მიერ, უკანასკნელ ამ დღეებში გველაპარაკა ძის მიერ’ (ებრ. 1:1-2), ესე იგი, ძის მეშვეობით.”
მთელი განმარტება
“მასში”, ესე იგი, მის მიერ, “თქვენც, ჭეშმარიტების სიტყვის, თქვენი ხსნის სახარების მოსმენის შემდეგ”. ყურადღება მიაქციეთ, პავლე მოციქული ყველგან ქრისტეს წარმოადგენს, როგორც ჭეშმარიტ მიზეზს ყოველივესი და არსად არ უწოდებს მას დაქვემდებარებულს ან მსახურს. მსგავსად ამისა, სხვა ადგილასაც ამბობს, კერძოდ, ეპისტოლეში ებრაელთა მიმართ: “მრავალგზის და მრავარნაირად ესაუბრებოდა ღმერთი წინათ ჩვენს მამებს წინასწარმეტყველთა მიერ, უკანასკნელ ამ დღეებში გველაპარაკა ძის მიერ” (ებრ. 1:1-2), ესე იგი, ძის მეშვეობით.
“სიტყვა ჭეშმარიტებისა”, ამბობს პავლე, და არა ხატისა ან მსგავსებისა. “სახარება თქვენი ხსნისა”. და კარგად უწოდებს ამას სახარებას ჩვენი ხსნისა, რითაც ერთის მხრივ მიანიშნებს რჯულზე, ხოლო მეორეს მხრივ, მომავალ სასჯელზე. სხვა რას ნიშნავს ქადაგება, თუ არა ხსნის სახარებას, ესე იგი, რომ ღირსებს დაღუპვისა, იგი აღარ ღუპავს?
“და მასში მორწმუნენი ბეჭედდასმულ იქმნენ აღთქმული სულიწმიდით, რომელიც არის ჩვენი მემკვიდრეობის წინასწარი გარანტია”. კვლავ დიდებულ ზრუნვას გვიჩვენებს ეს ბეჭედდასმა, არა გამოყოფა, არა მხოლოდ მემკვიდრეობა, არამედ სწორედ, ბეჭედდასმა. როგორც ვინმე გამოარჩევდა წილად ხვედრილთ, რომ შემდეგ ეცნო ისინი, ასევე ღმერთმაც გამოგვარჩია, რათა მიგვეღო რწმენა მისი და ბეჭედი დაგვესვა მომავალი კეთილდღეობის მემკვიდრეობისათვის. ხედავთ, როგორ განადიადებს მათ ჟამთა განმავლობაში? ვიდრე მხოლოდ განჭვრეტაში იყვნენ, მანამდე არავისთვის იყვნენ ცნობილნი, ხოლო როდესაც ბეჭედი მიიღეს, ცნობილნი გახდნენ, მაგრამ არა როგორც ჩვენ, რადგან ისინი ცნობილნი იქნებიან, გარდა მცირედთა. ბეჭედს იღებდნენ ისრაელიანებიც, მაგრამ წინადაცვეთით, როგორც პირუტყვნი და უსულონი, ხოლო ჩვენ ბეჭედდასმულნი ვართ, როგორც ძენი, სულით.
რას ნიშნავს: “აღთქმული სულიწმიდით”? ნიშნავს, რომ ჩვენ მივიღეთ იგი აღთქმისამებრ. ორი აღთქმა იყო, ერთი წინასწარმეტყველთა მიერ, მეორე, ძის მიერ. წინასწარმეტყველთა მიერ, თქვა პავლემ. ისმინეთ, რას ამბობს იოველ წინასწარმეტყველი: “დავღვრი ჩემს სულს ყოველ ხორციელზე და იწინასწარმეტყველებენ თქვენი ვაჟები და ასულები; თქვენს მოხუცებულებს სიზმრები ესიზმებათ, თქვენი ჭაბუკები ხილვებს იხილავენ” (იოველ. 2:28). ისმინეთ შემდეგ, რას ამბობს ქრისტე: “მიიღებთ ძალას, როდესაც სულიწმიდა გადმოვა თქვენზე; და იქნებით ჩემი მოწმენი იერუსალიმში, მთელ იუდეასა და სამარიაში და დედამიწის კიდეებამდე” (საქ. 1:8). თუმცა, მას უნდა ვწამდეს, როგორც ღმერთს, მაგრამ ამაზე დიდად არ ამახვილებს ყურადღებას და გამოკვლევას აწარმოებს, თითქოს კაცზე საუბრობდეს. როგორც ეპისტოლეში ებრაელთა მიმართ ამბობს: “რათა ორ ურყევ რამეში, რომლებშიც შეუძლებელია ღმერთმა იცრუოს, მტკიცე ნუგეში გვქონდეს”, ასევე აქაც, ის, რაც უკვე ბოძებული იყო, წარმოადგენს მომავალი კეთილდღეობის აღთქმის შესრულების დასამტკიცებლად.
