
ეფესელთა მიმართ 1:18: მნიშვნელობა და ეკლესიის მამები
და გაანათლოს თქვენი გონების თვალი, რათა შეიცნოთ, რა არის მისი ხმობის იმედი და როგორია მისი დიადი მემკვიდრეობის სიმდიდრე წმიდათა შორის,
ეფესელთა მიმართ 1:18 · საქართველოს საპატრიარქო
მოკლე პასუხი
(იოან. 11:43) და მან მაშინვე დაუჯერა. პეტრემ უთხრა ტაბითას: “ტაბითა, ადექი!” (საქ. 9:40) და მან არ შეეწინააღმდეგა. უფალი უკანასკნელ დღეს იტყვის და ყველა აღდგება. თანაც ისეთი სისწრაფით, რომ ცოცხლად დარჩენილები ვერ უსწრებენ გარდაცვლილებს. ეს ყველაფერი უმალ, თვალის დახამხამებაში მოხდება.
იოანე ოქროპირი, 4 საუკუნე
ეკლესიაში საკითხავი: 12 დეკემბერი, 2026, სულთმოფენობის შემდგომი 28 კვირის შაბათი (სამოციქულო).
რას ამბობენ ეკლესიის მამები: ეფესელთა მიმართ 1:18
12 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით
იოანე ოქროპირი4 საუკუნე “(საქ. 9:40) და მან არ შეეწინააღმდეგა. უფალი უკანასკნელ დღეს იტყვის და ყველა აღდგება. თანაც ისეთი სისწრაფით, რომ ცოცხლად დარჩენილები ვერ უსწრებენ გარდაცვლილებს. ეს ყველაფერი უმალ, თვალის დახამხამებაში მოხდება.”
მთელი განმარტება
ღმერთის შემეცნება ისე, როგორც საჭიროა, მხოლოდ სულიწმიდისგან არის შესაძლებელი. თუკი ჭეშმარიტად შევიცნობთ მას, აღარაფერში შეგვეპარება ეჭვი. ამიტომაც ამბობს მოციქული: “და განანათლოს გულის თვალნი თქვენნი” (ეფეს. 1:18).
ვისაც ღმერთი შეუცვნია, აღარასოდეს დაეჭვდება მის აღთქმებში და არც ურწმუნოებას გამოავლენს წარსულში აღსრულებულის მიმართ. აი, რატომ ევედრება მოციქული მათთვის სიბრძნისა და გამოცხადების სულის მონიჭებას. თუმცა, თავადაც, რამდენადაც შეუძლია, უკვე აღსრულებულიდან გამომდინარე მსჯელობებით ამტკიცებს ჭეშმარიტებას.
მოციქული ერთის მხრივ უკვე მომხდარზე საუბრობს, მეორეს მხრივ კი, ჯერ კიდევ მოუსვლელზე. აღსრულებულით განამტკიცებს რწმენას იმისა, რაც ჯერ არ აღსრულებულა. “რათა იცოდეთ, ამბობს ის, რა არის სასოება მისი მოწოდებისა” (ეფეს. 1:18). ეს სასოება ჯერ კიდევ უცნობია, თუმცა არა მორწმუნეებისთვის. “და რა არის სიმდიდრე დიდებისა მისი წმიდათა შორის” (ეფეს. 1:18), ესეც ჯერჯერობით უცნობია.
მაგრამ რა არის ცნობილი? ის, რომ ჩვენ გვწამს, რომ მან “თავისი ძალით” აღადგინა ქრისტე. სულებში რწმენის აღძვრა გაცილებით უფრო საკვირველია, ვიდრე მკვდრის აღდგენა. რატომ? შევეცდები ავხსნა.
ქრისტემ მკვდარს უთხრა: “ლაზარე, გამოდი გარეთ!” (იოან. 11:43) და მან მაშინვე დაუჯერა. პეტრემ უთხრა ტაბითას: “ტაბითა, ადექი!” (საქ. 9:40) და მან არ შეეწინააღმდეგა. უფალი უკანასკნელ დღეს იტყვის და ყველა აღდგება. თანაც ისეთი სისწრაფით, რომ ცოცხლად დარჩენილები ვერ უსწრებენ გარდაცვლილებს. ეს ყველაფერი უმალ, თვალის დახამხამებაში მოხდება.
