გადასვლა შინაარსზე
მოციქულების პეტრესა და პავლეს ხატი, ბიზანტიური და ქრისტიანული მუზეუმი, ათენი
მოციქულები პეტრე და პავლე, ხატი. ბიზანტიური და ქრისტიანული მუზეუმი, ათენი. ფოტო: George E. Koronaios, CC BY-SA 4.0.

ეფესელთა მიმართ 4:15: მნიშვნელობა და ეკლესიის მამები

10 interpreters აპლიკაციაში

ეფესელთა მიმართ 4:15

არამედ სიყვარულით მივსდევდეთ ჭეშმარიტებას და ყოველმხრივ ვიზრდებოდეთ მასში, ვინც არის თავი - ქრისტე,

ეფესელთა მიმართ 4:15 · საქართველოს საპატრიარქო

ეკლესიაში საკითხავი: 14 ოქტომბერი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი მე-17 კვირის ხუთშაბათი (სამოციქულო).

რას ამბობენ ეკლესიის მამები: ეფესელთა მიმართ 4:15

10 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით

  1. იოანე ოქროპირი4 საუკუნე
    “მან საკმაოდ ბუნდოვნად ჩამოაყალიბა თავისი აზრები, რადგან ერთბაშად ყველაფრის თქმა სურდა. მისი სიტყვები შემდეგს ნიშნავს: როგორც სული, რომელიც გამოდის თავის ტვინიდან, უბრალოდ კი არ გადასცემს ნერვების მეშვეობით მგრძნობელობას ყველა ორგანოს. Თითოეულის შესაბამისად, რომელსაც მეტის მიღება შეუძლია, მეტს გადასცემს, ხოლო რომელსაც ნაკლებისა, ნაკლებს, რადგან სული სიცოცხლის საწყისია. ასევეა ქრისტეც. რამდენადაც ჩვენი სულები მასზე არიან დამოკიდებულნი, როგორც სხეულის ნაწილები სულზე, მისი მზრუნველობა და ნიჭების განაწილება, ამა თუ იმ ორგანოს ზომის შესაბამისად, თითოეულის აღორძინებას იწვევს.”

    მთელი განმარტება

    მან საკმაოდ ბუნდოვნად ჩამოაყალიბა თავისი აზრები, რადგან ერთბაშად ყველაფრის თქმა სურდა. მისი სიტყვები შემდეგს ნიშნავს: როგორც სული, რომელიც გამოდის თავის ტვინიდან, უბრალოდ კი არ გადასცემს ნერვების მეშვეობით მგრძნობელობას ყველა ორგანოს. Თითოეულის შესაბამისად, რომელსაც მეტის მიღება შეუძლია, მეტს გადასცემს, ხოლო რომელსაც ნაკლებისა, ნაკლებს, რადგან სული სიცოცხლის საწყისია. ასევეა ქრისტეც. რამდენადაც ჩვენი სულები მასზე არიან დამოკიდებულნი, როგორც სხეულის ნაწილები სულზე, მისი მზრუნველობა და ნიჭების განაწილება, ამა თუ იმ ორგანოს ზომის შესაბამისად, თითოეულის აღორძინებას იწვევს.

    მაგრამ რას ნიშნავს “ყოველგვარი ურთიერთდამაკავშირებელი კავშირით”? ესე იგი, შეგრძნების მეშვეობით. ეს სული, რომელიც ორგანოებზე თავიდან ნაწილდება, თითოეულ მათგანს ეხება და ამგვარად ახდენს მათზე თავის ზემოქმედებას. შეიძლება ასეც ითქვას: სხეული, რომელიც ამ ზემოქმედებას (სულისას) თავისი ორგანოების შესაბამისად აღიქვამს, ამგვარად იზრდება. ან სხვაგვარად: ორგანოები, რომლებიც თავისი შესაბამისობისდა მიხედვით იღებენ ზემოქმედებას (სულისას), ასე იზრდებიან. ან კიდევ ასე: სული, რომელიც უხვად გადმოედინება ზემოდან, ეხება ყველა ორგანოს და ნაწილდება მათში, იმდენად, რამდენადაც თითოეულ მათგანს შეუძლია საკუთარ თავში მიღება, ასე აღადგენს მათ.

