
ეფესელთა მიმართ 4:16: მნიშვნელობა და ეკლესიის მამები
ვის მიერაც მთელი სხეული, ურთიერთმჭიდე სახსრებით მტკიცედ შეკრული, თითოეული ასოს ზომიერი ურთიერთშეწევნით იზრდება, რათა აღეშენოს სიყვარულში.
ეფესელთა მიმართ 4:16 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 14 ოქტომბერი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი მე-17 კვირის ხუთშაბათი (სამოციქულო).
რას ამბობენ ეკლესიის მამები: ეფესელთა მიმართ 4:16
12 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით
იოანე ოქროპირი4 საუკუნე “მან საკმაოდ ბუნდოვნად ჩამოაყალიბა თავისი აზრები, რადგან ერთბაშად ყველაფრის გამოთქმა სურდა. აი, რას ნიშნავს მისი სიტყვები: როგორც სული, რომელიც გამოდის თავის ტვინიდან, უბრალოდ კი არ გადასცემს ნერვების მეშვეობით მგრძნობელობას ყველა ასოს. Თითოეული მათგანის შესაბამისად, მას, ვისაც მეტის მიღება შეუძლია, მეტს გადასცემს, ხოლო ვისაც ნაკლები, ნაკლებს, ვინაიდან სული სიცოცხლის საწყისია. ასევეა ქრისტეც. რამდენადაც ჩვენი სულები ისევე არიან მასზე დამოკიდებულნი, როგორც ასოები სულზე, მისი განგებულება და ნიჭთა განაწილება, ამა თუ იმ ასოს ზომის შესაბამისად, თითოეულის აღორძინებას იწვევს.”
მთელი განმარტება
მან საკმაოდ ბუნდოვნად ჩამოაყალიბა თავისი აზრები, რადგან ერთბაშად ყველაფრის გამოთქმა სურდა. აი, რას ნიშნავს მისი სიტყვები: როგორც სული, რომელიც გამოდის თავის ტვინიდან, უბრალოდ კი არ გადასცემს ნერვების მეშვეობით მგრძნობელობას ყველა ასოს. Თითოეული მათგანის შესაბამისად, მას, ვისაც მეტის მიღება შეუძლია, მეტს გადასცემს, ხოლო ვისაც ნაკლები, ნაკლებს, ვინაიდან სული სიცოცხლის საწყისია. ასევეა ქრისტეც. რამდენადაც ჩვენი სულები ისევე არიან მასზე დამოკიდებულნი, როგორც ასოები სულზე, მისი განგებულება და ნიჭთა განაწილება, ამა თუ იმ ასოს ზომის შესაბამისად, თითოეულის აღორძინებას იწვევს.
მაგრამ რა არის “ყოველგვარი ურთიერთდამაკავშირებელი კავშირის მეშვეობით”? ესე იგი, შეგრძნების მეშვეობით. ეს სული, რომელიც თავიდან ასოებზე ნაწილდება, თითოეულ მათგანს ეხება და ამგვარად ახდენს მათზე თავის ზემოქმედებას. შეიძლება ასეც ითქვას: სხეული, რომელიც ამ ზემოქმედებას (სულისას) თავისი ასოების შესაბამისად იღებს, ამგვარად იზრდება. ან სხვაგვარად: ასოები, რომლებიც საკუთარი თავის შესაბამის ზემოქმედებას (სულისას) იღებენ, ასე იზრდებიან. ან კიდევ ასე: სული, რომელიც უხვად გადმოედინება ზემოდან, ეხება ყველა ასოს და ნაწილდება მათზე, იმდენად, რამდენის მიღებაც თითოეულ მათგანს შეუძლია, ასე აღადგენს მათ.
მაგრამ რატომ დაამატა მან სიტყვა “სიყვარულში”? იმიტომ, რომ ეს სული სხვაგვარად ვერ გადმოიცემა. მართლაც, თუკი მოხდებოდა ხელის სხეულიდან გამოყოფა, თავის ტვინიდან (გადმომდინარე) სული, გაგრძელებას რომ ეძებდეს და იქ ვერ პოულობდეს, სხეულიდან არ წყდება და მოკვეთილ ხელზე არ გადადის. Თუკი მას იქ ვერ იპოვის, არც გადმოეცემა მას. იგივე ხდება აქაც, თუკი ჩვენ ერთმანეთთან სიყვარულით არ ვართ დაკავშირებულნი.
