გადასვლა შინაარსზე
მოციქულების პეტრესა და პავლეს ხატი, ბიზანტიური და ქრისტიანული მუზეუმი, ათენი
მოციქულები პეტრე და პავლე, ხატი. ბიზანტიური და ქრისტიანული მუზეუმი, ათენი. ფოტო: George E. Koronaios, CC BY-SA 4.0.

ეფესელთა მიმართ 1:6: მნიშვნელობა და ეკლესიის მამები

10 interpreters აპლიკაციაში

ეფესელთა მიმართ 1:6

რათა გვექო დიდება მისი მადლისა, რომელიც მოგვმადლა თავის საყვარელ ძეში,

ეფესელთა მიმართ 1:6 · საქართველოს საპატრიარქო

ეკლესიაში საკითხავი: 7 ოქტომბერი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი მე-16 კვირის ხუთშაბათი (სამოციქულო).

რას ამბობენ ეკლესიის მამები: ეფესელთა მიმართ 1:6

10 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით

  1. იოანე ოქროპირი4 საუკუნე
    “რატომ ვუყვარვართ უფალს ასე ძლიერ და რა არის ამ სიყვარულის სათავე? მხოლოდ მისი სიკეთე, ვინაიდან მადლი სიკეთისაგან მომდინარეობს. ამიტომაც განგვიწესა ძედ, რათა გამოეცხადებინა დიდება თავისი მადლისა, რომლითაც შეგვიყვარა საყვარელში. მაშ, თუკი ‘გვაღირსა დიდების მადლმოსილებას’, ანუ თავისი მადლის გამოვლენას, ჩვენც ვეცადოთ, მასში ვმკვიდრობდეთ.”

    მთელი განმარტება

    რატომ ვუყვარვართ უფალს ასე ძლიერ და რა არის ამ სიყვარულის სათავე? მხოლოდ მისი სიკეთე, ვინაიდან მადლი სიკეთისაგან მომდინარეობს. ამიტომაც განგვიწესა ძედ, რათა გამოეცხადებინა დიდება თავისი მადლისა, რომლითაც შეგვიყვარა საყვარელში. მაშ, თუკი “გვაღირსა დიდების მადლმოსილებას”, ანუ თავისი მადლის გამოვლენას, ჩვენც ვეცადოთ, მასში ვმკვიდრობდეთ.

    “დიდების საქებრად”. რას ნიშნავს ეს? ნუთუ იმას, რომ ვინმემ უნდა აქოს იგი? რომ ვინმემ უნდა ადიდოს? ჩვენ, ანგელოზებმა, მთავარანგელოზებმა და ყოველმა ქმნილებამ? რა არის ეს? არა! ღვთაებას არაფერი სჭირდება. მაშ, რატომ სურს მას, რომ ვადიდებდეთ და ვუგალობდეთ? იმისთვის, რომ ამით გავაძლიეროთ ჩვენი სიყვარული მისდამი. არც მსახურებას ითხოვს ჩვენგან, არც განდიდებას, არც არაფერს სხვაგვარს; მხოლოდ ჩვენი ხსნა სურს და ყველაფერს ამისთვის აკეთებს. ჭეშმარიტად, დიდებისმეტყველი და მოშიში მის მიერ გამოვლენილი მადლისა უფრო ყურადღებიანი და გულმოდგინე იქნება საკუთარი ხსნის მიმართ.

    “რომლითაც გვაღირსა”, არ თქვა, (მადლი), რომელიც უსასყიდლოდ მოგვანიჭა , არამედ, რომლითაც გვაღირსა , ე.ი. არა მარტო ცოდვებისაგან გვიხსნა, არამედ საყვარლებად გაგვხადა თავისი თავისთვის. წარმოვიდგინოთ: ვინმემ, ქეციანით დაფარული, წყლულებით სავსე, სნეულებით, სიბერით, სიღატაკითა და შიმშილით დათრგუნვილი რომ აიყვანოს და უეცრად მშვენიერ ჭაბუკად გადააქციოს. Რომლის სილამაზეც ყველა ადამიანს მიიზიდავს, ლოყები უბრწყინავს, მზერა კი, ყოველი მოძრაობისას, მზის სხივებს ისვრის; შემდეგ, თუკი სამუდამოდ ამ აყვავებულ ასაკში დატოვებს, ამას გარდა კი ძოწეულში, დიადემასა და ყველა სამეფო სამკაულში შემოსავს: აი, სწორედ ასე გარდაქმნა (ღმერთმა) ჩვენი სული. Მშვენიერი, მიმზიდველი და საყვარელი გახადა, ისე რომ ასეთ სულს ანგელოზები, მთავარანგელოზები და ყველა სხვა (ზეციური) ძალა შესცქერიან. ასე გაგვხადა საყვარლებად და სასურველებად თავისი თავისთვის: “და მოისურვებს მეფე მშვენიერებას შენსას”, ნათქვამია (ფს. 44:12).