    მაგრამ რატომ დაამატა სიტყვა, “სიყვარულში”? იმიტომ, რომ ეს სული სხვაგვარად ვერ გადმოიცემა. მართლაც, თუკი მოხდებოდა ხელის სხეულიდან გამოყოფა, სული, რომელიც თავის ტვინიდან მოედინება, გაგრძელებას ეძებს და იქ ვერ პოულობს, სხეულიდან არ წყდება და მოკვეთილ ხელზე არ გადადის. Თუკი მას იქ ვერ იპოვის, არც გადმოეცემა მას. იგივე ხდება აქაც, თუკი ჩვენ ერთმანეთთან სიყვარულით არ ვართ დაკავშირებულნი.

    ეს ყველაფერი იმისთვის თქვა, რომ თავმდაბლობა შთააგონოს. რა არის იმაში, ამბობს, რომ ამა თუ იმ მეტი მიიღო? მან მიიღო იგივე სული, რომელიც იმავე თავიდან არის მოვლენილი, ერთნაირად მოქმედებს, ერთნაირად ეხება, “შემადგენელი და შემაერთებელი” (მთელ სხეულთან), ესე იგი, რომელსაც მის მიმართ დიდი ზრუნვა აქვს. სხეული ისე ოსტატურადაა მოწყობილი, რომ თუკი მასში რამე თავის ადგილას არ არის, მაშინ იგი უკვე ისე არ არის მოწყობილი. ამგვარად, საჭიროა არა მხოლოდ სხეულთან შეერთება, არამედ იქ თავისი ადგილის დაკავებაც, წინააღმდეგ შემთხვევაში, თუკი ამას დაარღვევ, მასთან შეერთებული ვერ იქნები და სულს ვერ მიიღებ. განა ვერ ხედავ, რა ხდება ძვლების გადაადგილებისას, რომელიც რაიმე უბედური შემთხვევისგან ხდება. (ერთი ძვალი) თავის ადგილს ტოვებს და სხვას იკავებს, როგორ ვნებს ეს მთელ სხეულს და ხშირად სიკვდილის მიზეზიც ხდება? ისეც ხდება, რომ (ძვალი) აღარ ვარგა იმისთვის, რომ ის კიდევ შეინარჩუნონ (სხეულში): ასეთ შემთხვევებში ბევრი მას ჭრის და მის ადგილს ცარიელს ტოვებს, რადგან ყველაფერში ზედმეტობა ბოროტებაა. სხეულის ელემენტებიც, როდესაც ისინი, პროპორციულობის დაკარგვის შემდეგ, ზედმეტად უხვნი ხდებიან, მთლიანს ვნებენ. აი, რას ნიშნავს: “შემადგენელი და შემაერთებელი ყოველგვარი ურთიერთდამაკავშირებელი კავშირით”, ესე იგი, რომ ყველაფერი (სხეულში) თავის ადგილს იკავებდეს და სხვისაში, მისთვის უცხოში არ იჭრებოდეს. დაფიქრდი ამაზე, რამდენადაც შესაძლებელია. შენ ორგანოებს აერთებ, ხოლო ის ზემოდან ყველაფერს განაგებს.

    როგორც სხეულში არის ცნობილი აღმქმელი ორგანოები, ასევე სულსაც, რომელიც მთლიანად ზეციური საწყისია (სიცოცხლისა). კერძოდ, გულია სულის (საწყისი), ღვიძლი, სისხლის, ელენთა, ნაღვლის, ხოლო სხვა ორგანოები, სხვა ელემენტებისა; მაგრამ ყველა ისინი თავის ტვინზე არიან დამოკიდებულნი. ამის შესაბამისად მოიქცა ღმერთიც, რომელმაც ადამიანს განსაკუთრებული პატივი მიაგო: არ ისურვა მისი მიტოვება და თვითონ გახდა მისთვის ყველაფრის (საბოლოო) მიზეზი. Ამავდროულად თანამშრომლები დააწესა თავისთვის და ერთს ეს დაავალა, მეორეს, სხვა.

