გადასვლა შინაარსზე
მოციქულების პეტრესა და პავლეს ხატი, ბიზანტიური და ქრისტიანული მუზეუმი, ათენი
მოციქულები პეტრე და პავლე, ხატი. ბიზანტიური და ქრისტიანული მუზეუმი, ათენი. ფოტო: George E. Koronaios, CC BY-SA 4.0.

ეფესელთა მიმართ 1:21: მნიშვნელობა და ეკლესიის მამები

10 interpreters აპლიკაციაში

ეფესელთა მიმართ 1:21

ყველა მთავრობასა თუ ხელმწიფებაზე, ყველა ძალსა თუ უფლებაზე, ყველა იმ სახელზე მაღლა, სახელად რომ ითქმის არა მარტო ამ საწუთროში, არამედ მომავალშიც;

ეფესელთა მიმართ 1:21 · საქართველოს საპატრიარქო

ეკლესიაში საკითხავი: 12 დეკემბერი, 2026, სულთმოფენობის შემდგომი 28 კვირის შაბათი (სამოციქულო).

რას ამბობენ ეკლესიის მამები: ეფესელთა მიმართ 1:21

10 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით

  1. იოანე ოქროპირი4 საუკუნე
    “‘უმაღლეს ყოველთა მთავრობათა’, ბრძანებს წმინდა პავლე. ჭეშმარიტად, საჭიროა სული მადლისა, საჭიროა გონება განათლებული, რათა შევიცნოთ იგი. ერთი სიტყვით, ამისთვის საჭიროა გამოცხადება. წარმოიდგინე, რაოდენ დიდია მანძილი კაცობრივ და ღვთაებრივ ბუნებებს შორის. მიუხედავად ამისა, მან ამ (კაცობრივი) არარაობიდან აიყვანა იგი იმ (ღვთაებრივ) პატივამდე. არც ერთი, არც ორი, არც სამი საფეხური არ არის საჭირო ამისთვის. ამიტომაც მოციქულს უბრალოდ არ უთქვამს ‘უმაღლეს’, არამედ, ‘უმაღლეს ყოველთა’.”

    მთელი განმარტება

    “უმაღლეს ყოველთა მთავრობათა”, ბრძანებს წმინდა პავლე. ჭეშმარიტად, საჭიროა სული მადლისა, საჭიროა გონება განათლებული, რათა შევიცნოთ იგი. ერთი სიტყვით, ამისთვის საჭიროა გამოცხადება. წარმოიდგინე, რაოდენ დიდია მანძილი კაცობრივ და ღვთაებრივ ბუნებებს შორის. მიუხედავად ამისა, მან ამ (კაცობრივი) არარაობიდან აიყვანა იგი იმ (ღვთაებრივ) პატივამდე. არც ერთი, არც ორი, არც სამი საფეხური არ არის საჭირო ამისთვის. ამიტომაც მოციქულს უბრალოდ არ უთქვამს “უმაღლეს”, არამედ, “უმაღლეს ყოველთა”.

    უმაღლეს ზეცისა ძალთა, მხოლოდ ღმერთი. და სწორედ იქ აიყვანა მან ჩვენგანი, უკიდურესი დამცირებიდან აიყვანა უმაღლეს ხარისხამდე ძალაუფლებისა, რომლის შემდეგაც სხვა (უმაღლესი) ღირსება აღარ არსებობს.

    “ყოველთა მთავრობათა”, ბრძანებს, ესე იგი, არა ამა თუ იმ მთავრობაზე აღმატებული, არამედ “ყოველთა მთავრობათა და ხელმწიფებათა და ძალთა და უფლებათა და ყოველთა სახელთა, სახელდებულთაჲ”. რაც არ უნდა იყოს ცაში, იგი გახდა ყველაფერზე აღმატებული.

    ყოველივე ეს მოციქულმა მკვდრეთით აღმდგარზე ბრძანა და ეს ყოველივე საკვირველია და არა ღმერთზე, სიტყვაზე. რას წარმოდგენს კოღო ადამიანთან შედარებით? არაფერს. მთელი ქმნილებაც არაფერია ღმერთთან შედარებით. რას ვამბობ, კოღო? თუკი ყველა ადამიანი ღვთის წინაშე არ არის იმაზე მეტი, ვიდრე წვეთი და მტვრის ნაწილაკი სასწორის პინაზე (ეს. 40:15), მაშინ კოღოებთან (ამ შემთხვევაში) შეგიძლია შეადარო უხილავი ძალები. მაშასადამე, მოციქული ასე არ საუბრობდა ღმერთზე, სიტყვაზე, არამედ მასზე, ვინც ჩვენგანია.

    ჭეშმარიტად დიდია და საკვირველი, რომ მან ქვესკნელიდან აიყვანა იგი. თუკი ყველა ხალხი (ღვთის წინაშე) წვეთია, მაშინ ერთი ადამიანი მხოლოდ უმცირესი ნაწილია წვეთისა. და ამის მიუხედავად, ღმერთმა იგი ყველა ძალაზე მაღლა დააყენა, “არა თუ ხოლოდ ამას სოფელსა, არამედ მერმესაცა”. ეს იმას ნიშნავს, რომ ზოგიერთი ზეციური ძალის სახელი ჯერ კიდევ არ არის ჩვენთვის ცნობილი. “და ყოველივე დაამჴვნა ქუეშე ფერჴთა მისთა”.

  2. იერონიმე სტრიდონელი4 საუკუნე
  3. მარიუს ვიქტორინუსი4 საუკუნე
  4. თეოდორიტე კვიროსელი5 საუკუნე
  5. გრიგოლი დიდი6 საუკუნე
  6. თეოფილაქტე ბულგარელი11 საუკუნე
  7. ივანოვი ა. ვ.19 საუკუნე
  8. ნიკანორი (კამენსკი)19 საუკუნე
  9. თეოფანე დაყუდებული19 საუკუნე
  10. ნიკოლოზ ველიმიროვიჩი20 საუკუნე

1 / 10

ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 10 განმარტება.

ჩვენს ბიბლიოთეკაში

ეფესელთა მიმართ 1:21 კონტექსტში

1:19ან რარიგ განუზომელია მისი ძალმოსილების სიდიადე ჩვენში, რომელთაც გვწამს მისი მძლეთამძლე ძალის წყალობით,

1:20რომლითაც იმოქმედა ქრისტეში, მკვდრეთით აღადგინა და მარჯვნივ დაისვა ცაში,

1:21ყველა მთავრობასა თუ ხელმწიფებაზე, ყველა ძალსა თუ უფლებაზე, ყველა იმ სახელზე მაღლა, სახელად რომ ითქმის არა მარტო ამ საწუთროში, არამედ მომავალშიც;

1:22ყველაფერი ფეხქვეშ გაუგო და დაუმორჩილა, და მისცა მას მთავრობა ყოველი ეკლესიისა,

1:23რომელიც არის მისი სხეული, ყოვლის აღმვსები ყოვლით.

პარალელური ადგილები: ეფესელთა მიმართ 1:21

განაგრძე კითხვა: ეფესელთა მიმართ 1

სრულად წაიკითხე: ეფესელთა მიმართ 1 · გახსენი ბიბლიის მკითხველში