ეს ყველაფერი იმისთვის თქვა, რომ თავმდაბლობა შთააგონოს. რა არის იმაში, ამბობს ის, რომ ამა და ამან მეტი მიიღო? მან მიიღო იგივე სული, რომელიც იმავე თავიდან არის მოვლენილი, რომელიც ერთნაირად მოქმედებს, ერთნაირად ეხება, “შემადგენელი და შემაერთებელი” (მთელ სხეულთან), ესე იგი, რომელსაც მისთვის დიდი მზრუნველობა აქვს. სხეული ისე ოსტატურად უნდა იყოს მოწყობილი, რომ თუკი მასში რამე თავის ადგილას არ არის, ის უკვე ისე არ არის მოწყობილი. ამგვარად, საჭიროა არა მხოლოდ სხეულთან შეერთება, არამედ იქ თავისი ადგილის დაკავებაც, წინააღმდეგ შემთხვევაში, თუკი ამას დაარღვევ, მასთან შეერთებული ვერ იქნები და სულს ვერ მიიღებ. ნუთუ ვერ ხედავ, რა ხდება ძვლების გადაადგილებისას, რომელიც რაიმე უბედური შემთხვევისგან ხდება. (ერთი ძვალი) თავის ადგილს ტოვებს და სხვას იკავებს, როგორ ვნებს ეს მთელ სხეულს და ხშირად სიკვდილის მიზეზიც ხდება? და ისეც ხდება, რომ (ძვალი) აღარ გამოდგება იმისთვის, რომ ის კიდევ შეინარჩუნონ (სხეულში): ასეთ შემთხვევებში ბევრი მას ჭრის და მის ადგილს ცარიელს ტოვებს, ვინაიდან ყველაფერში ზედმეტობა ბოროტებაა. და სხეულის ელემენტებიც, როდესაც ისინი თავიანთ პროპორციულობას კარგავენ და ზედმეტად მრავლდებიან, მთელს ვნებენ. აი, რას ნიშნავს: “შემადგენელი და შემაერთებელი ყოველგვარი ურთიერთდამაკავშირებელი კავშირის მეშვეობით”, ესე იგი, რომ ყველაფერი (სხეულში) თავის ადგილს იკავებდეს და სხვისაში, მისთვის უცხოში არ იჭრებოდეს. დაფიქრდი ამაზე, რამდენადაც შესაძლებელია. შენ ასოებს აერთებ, ხოლო ის ზემოდან ყველაფერს განაგებს.
და როგორც სხეულში არის ცნობილი აღმქმელი ორგანოები, ასევე სულსაც, რომელიც მთლიანად ზეციური საწყისია (სიცოცხლისა). კერძოდ, გული (არის საწყისი) სულისა, ღვიძლი, სისხლისა, ელენთა, ნაღვლისა და სხვა ორგანოები, სხვა ელემენტებისა, მაგრამ ყველა ისინი თავის ტვინზე არიან დამოკიდებულნი. ამის შესაბამისად მოიქცა ღმერთიც, ადამიანის განსაკუთრებული პატივით შემკობისას: არ ისურვა მისი მიტოვება და თვითონ გახდა მისთვის ყველაფრის (საბოლოო) მიზეზი. Ამავე დროს თანამშრომელნი დაადგინა თავისთვის და ერთს ეს დაავალა, მეორეს, სხვა.
ასე რომ, მოციქული სხეულის (ანუ ქრისტეს ეკლესიის) ყველაზე მოსახერხებელი ჭურჭელია, რომელიც მისგან ყველაფერს იღებს. როგორც ძარღვებისა და არტერიების მეშვეობით, ის სიტყვის მეშვეობით ხელს უწყობს ყველასთვის საუკუნო სიცოცხლის გადაცემას. წინასწარმეტყველი მომავალს წინასწარმეტყველებს და ის (მოციქული) იმავეს აკეთებს. ერთი ძვლებს აერთებს, ხოლო მეორე მათ სიცოცხლეს გადასცემს, “წმიდათა სრულყოფისათვის, მსახურების საქმისათვის”. სიყვარული აღადგენს, აერთებს, აახლოებს და აკავშირებს ჩვენ ერთმანეთთან. მაშასადამე, თუკი გვსურს თავიდან სულის მიღება, ერთმანეთთან კავშირში ვიყოთ.