    ასე რომ, მოციქული სხეულის (ესე იგი, ქრისტეს ეკლესიის) ყველაზე მოსახერხებელი ჭურჭელია, რომელიც მისგან ყველაფერს იღებს. როგორც ძარღვებისა და არტერიების მეშვეობით, ის სიტყვის მეშვეობით ყველას მარადიული სიცოცხლის ზიარებაში ეხმარება. წინასწარმეტყველი მომავალს წინასწარმეტყველებს: და ის (მოციქული) იმავეს აკეთებს. ის ძვლებს აერთებს, ხოლო ეს მათ სიცოცხლეს გადასცემს, “წმიდათა სრულყოფისათვის, მსახურების საქმისათვის”. სიყვარული აღადგენს, აერთებს, აახლოებს და ერთმანეთთან გვაკავშირებს. მაშასადამე, თუკი გვსურს თავიდან სულის მიღება, ერთმანეთთან კავშირში ვიყოთ.

    არსებობს ეკლესიიდან გამოყოფის ორი სახე: ერთი, როდესაც სიყვარულში ვცივდებით, ხოლო მეორე, როდესაც ვბედავთ რაიმე უღირსის ჩადენას ამ სხეულის (ეკლესიის) მიმართ. ორივე შემთხვევაში მთლიანს ვშორდებით. თუკი კიდევ სხვების აღშენება გვაქვს დავალებული და ჩვენ არ ვაშენებთ, არამედ თავადვე ვაწარმოებთ პირველნი განხეთქილებებს, მაშინ რა არ უნდა გადავიტანოთ ამისთვის? ვერაფერი წარმოშობს ეკლესიაში იმდენ განხეთქილებას, რამდენსაც დიდებისმოყვარეობა; ვერაფერი შეურაცხყოფს ღმერთს ისე, როგორც განხეთქილებები ეკლესიაში. თუნდაც ათასი კეთილი საქმე ჩავიდინოთ, არანაკლებ განვიკითხებით იმათზე, ვინც მის სხეულს აწამებდა, თუკი ეკლესიის მთლიანობას დავარღვევთ. პირველი მთელი მსოფლიოს სასარგებლოდ იყო ჩადენილი, თუმცა არა იმ განზრახვით; ხოლო უკანასკნელი არავის არანაირ სარგებელს არ აძლევს, პირიქით, დიდ ზიანს შეადგენს.

    ჩემ მიერ თქმული მხოლოდ მთავართა მიმართ კი არაა მიმართული, არამედ დაქვემდებარებულთა მიმართაც. ერთმა წმიდა მამამ თქვა რაღაც ისეთი, რაც შეიძლება თავხედურად მოგვეჩვენებინა, მის მიერ რომ არ ყოფილიყო თქმული. რა თქვა კერძოდ? მან თქვა, რომ ასეთ ცოდვას ვერც მოწამეობრივი სისხლი ვერ გამოისყიდისო. მართლაც, მითხარი, რისთვის იღებ ტანჯვებს? განა ქრისტეს სადიდებლად? მაშასადამე, როდესაც მზად ხარ, შენი სული ქრისტესთვის დადო, როგორ ბედავ ეკლესიის დანგრევას, რომლისთვისაც ქრისტემ სული დადო? მოისმინე, რას ამბობს პავლე თავის შესახებ: “არა ვარ ღირსი მოციქულად წოდებისა, ვინაიდან ვდევნიდი ღვთის ეკლესიას” (1 კორ. 15:9). ზიანი (განხეთქილებებიდან) არანაკლებია იმ ზიანზე, რომელსაც მტრები აყენებენ, არამედ გაცილებით მეტია. იქ (ეკლესიას) კიდევ უფრო მეტი ბრწყინვალება ეძლევა, მაშინ როდესაც აქ ის თავადვე აგდებს თავს მტრების თვალში, როდესაც მის წინააღმდეგ მისი საკუთარი შვილები იბრძვიან. ეს კი იმიტომ, რომ მათთვის (მტრებისთვის) მოტყუების ძლიერ მტკიცებულებად ითვლება, როდესაც ისინი, ვინც ეკლესიაში დაიბადნენ, მასში აღიზარდნენ, კარგად შეიცნეს მისი საიდუმლოებანი, უეცრად, შეიცვალნენ და მის წინააღმდეგ აღდგნენ, როგორც მტრები.