და კვლავ: “ვინაიდან არ მოუცია ღმერთს ჩვენთვის შიშის სული, არამედ ძალისა და სიყვარულისა და თავშეკავებისა” (2 ტიმ. 1:7). სულს აქ უწოდებს მადლმოსილ ნიჭს, როგორც იმ შემთხვევაში, როდესაც ამბობს: “თქვენ... ბეჭედდასმულ იქმნენ აღთქმული სულიწმიდით” (ეფ. 1:13). სად წერია სულის აღთქმის შესახებ? პავლე ამბობს: “რაკი გვაქვს რწმენის იგივე სული” (2 კორ. 4:13) და აღთქმისა, ესე იგი, სულის მადლმოსილი ნიჭი.
აჰა, ეს არის სული რწმენისა, სული აღთქმისა. თუ ვინმე თვინიერი და გულით მდაბალია, მან მიიღო თვინიერების ნიჭი. ეს უკანასკნელი, ღვთის მადლმოსილი ბოძებაა. ამის შესახებ ამბობს პავლე: “თუ კაცი რაიმე ცოდვაში ჩავარდება, თქვენ, სულიერებმა, გამოასწორეთ იგი თვინიერების სულით” (გალ. 6:1), ესე იგი, თვინიერების მადლმოსილი ნიჭით. “თვალი ადევნეთ, ამბობს წერილი, თითოეულმა საკუთარ თავს, რათა არ ცდუნდეთ” (გალ. 6:1). აჰა, ეს არის სული თვინიერებისა.
ზოგს ეძლევა სულის და სხეულის განწმენდა და მას ეწოდება სიწმინდის სული, მსგავსად იმისა, როგორც ამბობს მოციქული: “პავლე, იესო ქრისტეს მონა, მოწოდებული მოციქული, რჩეული ღვთის სახარებლად. Ღმერთმა წინასწარ აღუთქვა თავისი წინასწარმეტყველების მიერ წმინდა წერილებში” (რომ. 1:1, 2, 4). მან ეს საპირისპირო თანმიმდევრობით თქვა, მაგრამ მისი სიტყვების აზრი ასეთია: “პავლე, რომელიც მოციქული გახდა სიწმინდის სულით”. ბევრს, პირველი გამონათქვამის მიხედვით, ეგონა, რომ პავლე საუბრობს ძე ღვთისაზე, წინასწარ განსაზღვრულზე “სიწმინდის სულით”. თუმცა, სინამდვილეში ასე არ არის. პირიქით, მოცემულ ადგილას ნათქვამია, რომ პავლე მოციქულად დაინიშნა “სიწმინდის სულით”. როდის დაინიშნა? იესო ქრისტეს აღდგომის შემდეგ. რადგან სხვა მოციქულები ქრისტეს ტანჯვამდე აირჩიეს, ხოლო ის, ქრისტეს აღდგომის შემდეგ, ამიტომაც არის ნათქვამი: “სიწმინდის სულით”.
კიდევ ერთს ვიტყვი. როდესაც წმინდა საიდუმლოებების დროს ყველანი ვიწყებთ თქმას: “მამაო ჩვენო, რომელიც ხარ ცათა შინა!” (მათ. 6:9), ეს ნიშნავს, რომ ჩვენ მივიღეთ ნიჭი: ძეობის სულისა, ესე იგი, სულიწმიდის მადლმოსილი ნიჭი. სულს ეწოდება შურის სული, როგორც ამბობს პავლე: “ასევე თქვენც, სულიერი ნიჭების მოშურნეებო” (1 კორ. 14:12), ესე იგი, გაქვთ მოშურნეობა სულიერი ნიჭების მიმართ. “იშურნეთ უდიდესი ნიჭებისათვის, ესე იგი, მადლმოსილი ნიჭებისათვის, და მე გაჩვენებთ კიდევ უფრო აღმატებულ გზას” (1 კორ. 12:31). “თუ მე ვლაპარაკობ ადამიანთა და ანგელოზთა ენებზე, მაგრამ სიყვარული არ მაქვს... მაშინ მე არაფერი ვარ” (1 კორ. 13:1, 2); ესე იგი, სიყვარული უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერი მადლმოსილი ნიჭი.