ეკლესიიდან გამოყოფის ორი სახე არსებობს: ერთი, როდესაც სიყვარულში ვცივდებით, ხოლო მეორე, როდესაც ვბედავთ რაიმე უღირსის ჩადენას ამ სხეულთან (ეკლესიასთან) მიმართებაში. ორივე შემთხვევაში მთელისგან გამოვყოფთ თავს. თუკი კიდევ სხვების აღშენება გვაქვს დავალებული და არ ვაშენებთ, არამედ თვითონ პირველნი ვაწარმოებთ განყოფებს, მაშინ რა არ უნდა დავიტანჯოთ ამისთვის? ვერაფერი წარმოშობს ეკლესიაში იმდენ განყოფას, რამდენსაც დიდებისმოყვარეობა; ვერაფერი შეურაცხყოფს ღმერთს ისე, როგორც განყოფები ეკლესიაში. თუნდაც ათასი კეთილი საქმე ჩავიდინოთ, არანაკლებ განვიკითხებით იმათზე, ვინც მის სხეულს აწამებდა, თუკი ეკლესიის მთლიანობას დავარღვევთ. პირველი მთელი მსოფლიოს სასარგებლოდ იყო ჩადენილი, თუმცა არა იმ განზრახვით, ხოლო უკანასკნელი არავის არანაირ სარგებელს არ აძლევს, პირიქით, დიდ ზიანს შეადგენს. ჩემ მიერ თქმული მხოლოდ მთავრობლებს კი არ ეხება, არამედ დაქვემდებარებულებსაც. ერთმა წმიდა კაცმა თქვა რაღაც ისეთი, რაც შეიძლება თავხედურად მოგვეჩვენებინა, მის მიერ რომ არ ყოფილიყო თქმული. კერძოდ, რა? მან თქვა, რომ ასეთ ცოდვას ვერც მოწამეობრივი სისხლი ვერ გამოისყიდისო. მართლაც, მითხარი, რისთვის იღებ ტანჯვებს? განა ქრისტეს სადიდებლად? მაშასადამე, როდესაც მზად ხარ, შენი სული ქრისტესთვის დადო, როგორ ბედავ ეკლესიის დაქცევას, რომლისთვისაც ქრისტემ სული დადო? მოისმინე, რას ამბობს თავის თავზე პავლე: “არა ვარ ღირსი მოციქულად წოდებისა, ვინაიდან ვდევნიდი ღმრთის ეკლესიას” (1 კორ. 15:9). ზიანი (განყოფებისგან) არანაკლებია იმაზე, რასაც მტრები აყენებენ, არამედ გაცილებით მეტია. იქ (ეკლესიას) კიდევ უფრო მეტი ბრწყინვალება ემატება, მაშინ როდესაც აქ ის თვითონ იმცირებს თავს მტრების თვალში, როდესაც მის წინააღმდეგ მისი საკუთარი შვილები იბრძვიან. და ეს იმიტომ, რომ მათთვის (მტრებისთვის) მოტყუების ძლიერ მტკიცებულებად ითვლება, როდესაც ისინი, ვინც ეკლესიაში დაიბადნენ, მასში აღიზარდნენ, კარგად შეიცნეს მისი საიდუმლოებანი, უეცრად, შეიცვალნენ და მის წინააღმდეგ აღდგნენ, როგორც მტრები. ჩემ მიერ თქმული მიმართულია იმათ წინააღმდეგ, რომლებიც გარჩევის გარეშე ეკლესიიდან გამოყოფილ ადამიანებს ეკედლებიან. თუკი ამ უკანასკნელთ ჩვენთვის საწინააღმდეგო დოგმატები აქვთ, მაშინ სწორედ ამის გამო არ უნდა გვქონდეს მათთან ურთიერთობა; თუკი ისინი ჩვენსავითვე ფიქრობენ, მაშინ კიდევ უფრო მეტად (უნდა ვერიდოთ მათ). რატომ ასე? იმიტომ, რომ ეს დიდებისმოყვარეობის სენია. ნუთუ არ იცით, რა დაემართა კორეს, დათანსა და ავირონს? მაგრამ მხოლოდ მათ იტანჯეს? განა მათთან ერთად (არ დაიღუპნენ) მათი თანამოზიარენიც (რიცხვ. 