    ჩემ მიერ თქმული მიმართულია იმათ წინააღმდეგ, ვინც გარჩევის გარეშე ეკლესიიდან გამოყოფილ ადამიანებს ეკედლებიან. თუკი ამ უკანასკნელთ ჩვენთვის საწინააღმდეგო დოგმატები აქვთ, მაშინ სწორედ ამის გამო არ უნდა გვქონდეს მათთან ურთიერთობა; თუკი ისინი ჩვენსავითვე ფიქრობენ, მაშინ კიდევ უფრო მეტად (უნდა ვერიდოთ მათ). რატომ ასე? იმიტომ, რომ ეს დიდებისმოყვარეობის სენია. განა არ იცით, რა დაემართა კორეს, დათანს და აბირონს? მაგრამ მხოლოდ მათ იზარალეს? განა მათთან ერთად (არ დაიღუპნენ) მათი თანამოაზრეებიც (რიცხვ. 16:32)? რას ამბობ შენ? “მათ იგივე სარწმუნოება აქვთ და ისინიც ასევე მართლმადიდებლები არიან”. თუ ასეა, რატომ არ არიან ჩვენთან? “ერთია უფალი, ერთია სარწმუნოება, ერთია ნათლისღება”. თუკი მათთან კარგადაა, მაშინ ჩვენთან ცუდადაა; ხოლო თუკი ჩვენთან კარგადაა, მაშინ მათთან ცუდადაა. “ჩვილნი, ამბობს, რომლებიც ირყევიან და ყოველგვარ ქარს მიაქვთ”. მითხარი: ნუთუ თქვენ საკმარისად მიგაჩნიათ ის, რომ მათ მართლმადიდებლებს უწოდებენ, მაშინ როდესაც მათ ხელდასხმის მადლი გამოელია და დაიღუპა? რა სარგებელია ყველაფერ დანარჩენში, თუკი მათ ეს უკანასკნელი არ აქვთ დაცული? საჭიროა ერთნაირად ვიდგეთ როგორც სარწმუნოებისთვის, ასევე მისთვისაც (მღვდელმსახურების მადლისთვის). თუკი ყველას ნებადართული აქვს, ძველი ანდაზისამებრ, თავისი ხელები აივსოს, მღვდელი იყოს, მაშინ დაე. Ყველა მოვიდეს და ამაოდ არის მოწყობილი ეს სამსხვერპლო, ამაოდ (დაწესებულია) საეკლესიო წესი, ამაოდ მღვდელთა დასი: დავამხოთ და გავანადგუროთ ეს. ეს არ უნდა იყოს, ამბობენ. მაგრამ განა თქვენ არ აკეთებთ ამას და შემდეგ ამბობთ: ასე არ უნდა იყოსო? რას ამბობ კიდევ შენ: არ უნდა იყოს, როდესაც ასეა სინამდვილეში? მე ამას ვამბობ და ვმოწმობ, ჩემი სარგებლის გათვალისწინებით კი არა, არამედ თქვენი გადარჩენისათვის. თუკი ვინმე ამ საქმეს გულგრილად უყურებს, ასეთმა დაე, (უფრო ყურადღებით) შეხედოს. თუკი მას ამის საზრუნავი არა აქვს, მაშინ ჩვენ გვაქვს. “მე დავრგე, ამბობს (მოციქული), აპოლოსმა მორწყა, ხოლო ღმერთმა აღზარდა”. როგორ გადავიტანთ წარმართთა დაცინვას? თუკი ისინი მწვალებლობისთვის გვაყვედრიან, რას იტყვიან მათ (განხეთქილებების) გამო? თუკი, ამბობენ, მათ ერთი დოგმატები აქვთ, ერთი საიდუმლოებანი, მაშ რისთვის ესხმის მათი ერთი წინამძღოლი (ეკლესიისა) თავს მეორე ეკლესიას? შეხედეთ, ამბობენ, ქრისტიანებში ყველაფერი ამაოებითაა აღსავსე. მათ დიდებისმოყვარეობაც აქვთ, მოტყუებაც. წაართვით მათ ხალხი, მოსპეთ სენი, ესე იგი, ხალხის გარყვნა, და ისინი არაფრად დარჩებიან. გნებავთ, გითხრათ, რას ამბობენ ისინი ჩვენს ქალაქზე, როგორ გვაყვედრიან უგუნურებას? მათთან, ამბობენ, ყველასთან, ვისაც კი მოესურვება, შეიძლება იპოვო ადამიანები უმტკიცო წესებით და არასდროს მათში ასეთი ადამიანების ნაკლებობა არ ყოფილა. რა დაცინვაა! რა სირცხვილია! მაგრამ აი, კიდევ, დაცინვის ღირსი და ჩვენდა სირცხვილად რომ გვექცევა. თუკი ჩვენთან ვინმე ყველაზე სამარცხვინო საქმეებში იქნება მხილებული და მასზე რაიმე საყვედურის დადებას მოინდომებენ, მაშინ ყველა მეტად შეწუხებულია და ეშინია, რომ, ამბობენ, ის ჩვენგან არ გამოეყოს და სხვებს არ მიეკედლოს. დაე, გამოეყოს თუნდაც ათასჯერ და დაე, მიეკედლოს მათ; მე ვამბობ არა მხოლოდ შემცოდველებზე, არამედ თუნდაც ვინმე სრულიად უცოდველი იყოს, თუკი მოუნდება განდგომა, დაე, განდგეს. თუმცა მე ვწუხვარ და ვიტანჯები, ვღელავ და შინაგანად მეტკინება, როდესაც ასეთს საკუთარი სხეულის ნაწილს ვკარგავ, მაგრამ იმდენად არ ვღელავ, რომ ამ ყველაფრის შიშმა მაიძულოს რაიმე უმართებულოს გაკეთება.

