
ეფესელთა მიმართ 2:14: მნიშვნელობა და ეკლესიის მამები
რადგანაც იგია მშვიდობა ჩვენი, ერთად რომ აქცია ორი, მათ შორის აღმართული ზღუდის დამრღვევი,
ეფესელთა მიმართ 2:14 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 5 დეკემბერი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი მე-24 კვირიაკე (სამოციქულო).
რას ამბობენ ეკლესიის მამები: ეფესელთა მიმართ 2:14
14 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით
იოანე ოქროპირი4 საუკუნე “რას ნიშნავს გამოთქმა: ‘ორივესგან ერთს’? მოციქული ამით იმას კი არ გვიჩვენებს, თითქოს ღმერთმა ჩვენ და იუდეველებს თანაბარი ღირსება გვიბოძა, არამედ იმას, რომ ორივენი უკეთეს მდგომარეობაში აგვიყვანა. თუმცა, ღვთის წყალობა ჩვენდამი უფრო აღმატებულია. მათ მიეცათ აღთქმები და ისინი უფრო ახლოს იყვნენ ღმერთთან, ვიდრე ჩვენ. ჩვენ კი არანაირი აღთქმა არ გვქონდა და უფრო შორს ვიდექით. ამიტომაც არის ნათქვამი: ‘ხოლო წარმართნი წყალობით ადიდებდნენ ღმერთს’ (რომ. 15:9). ისრაელიანებმა მიიღეს აღთქმები, მაგრამ აღმოჩნდნენ მათი უღირსნი. ჩვენ კი არაფერი გვქონდა აღთქმული, უცხონი ვიყავით აღთქმებისთვის. არაფერი გვქონდა მათთან საერთო და მან გაგვაერთიანა, ოღონდ არა ისე, რომ ჩვენ შეგვიერთა მათ, არამედ ჩვენც და ისინიც ერთად შეგვკრიბა. წარმოვიდგინოთ ორი ქანდაკება: ერთი ვერცხლის, მეორე კი თუნუქის. ეს ორი ქანდაკება გადაადნეს და მათგან ორი ოქროს ქანდაკება გააკეთეს. აი, ეს ორი გახდა ერთნაირი. ან ავიღოთ სხვა მაგალითი: დავუშვათ, ერთი იყოს მონა, მეორე კი, ნაშვილები. ორივენი უნდა ემსახურებოდნენ მას, ანუ ღმერთს. მაგრამ ერთი გამოცხადდა მემკვიდრეობის გარეშე, მეორე კი გაიქცა და არ იცნობდა მამას, ხოლო შემდეგ ორივენი გახდნენ მემკვიდრეები და კანონიერი შვილები. მათ მიიღეს თანაბარი პატივი, ორნი გახდნენ ერთნი, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ ერთი შორიდან მოვიდა, მეორე კი, ახლოს, და რომ უახლოესი მამასთან უფრო ადრე მივიდა.”
მთელი განმარტება
რას ნიშნავს გამოთქმა: “ორივესგან ერთს”? მოციქული ამით იმას კი არ გვიჩვენებს, თითქოს ღმერთმა ჩვენ და იუდეველებს თანაბარი ღირსება გვიბოძა, არამედ იმას, რომ ორივენი უკეთეს მდგომარეობაში აგვიყვანა. თუმცა, ღვთის წყალობა ჩვენდამი უფრო აღმატებულია. მათ მიეცათ აღთქმები და ისინი უფრო ახლოს იყვნენ ღმერთთან, ვიდრე ჩვენ. ჩვენ კი არანაირი აღთქმა არ გვქონდა და უფრო შორს ვიდექით. ამიტომაც არის ნათქვამი: “ხოლო წარმართნი წყალობით ადიდებდნენ ღმერთს” (რომ. 15:9). ისრაელიანებმა მიიღეს აღთქმები, მაგრამ აღმოჩნდნენ მათი უღირსნი. ჩვენ კი არაფერი გვქონდა აღთქმული, უცხონი ვიყავით აღთქმებისთვის. არაფერი გვქონდა მათთან საერთო და მან გაგვაერთიანა, ოღონდ არა ისე, რომ ჩვენ შეგვიერთა მათ, არამედ ჩვენც და ისინიც ერთად შეგვკრიბა. წარმოვიდგინოთ ორი ქანდაკება: ერთი ვერცხლის, მეორე კი თუნუქის. ეს ორი ქანდაკება გადაადნეს და მათგან ორი ოქროს ქანდაკება გააკეთეს. აი, ეს ორი გახდა ერთნაირი. ან ავიღოთ სხვა მაგალითი: დავუშვათ, ერთი იყოს მონა, მეორე კი, ნაშვილები. ორივენი უნდა ემსახურებოდნენ მას, ანუ ღმერთს. მაგრამ ერთი გამოცხადდა მემკვიდრეობის გარეშე, მეორე კი გაიქცა და არ იცნობდა მამას, ხოლო შემდეგ ორივენი გახდნენ მემკვიდრეები და კანონიერი შვილები. მათ მიიღეს თანაბარი პატივი, ორნი გახდნენ ერთნი, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ ერთი შორიდან მოვიდა, მეორე კი, ახლოს, და რომ უახლოესი მამასთან უფრო ადრე მივიდა.