16:32)? რას ამბობ შენ? “მათ იგივე სარწმუნოება აქვთ და ისინიც ასევე მართლმადიდებლები არიან”. თუკი ასეა, რატომ არ არიან ისინი ჩვენთან? “ერთია უფალი, ერთია სარწმუნოება, ერთია ნათლისღება”. თუკი მათთან კარგადაა, მაშინ ჩვენთან ცუდადაა, ხოლო თუკი ჩვენთან კარგადაა, მაშინ მათთან ცუდადაა. “ჩვილებით, ამბობს, რომლებიც ირყევიან და ყოველგვარ ქარს მიაქვთ”. მითხარი: ნუთუ თქვენ საკმარისად მიგაჩნიათ ის, რომ მათ მართლმადიდებლებად მოიხსენიებენ, მაშინ როდესაც მათ ხელდასხმის მადლი შემოაკლდათ და დაიღუპათ? რა სარგებელია ყველაფერ დანარჩენში, თუკი მათ ეს უკანასკნელი არ აქვთ დაცული? საჭიროა ერთნაირად დგომა როგორც სარწმუნოებისთვის, ასევე მისთვისაც (მღვდლობის მადლისთვის). და თუკი ყველას ეძლევა უფლება, ძველი ანდაზის თანახმად, თავისი ხელი აივსოს, მღვდელი იყოს, მაშინ დაე. Ყველა მივიდეს და ამაოდ არის მოწყობილი ეს საკურთხეველი, ამაოდ (დადგენილია) საეკლესიო წესი, ამაოდ მღვდელთა დასი: დავამხოთ და გავანადგუროთ ეს. ეს არ უნდა იყოსო, ამბობენ. მაგრამ განა თქვენ არ აკეთებთ ამას და შემდეგ ამბობთ: ასე არ უნდა იყოსო? რას ამბობ კიდევ შენ: არ უნდა იყოს, როდესაც ასეა სინამდვილეში? მე ამას ვამბობ და ვმოწმობ, ჩემი სარგებლის გათვალისწინებით კი არა, თქვენი გადარჩენისათვის. თუკი ვინმე ამ საქმეს გულგრილად უყურებს, ასეთმა დაე, (უფრო ყურადღებით) შეხედოს. თუკი მას ამაზე ზრუნვა არ აქვს, მაშინ ჩვენ გვაქვს იგი. “მე დავრგე, ამბობს (მოციქული), აპოლოსმა მორწყა, ხოლო ღმერთმა აღზარდა”. როგორ გადავიტანთ წარმართთა დაცინვას? თუკი ისინი მწვალებლობის გამო გვაყვედრიან, რას არ იტყვიან მათ (განხეთქილებების) გამო? თუკი, ამბობენ, მათ ერთი დოგმატები აქვთ, ერთი საიდუმლოებანი, მაშინ რისთვის ესხმის მათი ერთი წინამძღვარი თავს სხვა ეკლესიას? შეხედეთ, ამბობენ, ქრისტიანებში ყველაფერი ამაოებითაა სავსე. მათთან დიდებისმოყვარეობაცაა, მათთან მოტყუებაცაა. წაართვით მათ ხალხი, მოსპეთ სენი, ესე იგი, ხალხის გარყვნილება, და ისინი არაფრად დარჩებიან. გნებავთ, გითხრათ, რას ამბობენ ისინი ჩვენს ქალაქზე, როგორ გვაყვედრიან უგუნურებას? მათთან, ამბობენ, ყველასთან, ვისაც კი მოესურვება, შეიძლება იპოვო ადამიანები უმტკიცო წესებით და არასოდეს მათთან ასეთი ადამიანების ნაკლებობა არ ყოფილა. რა დაცინვაა! რა სირცხვილია! მაგრამ აი, კიდევ, დაცინვის ღირსი და ჩვენს სირცხვილად რომ გვექცევა. თუკი ჩვენთან ვინმე ყველაზე სამარცხვინო საქმეებში იქნება მხილებული და მასზე რაიმე საყვედურის დადებას