    ჩვენ არ ვბრძანებლობთ, საყვარელნო, თქვენს სარწმუნოებას, დესპოტურად არ გიბრძანებთ ამას. ჩვენ თქვენს განსასწავლად ვართ დაყენებულნი სიტყვით და არა თქვენზე მთავრობისა და თვითმპყრობელობისთვის; ჩვენი საქმეა თქვენთვის რჩევის მოცემა და შეგონება. მრჩეველი ამბობს იმას, რაც მას ევალება, მაგრამ მსმენელს არ აიძულებს, მას სრულ თავისუფლებას აძლევს, მიიღოს ან არ მიიღოს რჩევა. ის მხოლოდ იმაში იქნება დამნაშავე, თუკი არ იტყვის იმას, რაც მას დაევალა. სწორედ ამიტომ ჩვენ ამ ყველაფერს ვამბობთ, ამ ყველაფერს შეგახსენებთ. Თქვენ უკვე ვეღარ თქვათ იმ (უკანასკნელ) დღეს: არავის არაფერი გვითხრა, არავის არ აგვიხსნა, ჩვენ ეს არ ვიცოდით და სულაც ცოდვად არ მიგვაჩნდა. მაშასადამე, მე ვამბობ და ვმოწმობ, რომ ეკლესიაში განხეთქილებების წარმოება არანაკლები ბოროტებაა, ვიდრე მწვალებლობაში ჩავარდნა. მითხარი: თუკი რომელიმე მეფის ქვეშევრდომი, სხვა მეფესთან გადასვლისა და სხვის ხელში გადაცემის გარეშე, თავისი მეფის პორფირას აიღებდა ხელში და. Მთლიანად შესაკრავიდან ჩამოხსნის შემდეგ, რამდენიმე ნაწილად დაგლეჯდა, ნაკლებად დაისჯებოდა, ვიდრე ის, ვინც სხვას გადაეცემოდა (მეფეს)? მაგრამ რა, თუკი ამის შემდეგ ის თავის მეფეს ყელში სწვდებოდა, მას დაჭრიდა და მის სხეულს ნაწილებად დაანაწევრებდა, რა სასჯელი უნდა დაედოთ მისთვის, რათა სათანადოდ გადაეხადათ? თუკი ის, ვინც მეფესთან ასე მოიქცევა, ისეთივე მონა (ღმერთის მიმართ), როგორიც ის თავად არის, დანაშაულს ჩაიდენს. Ყოველგვარ სასჯელს აღემატება, მაშინ რა გეენას იმსახურებს ის, ვინც თავად ქრისტეს კლავს და ნაწილებად ჭრის? ნუთუ, იმას, რომლითაც ჩვენ გვემუქრებიან? მე მგონია, რომ რაღაც სხვა, კიდევ უფრო საშინელს.