“და რომელმან დაარღვია ზღუდე, შორის მდგომი”, ამბობს მოციქული. რას უნდა ვგულისხმობდეთ “შორის მდგომ ზღუდეში”? ამას თავადვე განმარტავს, როდესაც ამბობს: “და დააცხრო ძჳრი თჳსითა, სჯული მცნებათაჲ მოძღურებითურთ”. ზოგი ამბობს, რომ ზღუდე იყო რჯული, რომელიც არ აძლევდა იუდეველებს წარმართებთან შერევის უფლებას. მე კი ვფიქრობ, რომ მას ზღუდეში ესმოდა არა რჯული, არამედ ხორცის მტრობა, რომელიც იყო, როგორც შუა კედელი. Გვაშორებდა ღმერთს, როგორც ამას წინასწარმეტყველი ამბობს: “არამედ თქუენმა ურჯულოებებმა გაგყარეს თქუენ და თქუენს ღმერთს შორის” (ეს. 59:2). და ეს სამართლიანია. ისეთი ზღუდე, როგორიცაა ხორცის მტრობა, იყო დაბრკოლება ღმერთთან, როგორც წარმართებისთვის, ისე იუდეველებისთვის, რადგან რჯული არა თუ არ ანადგურებდა, არამედ პირიქით, ზრდიდა მტრობას: “ვინაიდან რჯული რისხვას იწვევს” (რომ. 4:15). და როგორც სიტყვებში: “ვინაიდან რჯული რისხვას იწვევს”, მოციქულს რჯული კი არ მიაჩნია რისხვის მიზეზად. Ჩვენი დაუმორჩილებლობა და მისი დარღვევა, ასევე აქაც რჯულს უწოდებს ზღუდეს, რადგან მისი დამრღვევი მტრობაში შედის ღმერთთან.
რჯული იყო გალავანიც, გალავანი დასამტკიცებლად სიკეთეში. გალავანი იმიტომ ეწოდა, რომ შეეძლო დაეცვა ბოროტებისგან. ისმინე, რას ამბობს წინასწარმეტყველი: “და შემოუზღუდა მას ზღუდე” (ეს. 5:2). და კიდევ: “დაარღვიე ზღუდე მისი, და მოკუროფდეს იგი ყოველთა თანამავალთა გზასა ზედა” (ფს. 79:13). აქ საუბარია დამტკიცებაზე. და კიდევ: “და მოვსპო ზღუდე მისი, და იყოს განსატაცებელ” (ეს. 5:5). და კიდევ: “რჯულს მიმართეთ” (ეს. 8:20). და სხვა ადგილას: “უფალი სიმართლესა და სამართალს იქმოდა. აუწყა გზანი თჳსნი ისრაჱლის ძეთა” (ფს. 102:6, 7). ხოლო ზღუდე არსებობდა არა იმისთვის, რომ დაეცვა, არამედ იმისთვის, რომ გამოეყო ისინი ღმერთისგან. აი, ასეთია განსხვავება ზღუდესა და გალავანს შორის.
დღეს ქრისტემ, მშვიდობის მეუფემ, თავისი მშვიდობით განდევნა ყოველგვარი შუღლი, გააქრო დავა, გაფანტა უთანხმოება. და როგორც მზის სხივი ანათებს ცას, ასევე ეკლესია გაანათა მშვიდობის ნათებამ. რაოდენ სანატრელია თვით სახელი მშვიდობისა, ამ მტკიცე საფუძვლისა ქრისტეს სარწმუნოებისა და ზეციური საჭურველისა საკურთხევლისა უფლისა! რა შეიძლება ითქვას კიდევ მშვიდობაზე? მშვიდობა არის სახელი თვით ქრისტესი, როგორც ამას მოციქული ამბობს: “ვინაიდან იგი არის მშვიდობა ჩვენი, რომელმაც ორივესგან ერთი შექმნა” (ეფ. 2:14), შეაერთა ის, რაც არა რწმენით, არამედ ეშმაკის შურით იყო დაყოფილი.