მოინდომებენ, მაშინ ყველა მეტად შეწუხებულია და ეშინია, რომ, ამბობენ, ის ჩვენგან არ გამოეყოს და სხვებს არ მიეკედლოს. დაე, გამოიყოს თუნდაც ათასჯერ და დაე, მიეკედლოს მათ; მე ვამბობ არა მხოლოდ შემცოდველებზე, არამედ თუნდაც ვინმე სრულიად უცოდველი იყოს, თუკი განდგომა მოუნდება, დაე, განდგეს. თუმცა მე ვწუხვარ და ვიტანჯები, ვღონდები და შინაგანად ვიტანჯები, ასეთის დაკარგვით, როგორც საკუთარი ასოსი, მაგრამ იმდენად არ ვღონდები, რომ ამ ყველაფრის შიშმა მაიძულოს რაიმე უმართებულოს გაკეთება. ჩვენ არ ვბრძანებლობთ, საყვარელნო, თქვენს სარწმუნოებაზე, დესპოტივით არ გიბრძანებთ ამას. ჩვენ დაყენებულნი ვართ სიტყვით თქვენს განსასწავლად და არა თქვენზე მთავრობისა და თვითმპყრობელობისთვის; ჩვენი საქმეა თქვენთვის რჩევის მოცემა და შეგონება. მრჩეველი ამბობს, რაც მას ეკუთვნის, მაგრამ მსმენელს არ აიძულებს, მას სრულ თავისუფლებას აძლევს, მიიღოს ან არ მიიღოს რჩევა. ის მხოლოდ იმაში იქნება დამნაშავე, თუკი არ იტყვის იმას, რაც მას დაევალა. სწორედ ამიტომ ჩვენ ამ ყველაფერს ვამბობთ, ამ ყველაფერს შეგახსენებთ. Თქვენ უკვე ვერ თქვათ იმ (უკანასკნელ) დღეს: არავის ეს არ უთქვამს ჩვენთვის, არავის არ აუხსნია, ჩვენ ეს არ ვიცოდით და სულაც ცოდვად არ მიგვაჩნდა. მაშასადამე, მე ვამბობ და ვმოწმობ, რომ ეკლესიაში განყოფების წარმოება არანაკლები ბოროტებაა, ვიდრე მწვალებლობაში ჩავარდნა. მითხარი: თუკი რომელიმე მეფის ქვეშევრდომი, სხვა მეფესთან რომ არ გადადიოდეს და სხვა ძალაუფლებაში არ გადაეცემოდეს, თავისი მეფის პორფირს აიღებდა ხელში და. Მთლიანად საკინძიდან ჩამოუშვებდა მას და რამდენიმე ნაწილად დაგლეჯდა, ნაკლებად დაისჯებოდა ის, ვიდრე ის, ვინც სხვას გადაეცემოდა (მეფეს)? მაგრამ რა, თუკი ამის შემდეგ ის თავის მეფეს ყელში წაეჭიდებოდა, მას დაჰკრავდა და მის სხეულს ნაწილებად დაანაწევრებდა, რა სასჯელი უნდა დაედოთ მას, რათა სათანადოდ გადაეხადათ? თუკი ის, ვინც ასე მოიქცევა მეფესთან, ისეთივე მონასთან (ღმერთთან მიმართებაში), როგორიც თვითონაა, დანაშაულს ჩაიდენს, რომელიც ყოველგვარ სასჯელს აღემატება, მაშინ რა გეენას იმსახურებს ის, ვინც თვით ქრისტეს კლავს და ნაწილებად ჭრის? ნუთუ, იმას, რომლითაც ჩვენ გვემუქრებიან? მე მგონია, რომ რაღაც სხვა, კიდევ უფრო საშინელს. მოუყევით თქვენ (ქალებო), რომლებიც აქ იმყოფებით, რადგან ეს მანკიერება უმეტესწილად ქალებში შეინიშნება, მოუყევით ეს მაგალითი არმყოფთ და მათში შიში აღძარით. თუკი ვინმე ჩვენი დამწუხრება და ამგვარად ჩვენზე შურისძიება ჰგონია, ასეთმა დაე, იცოდეს, რომ ის ამას ამაოდ აკეთებს. თუკი ჩვენზე შურისძიება