    მოუყევით თქვენ (ქალებო), ვინც აქ იმყოფებით, რადგან ეს მანკიერება უმეტესწილად ქალებში შეინიშნება, მოუყევით ეს მაგალითი არმყოფთ და მათში შიში აღძარით. თუკი ვინმე ჩვენი შეწუხებაზე ფიქრობს და ამგვარად შურს იძიებს ჩვენზე, მაშინ ასეთმა დაე, იცოდეს, რომ ის ამას ამაოდ აკეთებს. თუკი შურისძიება გსურს ჩვენზე, მაშინ მე გაჩვენებ საშუალებას, თუ როგორ შეგიძლია შური იძიო შენთვის ზიანის მიყენების გარეშე, ან უკეთესია, არა ზიანის მიყენების გარეშე. Უფრო ნაკლები ზიანით მაინც: სახეში გამარტყი, საჯაროდ გადამაფურთხე, ჭრილობები მომაყენე. კანკალებ ამის გაგონებაზე? როდესაც მე ვამბობ: გამარტყი-მეთქი, მაშინ შენ კანკალებ, და ამასობაში შენ შენი მეუფის წამებას უკანკალოდ ბედავ? მეუფის სხეულის ნაწილებს გლეჯ და არ ძრწი? ეკლესია, ეს მამის სახლია: “ერთია სხეული და ერთია სული”. მაგრამ თუკი შენ ჩემზე შურისძიება გსურს, მაშინ ჩემ წინააღმდეგ აღდექი. რატომ, ჩემ ნაცვლად, შურს ქრისტეზე იძიებ? ან უკეთესია: რატომ ურტყამ ლურსმნებს? და საერთოდ, შურისძიება არც ერთ შემთხვევაში არ არის მოსაწონი; მაგრამ დამნაშავის ნაცვლად, სხვისთვის შეურაცხყოფის მიყენება, გაცილებით უარესია. შენ ჩვენგან ითმინე შეურაცხყოფა? რისთვის, ამ შემთხვევაში, აწუხებ მას, ვისაც შენთვის არანაირი ბოროტება არ გაუკეთებია? ეს მეტად უგუნურია. აი, რას ვიტყვი ამასთან დაკავშირებით და არა ხუმრობით, არა უბრალოდ, არამედ როგორც ვფიქრობ და როგორც ვგრძნობ. კერძოდ, მე ვისურვებდი, რომ ყველას იმათგან, ვინც თქვენთან ერთად ჩვენს მიმართ მტრობას განიცდის და ამის გამო საკუთარ თავს ვნებს. Ჩვენგან სხვებთან განშორებით, სახეში გაერტყათ ჩვენთვის და, გაშიშვლების შემდეგ, დაუნდობლად ეგვემათ, სამართლიანად ვიქნებოდით თუ უსამართლოდ ბრალდებულნი. Უკეთესია, ჩვენზე გადმოენთხიათ თავიანთი რისხვა, ვიდრე იმის გაკეთებას ბედავდნენ, რის გაკეთებასაც ახლა ბედავენ. თუკი ეს მოხდებოდა, მაშინ ამაში არაფერი მნიშვნელოვანი არ იქნებოდა, რადგან ამ შემთხვევაში უმნიშვნელო ადამიანი დაიტანჯებოდა, რომელსაც არანაირი ფასი არ აქვს. მეორე მხრივ, თქვენგან შეურაცხყოფისა და უპატივცემულობის დათმენის შემდეგ, მე თქვენთვის ღმერთს ვევედრებოდი და ის თქვენ ცოდვებს გაპატიებდათ, არა იმიტომ. Მე ასეთი გაბედულება მაქვს, არამედ იმიტომ, რომ როდესაც ადამიანი, რომელსაც შეურაცხყოფა მიაყენეს, შეურაცხმყოფელისთვის ლოცულობს, მაშინ დიდ გაბედულებას იღებს. “თუკი ვინმე შესცოდავს ადამიანის წინააღმდეგ, თქმულია, ილოცებენ მისთვის” (1 მეფ. 2:25). თუკი მე თავად ვერ შევძლებდი (ამის