    დავუკვირდეთ, რა მწარე (სიტყვებს) გამოვთქვამდით ადრე და რა მადლიანებს ვამბობთ ახლა! ჩვენ არ გვიკვირს (მიწიერი) საუნჯეები, არც ის, რაც აქ არის, არამედ ზეციური, ის, რაც ზეცაშია. ბავშვზე, რომელსაც სახის სილამაზესთან ერთად სასიამოვნო ლაპარაკიც შეუძლია, განა არ ვამბობთ: რა საყვარელი ბავშვიაო! სწორედ ასეთები არიან ერთგულნი. მოისმინე, რა სიტყვებს ამბობენ ისინი, როდესაც ეზიარებიან საიდუმლოებებს. რა შეიძლება იყოს იმაზე უფრო სასურველი, ვიდრე ბაგეები, რომლებიც საოცარ სიტყვებს წარმოთქვამენ, დიდი ბრწყინვალებითა და გაბედულებით, წმინდა გულითა და უმანკო (ბაგეებით) ეზიარებიან საიდუმლო ტრაპეზს? რა არის იმაზე უფრო სასურველი, ვიდრე სიტყვები, რომლითაც უარვყოფთ ეშმაკს და ვუერთდებით ქრისტეს, ის აღსარება, ნათლობის წინ და ნათლობის შემდეგ? დავფიქრდეთ იმაზე, თუ რამდენმა გააუპატიურა (მადლი) ნათლისღებისა და სინანულით ამოვიოხროთ, რათა კვლავ მივიღოთ იგი. აქ მხოლოდ ის როდია გასაოცარი, რომ ძე თვისი გასცა, არამედ ისიც, რომ საყვარელი დაიკლა. სიყვარულის უდიდესი სიუხვეა! საყვარელი გასცა მოძულეებისათვის.

  2. ეფრემ ასური4 საუკუნე
  3. მარიუს ვიქტორინუსი4 საუკუნე
  4. თეოდორიტე კვიროსელი5 საუკუნე
  5. თეოფილაქტე ბულგარელი11 საუკუნე
  6. ივანოვი ა. ვ.19 საუკუნე
  7. მიხეილ ხერასკოვი19 საუკუნე
  8. ნიკანორი (კამენსკი)19 საუკუნე
  9. როზანოვი ნ. პ.19 საუკუნე
  10. თეოფანე დაყუდებული19 საუკუნე

1 / 10

ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 10 განმარტება.

ჩვენს ბიბლიოთეკაში

ეფესელთა მიმართ 1:6 კონტექსტში

1:4ვინაიდან ქვეყნიერების შექმნამდე ამოგვირჩია მასში, რათა წმიდანი და უბიწონი ვყოფილიყავით მის წინაშე სიყვარულით;

1:5თავისი ნებისამებრ წინასწარვე რომ განსაზღვრა ვეშვილებინეთ იესო ქრისტეს მეშვეობით,

1:6რათა გვექო დიდება მისი მადლისა, რომელიც მოგვმადლა თავის საყვარელ ძეში,

1:7ვის მიერაც გვაქვს გამოსყიდვა მისი სისხლით და ცოდვათა მოტევება მისივე მადლის სიმდიდრით,

1:8ესოდენ უხვად რომ გვიბოძა ყოველგვარი სიბრძნითა და გონიერებით,

პარალელური ადგილები: ეფესელთა მიმართ 1:6

განაგრძე კითხვა: ეფესელთა მიმართ 1

სრულად წაიკითხე: ეფესელთა მიმართ 1 · გახსენი ბიბლიის მკითხველში