ეფრემ ასური4 საუკუნე იერონიმე სტრიდონელი4 საუკუნე დიდიმე ბრმა4 საუკუნე თეოდორიტე კვიროსელი5 საუკუნე თეოფილაქტე ბულგარელი11 საუკუნე კალისტე ანგელიკუდესი15 საუკუნე ივანოვი ა. ვ.19 საუკუნე მიხეილ ხერასკოვი19 საუკუნე ნიკანორი (კამენსკი)19 საუკუნე როზანოვი ნ. პ.19 საუკუნე თეოფანე დაყუდებული19 საუკუნე
1 / 12
ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 12 განმარტება.
ჩვენს ბიბლიოთეკაში
ეფესელთა მიმართ 1:13 კონტექსტში
1:11რომელშიაც გავხდით მემკვიდრენი, რაც წინასწარვე განკუთვნილი იყო ჩვენთვის მისი განჩინების თანახმად, ვინც ყველაფერს აღასრულებს თავისი ნებით,
1:12რათა მისი დიდების მაქებარნი ვყოფილიყავით, იმთავითვე ქრისტეს მოიმედენი;
1:13მასშივე მოისმინეთ თქვენც ჭეშმარიტების სიტყვა, თქვენი ხსნის სახარება, რაც იწამეთ და კიდევაც აღიბეჭდეთ აღთქმული წმიდა სულით,
1:14რომელიც არის ჩვენი მემკვიდრეობის წინდი საბოლოო გამოხსნამდე, როცა დავიმკვიდრებთ ჩვენს წილხვედრს მისი დიდების საქებრად.
1:15ამიტომ მეც, როცა გავიგე თქვენი რწმენა უფალ იესოსადმი და თქვენი სიყვარული ყველა წმიდის მიმართ,
პარალელური ადგილები: ეფესელთა მიმართ 1:13
- კორინთელთა მიმართ ბ 1:22რომელმაც ასევე აღვგბეჭდა და მოგვცა წინდი სულისა ჩვენს გულებში.
- ეფესელთა მიმართ 4:30ნუ შეაჭირვებთ წმიდა სულს ღვთისას, რომლითაც აღიბეჭდეთ გამოხსნის დღისთვის.
- ტიმოთეს მიმართ ბ 2:19მაგრამ ურყევი საფუძველი ღვთისა მტკიცეა და აქვს ეს ბეჭედი: „იცის უფალმა, ვინაა მისი“, და: „განუდგეს უსამართლობას ყველა, ვინც აღიარებს უფლის სახელს“.
- თესალონიკელთა მიმართ ა 2:13ამიტომ ჩვენც განუწყვეტლივ მადლს ვწირავთ ღმერთს, რადგანაც მიიღეთ სიტყვა, ჩვენი წყალობით რომ ისმინეთ, და კაცთა სიტყვად კი არ აღიქვით იგი, არამედ მისინამდვილი სახით, ესე იგი, ღვთის სიტყვად, რომელიც კიდეც მოქმედებს თქვენში, მორწმუნენო.
- რომაელთა მიმართ 4:11და მიიღო წინადაცვეთის ნიშანი, როგორც ბეჭედი რწმენით გამართლებისა, რომელიც წინადაუცვეთელობაში ჰქონდა, რათა გამხდარიყო ყველა წინადაუცვეთელი მორწმუნის მამა, და მათაც შერაცხოდათ სიმართლედ;
- ტიტეს მიმართ 2:11რადგანაც მოგვევლინა მადლი ღვთისა, ყოველი კაცის მხსნელი,
- გალატელთა მიმართ 3:14რათა აბრაამის კურთხევა იესო ქრისტეს მეოხებით გავრცელდეს წარმართებზედაც და, ამრიგად, მივიღოთ აღთქმა სულისა რწმენით.
- იოელი 2:28ამის შემდეგ მოვაფენ ჩემს სულს ყოველ ხორციელზე და გაქადაგდებიან თქვენი ვაჟები და ასულები; თქვენი უხუცესები ნახავენ სიზმრებს და ჭაბუკები ხილვებს იხილავენ.
განაგრძე კითხვა: ეფესელთა მიმართ 1
სრულად წაიკითხე: ეფესელთა მიმართ 1 · გახსენი ბიბლიის მკითხველში