გაკეთებას), მაშინ სხვა წმიდა მამებს მოვძებნიდი და მათ შევევედრებოდი და ისინი ამას გააკეთებდნენ. ახლა კი ვის უნდა ვთხოვოთ, როდესაც ღმერთი შეურაცხვყავით? შეხედე, რა უწესობა აქვთ მათ (განხეთქილების მწარმოებლებს). იმათგან, ვინც ეკლესიის მიმართ ასე იქცევა, ზოგიერთი სულაც არასდროს არ მოდის აქ, ან კიდევ წელიწადში ერთხელ და ისიც უწესრიგოდ და როგორც მოუწევთ; სხვები უფრო ხშირად მოდიან, მაგრამ ასევე უწესრიგოდ ცარიელი საუბრებისა და უმნიშვნელო ლაქლაქისთვის. სხვები გულმოდგინეებად წარმოგვიდგებიან, ეს, ისინი არიან, ვინც ასეთ უბედურებებს აწარმოებენ (ეკლესიაში). მაშასადამე, თუკი თქვენ ამის გამო ავლენთ ასეთ გულმოდგინებას, მაშინ უკეთესი იქნებოდა, რომ თქვენ გულგრილთა რიცხვში ყოფილიყავით; და კიდევ გაცილებით უკეთესი, თუკი ისინი არ იქნებოდნენ გულგრილნი, ხოლო თქვენ არ იქნებოდით ასეთები. მე არ გეუბნებით თქვენ, ვინც აქ იმყოფებით, არამედ იმ განდგომილებზე. ასეთი საქმე გარყვნილებასავითაა. თუკი შენ არ გსურს ამის მოსმენა მათ შესახებ, მაშინ (არც ის მოისმინო, რასაც ისინი ამბობენ) ჩვენ შესახებ, რადგან აქ რაღაც ერთი ორს შორის უკანონო უნდა იყოს. თუკი თქვენ ჩვენ ამაში გეჭვიანობთ, მაშინ ჩვენ მზად ვართ, ჩვენი ხელისუფლება მას დავუთმოთ, ვისაც თქვენ გსურთ, ოღონდ ეკლესია იყოს ერთადერთი. თუკი ჩვენ კანონიერად ვართ დაყენებულნი, მაშინ დაარწმუნეთ იმათი დამხობა, ვინც უკანონოდ დაიკავა კათედრა. ამას გეუბნებით, არა თქვენთვის დაბრძანებით, არამედ თქვენი დაცვითა და გაფრთხილებით. რამდენადაც თითოეულ თქვენგანს ასაკი აქვს და თავის საქციელებში ანგარიშს აბარებს, მე თქვენ გთხოვთ იმას. Თქვენ, ყველაფერი ჩვენზე გადაბრალებით, უდანაშაულოებად არ თვლიდეთ საკუთარ თავს და, ამგვარად, მოტყუებაში ამაოდ არ ავნოთ საკუთარ თავს. ჩვენ პასუხს ვაგებთ თქვენს სულებზე, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როდესაც რაიმე ჩვენი მხრიდან იქნება გამოტოვებული, როდესაც ჩვენ არ გევედრებით თქვენ, არ შეგაგონებთ, არ ვიმოწმებთ თქვენ წინააღმდეგ. ამის შემდეგ, ნება მიბოძეთ და მეც ვთქვა: “წმიდა ვარ ყველას სისხლისაგან” (საქ. 20:26) და: “მიხსნის” ღმერთი სულს ჩემსას (2 ტიმ. 4:18). თქვით, რა გსურთ, მიუთითეთ სამართლიანი მიზეზი, რომლის გამოც განუდგებით და მე ვიმართლებ თავს. მაგრამ თქვენ არ ამბობთ. ამიტომ მე თქვენ გთხოვთ, რომ თავადაც მტკიცედ დაფუძნდეთ აქ და განდგომილებიც მოიყვანოთ, რათა ჩვენ ერთსულოვანი მადლიერება აღვუვლინოთ ღმერთს, რომელსაც დიდება უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