მაგრამ ასე როდია საქმე რწმენის მოქცევისას...
“სიმდიდრე დიდებისა”, ეს არის გამოუთქმელი დიდება. ვის შეუძლია სიტყვით წარმოაჩინოს ის დიდება, რომელსაც ოდესმე წმინდანები ეზიარებიან? არავის. ამის გასაგებად ჭეშმარიტად საჭიროა მადლი, სულიერი სინათლის თუნდაც მცირე სხივის მიღება.
ეფრემ ასური4 საუკუნე იერონიმე სტრიდონელი4 საუკუნე მარიუს ვიქტორინუსი4 საუკუნე თეოდორიტე კვიროსელი5 საუკუნე მაქსიმე აღმსარებელი7 საუკუნე თეოფილაქტე ბულგარელი11 საუკუნე ივანოვი ა. ვ.19 საუკუნე მიხეილ ხერასკოვი19 საუკუნე ნიკანორი (კამენსკი)19 საუკუნე როზანოვი ნ. პ.19 საუკუნე თეოფანე დაყუდებული19 საუკუნე
1 / 12
ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 12 განმარტება.
ჩვენს ბიბლიოთეკაში
ეფესელთა მიმართ 1:18 კონტექსტში
1:16გამუდმებით მადლს ვწირავ ღმერთს თქვენ გამო და ჩემს ლოცვებში გიხსენებთ,
1:17რათა მოგცეთ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ღმერთმა დიდების მამამ, სიბრძნისა და გამოცხადების სული მის შესაცნობად;
1:18და გაანათლოს თქვენი გონების თვალი, რათა შეიცნოთ, რა არის მისი ხმობის იმედი და როგორია მისი დიადი მემკვიდრეობის სიმდიდრე წმიდათა შორის,
1:19ან რარიგ განუზომელია მისი ძალმოსილების სიდიადე ჩვენში, რომელთაც გვწამს მისი მძლეთამძლე ძალის წყალობით,
1:20რომლითაც იმოქმედა ქრისტეში, მკვდრეთით აღადგინა და მარჯვნივ დაისვა ცაში,
პარალელური ადგილები: ეფესელთა მიმართ 1:18
- მოციქულთა საქმენი 26:18იმისათვის, რომ თვალი აუხილო მათ, რათა სიბნელიდან - სინათლის, სატანის ხელმწიფებიდან კი ღვთისკენ მოიქცნენ და, ამრიგად, ჩემდამი რწმენით, მიიღონ ცოდვათა მიტევება და წილი განწმედილთა შორის.
- კორინთელთა მიმართ ბ 4:6რადგანაც ღმერთმა, რომელმაც ბრძანა ბნელიდან ნათლის გამობრწყინება, გაანათლა ჩვენი გულები, რათა გავებრწყინებინეთ ღმერთის დიდების შემეცნებით, რომლითაც სხივოსნობს იესოს სახე.
- ლუკას სახარება 24:45მაშინ გაუხსნა მათ გონება, რათა შეეცნოთ წერილი.
- იოანეს ეპისტოლე ა 3:1ნახეთ, როგორი სიყვარული მოგვცა მამამ, რათა ღვთის შვილებად ვიწოდებოდეთ: ქვეყანა იმიტომ არ გვიცნობს, რომ ვერ იცნო იგი.
- იოანეს ეპისტოლე ა 3:3ყველამ, ვისაც ასე ეიმედება იგი, თავი განიწმიდოს, როგორც ისაა წმიდა.
- ეფესელთა მიმართ 1:7ვის მიერაც გვაქვს გამოსყიდვა მისი სისხლით და ცოდვათა მოტევება მისივე მადლის სიმდიდრით,
- ეფესელთა მიმართ 5:8რადგან ოდესღაც ბნელი იყავით, ახლა კი ნათელი ხართ უფალში. მაშ, იარეთ, როგორც ნათლის შვილებს შეშვენით.
- ეფესელთა მიმართ 3:16რომ თავისი დიდების სიმდიდრისამებრ მოგცეთ თქვენ ძალა, რათა მისი სულით მტკიცედ დამკვიდრდეთ შინაგან კაცში,
განაგრძე კითხვა: ეფესელთა მიმართ 1
სრულად წაიკითხე: ეფესელთა მიმართ 1 · გახსენი ბიბლიის მკითხველში



