
ეფესელთა მიმართ 4:30: მნიშვნელობა და ეკლესიის მამები
ნუ შეაჭირვებთ წმიდა სულს ღვთისას, რომლითაც აღიბეჭდეთ გამოხსნის დღისთვის.
ეფესელთა მიმართ 4:30 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 18 ოქტომბერი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი მე-18 კვირის ორშაბათი (სამოციქულო).
რას ამბობენ ეკლესიის მამები: ეფესელთა მიმართ 4:30
1 განმმარტებელი
ნიკოლოზ ველიმიროვიჩი20 საუკუნე “ო, ძმებო ჩემნო, ვეცადოთ, არ ვაწყენინოთ ჩვენს უმნიშვნელოვანეს სტუმარს, რომელიც ჩვენთან უმდიდრესი ძღვენით მოდის.”
ეფესელთა მიმართ 4:30 კონტექსტში
4:28მპარავი ნუღარ მოიპარავს, არამედ იშრომოს და თავისი ხელით კეთილი საქმე აკეთოს, რათა შეეძლოს გაიკითხოს გაჭირვებული.
4:29ნურავითარი უგვანი სიტყვა ნუ დასცდება თქვენს ბაგეს, არამედ მხოლოდ კეთილი შესაგონებლად, რათა მადლი მიაგოს მსმენელთ.
4:30ნუ შეაჭირვებთ წმიდა სულს ღვთისას, რომლითაც აღიბეჭდეთ გამოხსნის დღისთვის.
4:31ყოველგვარი სიმწარე, მრისხანება, ყვირილი, გმობა შორს იყოს თქვენგან ყოველივე ბოროტთან ერთად.
4:32არამედ კეთილნი და ლმობიერნი იყავით ერთურთის მიმართ და მიუტევეთ ერთმანეთს, როგორც ქრისტეში მოგიტევათ თქვენ ღმერთმა.
პარალელური ადგილები: ეფესელთა მიმართ 4:30
- თესალონიკელთა მიმართ ა 5:19ნუ დაშრეტთ სულს.
- ესაია 63:10მაგრამ აჯანყდნენ და შეაწუხეს მისი წმიდა სული, ამიტომაც მტრად გაუხდა მათ და ბრძოლა გაუმართა.
- ეფესელთა მიმართ 1:13მასშივე მოისმინეთ თქვენც ჭეშმარიტების სიტყვა, თქვენი ხსნის სახარება, რაც იწამეთ და კიდევაც აღიბეჭდეთ აღთქმული წმიდა სულით,
- ეფესელთა მიმართ 1:14რომელიც არის ჩვენი მემკვიდრეობის წინდი საბოლოო გამოხსნამდე, როცა დავიმკვიდრებთ ჩვენს წილხვედრს მისი დიდების საქებრად.
- შესაქმე 6:6ინანა უფალმა, რომ შექმნა ადამიანი ამქვეყნად, და შეწუხდა.
- მოციქულთა საქმენი 7:51ქედფიცხელნო, გულითა და ყურით წინადაუცვეთელნო, გამუდმებით რომ ეურჩებით წმიდა სულს, თქვენცა და თქვენი მამებიც.
- რომაელთა მიმართ 8:23და არა მარტო ის, არამედ ჩვენც, სულის პირველნაყოფის მქონენი, ასევე ვგმინავთ შინაგანად ღვთის ძეობისა და ჩვენი სხეულის ხსნის მოლოდინში.
- რომაელთა მიმართ 8:11და თუ მისი სული, ვინც მკვდრეთით აღადგინა იესო, დამკვიდრებულია თქვენში, ქრისტეს მკვდრეთით აღმდგენი თქვენს მოკვდავ სხეულებსაც გააცოცხლებს თავისი სულით, რომელიც მკვიდრობს თქვენში.
განაგრძე კითხვა: ეფესელთა მიმართ 4
სრულად წაიკითხე: ეფესელთა მიმართ 4 · გახსენი ბიბლიის მკითხველში