ეფრემ ასური4 საუკუნე იერონიმე სტრიდონელი4 საუკუნე ამბროზიასტერი4 საუკუნე მარკოზ მოღვაწე4 საუკუნე მარიუს ვიქტორინუსი4 საუკუნე თეოდორიტე კვიროსელი5 საუკუნე მაქსიმე აღმსარებელი7 საუკუნე თეოფილაქტე ბულგარელი11 საუკუნე ნიკიფორე (თეოტოკისი)18 საუკუნე ევსები (ორლინსკი)19 საუკუნე ივანოვი ა. ვ.19 საუკუნე თეოფანე დაყუდებული19 საუკუნე ნიკოლოზ ველიმიროვიჩი20 საუკუნე
1 / 14
ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 14 განმარტება.
ჩვენს ბიბლიოთეკაში
ეფესელთა მიმართ 2:14 კონტექსტში
2:12ამ დროს ქრისტეს გარეშე იყავით, ისრაელის მოქალაქეობას მოკლებულნი, აღთქმის მცნებათათვის უცნონი, სასომიხდილნი და ამქვეყნად უღმრთოდ შთენილნი.
2:13ახლა კი იესო ქრისტეში, ოდესღაც მისგან შორს მყოფნი, ახლობელნი გახდით ქრისტეს სისხლით.
2:14რადგანაც იგია მშვიდობა ჩვენი, ერთად რომ აქცია ორი, მათ შორის აღმართული ზღუდის დამრღვევი,
2:15რომელმაც თავისი ხორცით განაქარა მტრობა, აღთქმათა რჯული კი - მოძღვრებით, რათა, მშვიდობისმყოფელს, ორისაგან ერთი ახალი კაცი შეექმნა თავის თავში,
2:16და ორივე ერთი სხეულით შეერიგებინა ღმერთთან ჯვრის მეშვეობით, რომელზედაც მოაკვდინა მტრობა.
პარალელური ადგილები: ეფესელთა მიმართ 2:14
- გალატელთა მიმართ 3:28აღარ არის იუდეველი, აღარც ბერძენი, აღარც მონა და აღარც თავისუფალი, აღარც მამრი და აღარც მდედრი, რადგანაც ყველანი ერთი ხართ ქრისტე იესოში.
- კოლასელთა მიმართ 3:11სადაც არ არის ბერძენი და იუდეველი, წინადაცვეთილობა თუ წინადაუცვეთელობა, ბარბაროსი, სკვითი, მონა თუ თავისუფალი, არამედ ქრისტეა ყველაფერი და ყველაფერში.
- კოლასელთა მიმართ 3:15დაე, სუფევდეს თქვენს გულებში ქრისტეს მშვიდობა, რის მიმართაც ერთ სხეულად ხართ ხმობილნი; და მადლიერნი იყავით.
- ეფესელთა მიმართ 2:15რომელმაც თავისი ხორცით განაქარა მტრობა, აღთქმათა რჯული კი - მოძღვრებით, რათა, მშვიდობისმყოფელს, ორისაგან ერთი ახალი კაცი შეექმნა თავის თავში,
- კორინთელთა მიმართ ა 12:12ვინაიდან როგორც ერთია სხეული, მაგრამ მრავალი ასო აქვს, ხოლო ყოველი ასო, მათი სიმრავლის მიუხედავად, ერთი სხეულია, ასევეა ქრისტეც.
- კორინთელთა მიმართ ა 12:13რადგან ყველანი ერთი სულით მოვინათლეთ ერთ სხეულად, იუდეველნიც და ბერძენნიც, მონებიც და თავისუფალნიც, ასე რომ, ყველას ერთი სული გვაქვს ნასვამი.
- კოლასელთა მიმართ 2:10და თქვენც სავსენი ხართ მასში, ვინც არის თავი ყოველი მთავრობისა და ხელმწიფებისა.
- კოლასელთა მიმართ 2:14სწავლით წარხოცა ჩვენგამო შეთხზული და ჩვენ წინააღმდეგ მიმართული ხელწერილი; შუაგულიდან აიღო და ჯვარს მიალურსმა იგი.
განაგრძე კითხვა: ეფესელთა მიმართ 2
სრულად წაიკითხე: ეფესელთა მიმართ 2 · გახსენი ბიბლიის მკითხველში