გსურს, მაშინ მე გაჩვენებ ხერხს, თუ როგორ შეგიძლია შური იძიო საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენების გარეშე, ან უკეთესია, არა ზიანის მიყენების გარეშე. Ნაკლები ზიანის მიყენებით მაინც: სახეში გამარტყი, საჯაროდ გადამაფურთხე, მომაყენე ჭრილობები. შენ შეკრთა ამის გაგონებისას? როდესაც მე ვამბობ: გამარტყი, შენ შეკრთა, და ამასობაში შენ შენი მეუფის წამებას შეკრთომის გარეშე ახორციელებ? მეუფის ასოებს გლეჯ და არ ძრწი? ეკლესია, ეს მამის სახლია: “ერთი სხეული და ერთი სული”. მაგრამ თუკი შენ ჩემზე შურისძიება გსურს, მაშინ ჩემ წინააღმდეგ აღდექი. მაშასადამე, ჩემ ნაცვლად რატომ სძიებ შურს ქრისტეს? ან უკეთესია: რატომ აყენებ დარტყმებს ლურსმნებს? და საერთოდ, შურისძიება არც ერთ შემთხვევაში არ არის მოსაწონი, მაგრამ დამნაშავის ნაცვლად სხვისთვის შეურაცხყოფის მიყენება გაცილებით უარესია. შენ ჩვენგან ითმინე შეურაცხყოფა? მაშასადამე, ამ შემთხვევაში რატომ აწუხებ მას, ვისაც შენთვის არანაირი ბოროტება არ ჩაუდენია? ეს მეტად უგუნურია. აი, რას ვიტყვი ამასთან დაკავშირებით და არა ხუმრობით, არა უბრალოდ, არამედ როგორც ვფიქრობ და როგორც ვგრძნობ. კერძოდ, მე ვისურვებდი, რომ ყველას, ვისაც თქვენთან ერთად ჩვენდამი მტრობა აქვს და ამის გამო საკუთარ თავს ვნებს, ჩვენგან სხვებთან განშორებით. Სახეში დაერტყათ ჩვენთვის და, გაგვეშიშვლებინეთ და დაუნდობლად გვვეწვიტათ, სამართლიანად ვიქნებოდით ბრალდებულნი თუ უსამართლოდ. Უკეთესია, ჩვენზე გამოეტანათ თავიანთი რისხვა, ვიდრე იმაზე გაბედულიყვნენ, რაზეც ახლა ბედავენ. თუკი ეს მოხდებოდა, მაშინ ამაში არანაირი მნიშვნელობა არ იქნებოდა, რადგან ამ შემთხვევაში უმნიშვნელო ადამიანი დაიტანჯებოდა, რომელიც არანაირ ფასად არ ღირს. მეორე მხრივ, თქვენგან შეურაცხყოფისა და უპატივცემულობის დათმენის შემდეგ, მე თქვენთვის ღმერთს ვევედრებოდი და ის თქვენ ცოდვებს გაპატიებდათ, არა იმიტომ. Მე ასეთი გაბედულება მაქვს, არამედ იმიტომ, რომ როდესაც ადამიანი, რომელსაც შეურაცხყოფა მიაყენეს, შეურაცხმყოფელისთვის ლოცულობს, დიდ გაბედულებას იღებს. “თუ კაცი კაცს შესცოდავს, ილოცებენ მისთვის” (1 მეფ. 2:25). თუკი მე თვითონ არ შემეძლო (ამის გაკეთება), მაშინ სხვა წმიდა კაცებს მოვძებნიდი და მათ შევევედრებოდი და ისინი ამას გააკეთებდნენ. ახლა კი ვის ვთხოვოთ ჩვენ, როდესაც ღმერთი შეურაცხვყავით? შეხედე, რა შეუსაბამობა აქვთ მათ (განხეთქილების მწარმოებლებს). იმათგან, რომლებიც ეკლესიის მიმართ ასე იქცევიან, ზოგი სულ არასოდეს მოდის აქ, ან კიდევ წელიწადში ერთხელ და ისიც უწესრიგოდ და როგორც