
ეფესელთა მიმართ 1:4: მნიშვნელობა და ეკლესიის მამები
ვინაიდან ქვეყნიერების შექმნამდე ამოგვირჩია მასში, რათა წმიდანი და უბიწონი ვყოფილიყავით მის წინაშე სიყვარულით;
ეფესელთა მიმართ 1:4 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 7 ოქტომბერი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი მე-16 კვირის ხუთშაბათი (სამოციქულო).
რას ამბობენ ეკლესიის მამები: ეფესელთა მიმართ 1:4
12 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით
იოანე ოქროპირი4 საუკუნე “ამ სიტყვებით ითქმის: ვის მიერაც გვაკურთხა, იმის მიერვე აგვირჩია. თავადვე გვაძლევს ამ ყველაფერს. თავადვე იქნება მსაჯული და იტყვის: ‘მოდით, კურთხეულნო მამისა ჩემისანო, და დაიმკვიდრეთ სასუფეველი, რომელიც გამზადებულია თქვენთვის საუკუნითგან’ (მათ. 25:34). სხვაგან კი ბრძანებს: ‘მსურს, რომ, სადაც მე ვარ, ისინიც ჩემთან იყვნენ’ (იოან. 17:24).”
მთელი განმარტება
ამ სიტყვებით ითქმის: ვის მიერაც გვაკურთხა, იმის მიერვე აგვირჩია. თავადვე გვაძლევს ამ ყველაფერს. თავადვე იქნება მსაჯული და იტყვის: “მოდით, კურთხეულნო მამისა ჩემისანო, და დაიმკვიდრეთ სასუფეველი, რომელიც გამზადებულია თქვენთვის საუკუნითგან” (მათ. 25:34). სხვაგან კი ბრძანებს: “მსურს, რომ, სადაც მე ვარ, ისინიც ჩემთან იყვნენ” (იოან. 17:24).
პავლე მოციქული თითქმის ყველა ეპისტოლეში ცდილობს გვიჩვენოს, რომ ჩვენთვის გაკეთებული არ არის რაიმე სიახლე, არამედ ის, რაც უწინვე იყო განჭვრეტილი. ეს არ მომხდარა ღვთის განზრახვის შეცვლის გამო, არამედ სწორედ ასე იყო წინასწარ განწესებული და განსაზღვრული. ეს კი ღვთის დიდი ზრუნვის საქმეა.
რას ნიშნავს “აირჩია მასში”? ეს ნიშნავს, რომ ქრისტემ, მასში რწმენით, ეს ჯერ კიდევ ჩვენს დაბადებამდე აღასრულა, უფრო სწორად კი, სამყაროს შექმნამდე. და რა მშვენივრად უწოდა მოციქულმა სამყაროს შექმნას “დაფუძნება” , რითაც გვიჩვენებს, რომ სამყარო თითქოს რაღაც დიდი სიმაღლიდან იქნა დამხობილი. ჭეშმარიტად, დიდია და გამოუთქმელია ღვთის სიმაღლე, არა ადგილის მიმართებით, არამედ ღვთაებრივი ბუნების უსაზღვროებასთან მიმართებით, და დიდია მანძილი ქმნილებასა და შემოქმედს შორის.
დაე, შერცხვნენ ერეტიკოსები ამის გაგონებაზე! რისთვის აგვირჩია? იმისთვის, რომ ვიყოთ წმიდანი და უბიწონი მის წინაშე. და რათა შენ, როდესაც გაიგონებ, რომ მან აგირჩია, არ იფიქრო, რომ მხოლოდ რწმენაა საკმარისი, მოციქული ცხოვრებაზეც მიგვითითებს: იმაში, რომ წმიდანი და უბიწონი ვიყოთ, ამისთვის აგვირჩიაო, ამბობს იგი. ოდესღაც იუდეველებიც ამოირჩია. როგორ? ეს ხალხი, ნათქვამია, ამოგირჩიეთ ყველა ხალხიდან (მეორე სჯლ. 7:6; 14:2). თუკი ადამიანები არჩევისას საუკეთესოს ირჩევენ, მით უფრო ღმერთი. არჩევანი ერთის მხრივ ღვთის კაცთმოყვარეობის, მეორეს მხრივ კი რჩეულთა სათნოების დასტურია. ეჭვგარეშეა, მან აირჩია ისინი, ვინც ამას იმსახურებს. მან გაგვხადა წმიდებად, მაგრამ საჭიროა, რომ ჩვენც ვიყოთ ღირსნი, ვიყოთ წმიდები. წმიდაა ყველა, ვინც ეზიარება რწმენას, ხოლო უბიწოა ის, ვინც უბიწოდ ატარებს ცხოვრებას. და არა უბრალო სიწმიდეს, არა უბრალო უბიწოებას მოითხოვს იგი, არამედ ისეთს, რომელიც მის წინაშეც სწორედ ასეთად გამოჩნდება. არიან ხომ წმიდები და უბიწონი, ადამიანების მიერ ასეთებად რომ ითვლებიან, სინამდვილეში კი გადათეთრებულ სამარხებს ემსგავსებიან, ანდა მგლებს ცხვრის ტყავში გახვეულებს. მაგრამ არა ასეთებს ირჩევს იგი, არამედ იმათ, რომელთა შესახებაც წინასწარმეტყველი ამბობს: “და ჩემი ხელების სიწმინდისამებრ” (ფს. 17:25). რა სიწმიდეს ეძიებს იგი? სიწმიდეს “მის თვალწინ”, ე.ი. ისეთს, რომელსაც ღვთის თვალი ხედავს.