  2. ეფრემ ასური4 საუკუნე
  3. ამბროზიასტერი4 საუკუნე
  4. თეოდორიტე კვიროსელი5 საუკუნე
  5. თეოფილაქტე ბულგარელი11 საუკუნე
  6. მიხეილ ხერასკოვი19 საუკუნე
  7. ნიკანორი (კამენსკი)19 საუკუნე
  8. როზანოვი ნ. პ.19 საუკუნე
  9. თეოფანე დაყუდებული19 საუკუნე
  10. ნიკოლოზ ველიმიროვიჩი20 საუკუნე

1 / 10

ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 10 განმარტება.

ჩვენს ბიბლიოთეკაში

ეფესელთა მიმართ 4:15 კონტექსტში

4:13ვიდრე ყველანი მივაღწევდეთ რწმენის ერთობას და ღმერთის ძის შემეცნებას სრულყოფილ კაცად, ქრისტეს ასაკის სისრულის ზომას,

4:14რათა აღარ ვიყოთ ბალღები, რომელთაც არყევს და იტაცებს მოძღვრების ყოველი ქარი, კაცთა ცბიერებითა და ცდუნების მზაკვრული ხერხით,

4:15არამედ სიყვარულით მივსდევდეთ ჭეშმარიტებას და ყოველმხრივ ვიზრდებოდეთ მასში, ვინც არის თავი - ქრისტე,

4:16ვის მიერაც მთელი სხეული, ურთიერთმჭიდე სახსრებით მტკიცედ შეკრული, თითოეული ასოს ზომიერი ურთიერთშეწევნით იზრდება, რათა აღეშენოს სიყვარულში.

4:17ამას ვამბობ და ვმოწმობ უფალში, რათა აღარ იქცეოდეთ ისე, როგორც თავიანთი გონების ამაოებით იქცევიან წარმართნი.

პარალელური ადგილები: ეფესელთა მიმართ 4:15

განაგრძე კითხვა: ეფესელთა მიმართ 4

სრულად წაიკითხე: ეფესელთა მიმართ 4 · გახსენი ბიბლიის მკითხველში