მოუწევთ; სხვები უფრო ხშირად მოდიან, მაგრამ ასევე უწესრიგოდ, ცარიელი საუბრებისთვის და უმნიშვნელო ლაქლაქისთვის. სხვები გულმოდგინეებად წარმოგვიდგებიან, ესენი არიან ისინი, რომლებიც ასეთ უბედურებებს წარმოშობენ (ეკლესიაში). მაშასადამე, თუკი თქვენც ამის გამო ამჟღავნებთ ასეთ გულმოდგინებას, მაშინ უკეთესი იქნებოდა, რომ თქვენ გულგრილთა რიცხვში ყოფილიყავით, ხოლო კიდევ გაცილებით უკეთესი, თუკი ისინი არ იქნებოდნენ გულგრილნი, ხოლო თქვენ არ იქნებოდით ასეთები. მე არ გეუბნებით თქვენ, აქ მყოფთ, არამედ იმ განდგომილებს. ასეთი საქმე თითქოს მრუშობაა. თუკი შენ არ გსურს ამის მოსმენა მათზე, მაშინ (არც ის მოისმინო, რასაც ისინი ამბობენ) ჩვენზე, რადგან აქ რაღაც ერთი ორიდან უკანონო უნდა იყოს. თუკი თქვენ ამაში გეჭვი გეპარებათ, მაშინ ჩვენ მზად ვართ, ჩვენი ხელისუფლება გადავცეთ მას, ვისაც თქვენ გსურთ, ოღონდ ეკლესია იყოს ერთიანი. თუკი ჩვენ კანონიერად ვართ დაყენებულნი, მაშინ დაარწმუნეთ ისინი, რომ დაამხონ ისინი, რომლებმაც უკანონოდ დაიკავეს კათედრა. ამას გეუბნებით, არა თქვენთვის მბრძანებლობით, არამედ თქვენს დასაცავად და გასაფრთხილებლად. რამდენადაც თითოეულ თქვენგანს ასაკი აქვს და პასუხს აგებს თავის საქციელებზე, მე გთხოვთ იმაზე. Თქვენ, ყველაფერი ჩვენზე გადააბრალოთ და უდანაშაულოებად არ ჩათვალოთ საკუთარი თავები და ამგვარად, მოტყუებით ამაოდ ზიანი არ მიაყენოთ საკუთარ თავს. ჩვენ პასუხს ვაგებთ თქვენს სულებზე, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როდესაც რამე ჩვენი მხრიდან იქნება გამოტოვებული, როდესაც არ გთხოვთ თქვენ, არ შეგაგონებთ, არ ვიმოწმებთ თქვენ წინააღმდეგ. ამის შემდეგ, ნება მიბოძეთ მეც ვთქვა: “წმიდა ვარ ყველას სისხლისაგან” (საქ. 20:26) და: “მიხსნის” ღმერთი სულს ჩემსას (2 ტიმ. 4:18). თქვით, რა გსურთ, მიუთითეთ სამართლიანი მიზეზი, რომლის გამოც განდგებით და მე ვიმართლებ თავს. მაგრამ თქვენ არ ამბობთ. ამიტომ მე გთხოვთ თქვენც მტკიცედ დაფუძნდეთ აქ და განდგომილები მოიყვანოთ, რათა ჩვენ ერთსულოვანი მადლიერება აღვუვლინოთ ღმერთს, რომელსაც დიდება უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ეფრემ ასური4 საუკუნე იერონიმე სტრიდონელი4 საუკუნე თეოდორიტე კვიროსელი5 საუკუნე თეოფილაქტე ბულგარელი11 საუკუნე ივანოვი ა. ვ.19 საუკუნე მიხეილ ხერასკოვი19 საუკუნე ნიკანორი (კამენსკი)19 საუკუნე ფილარეტი მოსკოველი (დროზდოვი)19 საუკუნე როზანოვი ნ. პ.19 საუკუნე თეოფანე დაყუდებული19 საუკუნე ნიკოლოზ ველიმიროვიჩი20 საუკუნე
1 / 12
ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 12 განმარტება.