ეფრემ ასური4 საუკუნე იერონიმე სტრიდონელი4 საუკუნე ამბროზიასტერი4 საუკუნე თეოდორიტე კვიროსელი5 საუკუნე თეოფილაქტე ბულგარელი11 საუკუნე ივანოვი ა. ვ.19 საუკუნე მაკარი (ბულგაკოვი)19 საუკუნე ნიკანორი (კამენსკი)19 საუკუნე სილვესტრი (მალევანსკი)19 საუკუნე თეოფანე დაყუდებული19 საუკუნე ნიკოლოზ ველიმიროვიჩი20 საუკუნე
1 / 12
ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 12 განმარტება.
ჩვენს ბიბლიოთეკაში
ეფესელთა მიმართ 1:4 კონტექსტში
1:2მადლი და მშვიდობა ჩვენი მამა ღმრთისა და უფალ იესო ქრისტესაგან.
1:3კურთხეულ იყოს ღმერთი და მამა ჩვენი უფლის იესო ქრისტესი, რომელმაც გვაკურთხა იესო ქრისტეს მიერ ყოველი სულიერი კურთხევით ცაში.
1:4ვინაიდან ქვეყნიერების შექმნამდე ამოგვირჩია მასში, რათა წმიდანი და უბიწონი ვყოფილიყავით მის წინაშე სიყვარულით;
1:5თავისი ნებისამებრ წინასწარვე რომ განსაზღვრა ვეშვილებინეთ იესო ქრისტეს მეშვეობით,
1:6რათა გვექო დიდება მისი მადლისა, რომელიც მოგვმადლა თავის საყვარელ ძეში,
პარალელური ადგილები: ეფესელთა მიმართ 1:4
- ტიმოთეს მიმართ ბ 1:9რომელმაც გვიხსნა და წმიდა ხმობით გვიხმო, ჩვენს საქმეთა გამო კი არა, არამედ თავისი ნებით და მადლით, საუკუნეთა უწინარეს რომ მოგვეცა ქრისტე იესოში,
- რომაელთა მიმართ 8:28ჩვენ ვიცით, რომ ღვთის მოყვარეთ, რომელნიც მისი განზრახვით არიან ხმობილნი, ყველაფერი შეეწევათ სასიკეთოდ.
- რომაელთა მიმართ 8:30ხოლო რომელნიც წინასწარ აირჩია, იგივენი იხმო, და რომელნიც იხმო, იგივენი გაამართლა, და რომელნიც გაამართლა, იგივენი განადიდა.
- ეფესელთა მიმართ 2:10რადგანაც მისი ქმნილებანი ვართ, ქრისტე იესოში შექმნილნი სიკეთის ქმნისთვის, როგორც დაგვიწესა ღმერთმა, რათა სიკეთით ვიაროთ.
- მათეს სახარება 25:34მაშინ ეტყვის მეუფე მის მარჯვნივ მდგომთ: მოდით, კურთხეულნო მამაჩემის მიერ, და დაიმკვიდრეთ სასუფეველი, თქვენთვის გამზადებული ქვეყნის დასაბამიდან.
- იაკობის ეპისტოლე 2:5ისმინეთ, ჩემო საყვარელო ძმანო: განა ამ ქვეყნის გლახაკნი არ აირჩია ღმერთმა რწმენით მდიდრებად და სასუფევლის მკვიდრებად, რომელიც აღუთქვა თავის მოყვარეთ?
- პეტრეს ეპისტოლე ა 2:9ხოლო თქვენა ხართ რჩეული მოდგმა, სამეფო სამღვდელოება, წილხვედრი ხალხი, რათა ყველას აუწყოთ მისი სიქველე, ვინც სიბნელიდან გამოგიხმოთ, რომ გეხილათ მისი საოცარი ნათელი.
- გამოცხადება 13:8და თაყვანი სცა მას დედამიწის ყოველმა მკვიდრმა, რომელთა სახელებიც, ქვეყნიერების დასაბამიდან, ჩაწერილი არ არის სიცოცხლის წიგნში კრავისა, რომელიც დაკლულ იქნა.
განაგრძე კითხვა: ეფესელთა მიმართ 1
სრულად წაიკითხე: ეფესელთა მიმართ 1 · გახსენი ბიბლიის მკითხველში