ჩვენს ბიბლიოთეკაში
ეფესელთა მიმართ 4:16 კონტექსტში
4:14რათა აღარ ვიყოთ ბალღები, რომელთაც არყევს და იტაცებს მოძღვრების ყოველი ქარი, კაცთა ცბიერებითა და ცდუნების მზაკვრული ხერხით,
4:15არამედ სიყვარულით მივსდევდეთ ჭეშმარიტებას და ყოველმხრივ ვიზრდებოდეთ მასში, ვინც არის თავი - ქრისტე,
4:16ვის მიერაც მთელი სხეული, ურთიერთმჭიდე სახსრებით მტკიცედ შეკრული, თითოეული ასოს ზომიერი ურთიერთშეწევნით იზრდება, რათა აღეშენოს სიყვარულში.
4:17ამას ვამბობ და ვმოწმობ უფალში, რათა აღარ იქცეოდეთ ისე, როგორც თავიანთი გონების ამაოებით იქცევიან წარმართნი.
4:18გონებადაბნელებულნი და საღმრთო სიცოცხლისაგან გაუცხოებულნი, თავიანთი უმეცრებისა და გულქვაობის გამო,
პარალელური ადგილები: ეფესელთა მიმართ 4:16
- კოლასელთა მიმართ 2:19ვინც განშორებია თავს, რომლის მეოხებითაც მთელი სხეული, სახსართა და ნაწევართაგან შეკრული და შეერთებული, დაუბრკოლებლივ იზრდება საღვთო ზრდით.
- იოანე 15:5მე ვარ ვაზი, ხოლო თქვენ ლერწები ხართ, ვინც ჩემში რჩება, ხოლო მე მასში, დიდძალი ნაყოფი გამოაქვს; ვინაიდან უჩემოდ არაფრის ქმნა არ შეგიძლიათ.
- კოლასელთა მიმართ 2:2რათა გამხნევდეს მათი გული და სიყვარულით შეერთებულნი ეზიარონ გონიერების მთელ სისავსეს და სიუხვეს ღვთის საიდუმლოს, ანუ ქრისტეს შესამეცნებლად,
- ეფესელთა მიმართ 4:12რათა სრულეყო წმიდანი მსახურების საქმისათვის - ქრისტეს სხეულის ასაშენებლად,
- კორინთელთა მიმართ ა 13:13ჯერჯერობით კი ეს სამია: სარწმუნოება, სასოება და სიყვარული; ხოლო ამათში უმეტესი სიყვარულია.
- კორინთელთა მიმართ ა 14:1მისდიეთ სიყვარულს, ილტვოდეთ სულიერ ნიჭთა მიმართ, უპირატესად კი იმისადმი, რასაც წინასწარმეტყველების ნიჭი ჰქვია.
- ეფესელთა მიმართ 4:15არამედ სიყვარულით მივსდევდეთ ჭეშმარიტებას და ყოველმხრივ ვიზრდებოდეთ მასში, ვინც არის თავი - ქრისტე,
- თესალონიკელთა მიმართ ა 2:13ამიტომ ჩვენც განუწყვეტლივ მადლს ვწირავთ ღმერთს, რადგანაც მიიღეთ სიტყვა, ჩვენი წყალობით რომ ისმინეთ, და კაცთა სიტყვად კი არ აღიქვით იგი, არამედ მისინამდვილი სახით, ესე იგი, ღვთის სიტყვად, რომელიც კიდეც მოქმედებს თქვენში, მორწმუნენო.
განაგრძე კითხვა: ეფესელთა მიმართ 4
სრულად წაიკითხე: ეფესელთა მიმართ 4 · გახსენი ბიბლიის მკითხველში



