
ეფესელთა მიმართ 4:23 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
განახლებულიყავით თქვენი გონების სულით
ეფესელთა მიმართ 4:23 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 15 ოქტომბერი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი მე-17 კვირის პარასკევი (სამოციქულო).
ეფესელთა მიმართ 4:23 კონტექსტში
4:21რადგანაც არა მარტო მოგისმენიათ, კიდევაც გისწავლიათ მისგან (ვინაიდან იესოშია ჭეშმარიტება), -
4:22განშორებოდით მაცდურ გულისთქმათაგან გახრწნილი ძველი კაცის უწინდელ ყოფას,
4:23განახლებულიყავით თქვენი გონების სულით
4:24და შეგემოსათ ახალი კაცი, ღვთის მსგავსად შექმნილი სამართლიანობითა და ჭეშმარიტების სიწმინდით.
4:25მაშ, განიშორეთ სიცრუე და თითოეული თქვენგანი ჭეშმარიტებას აუწყებდეს თავის მოყვასს, რადგანაც ერთმანეთის ასოები ვართ.
პარალელური ადგილები: ეფესელთა მიმართ 4:23
- რომაელთა მიმართ 12:2ნუ ემსგავსებით ამ ქვეყანას, არამედ გარდაიქმენით თქვენი გონების განახლებით, რათა შეიცნოთ, რა არის ნება ღვთისა, კეთილი, სათნო და სრული.
- რომაელთა მიმართ 8:6ვინაიდან ხორცის ზრახვა სიკვდილია, სულის ზრახვა კი - სიცოცხლე და მშვიდობა.
- ფსალმუნები 51:10სუფთა გული შეჰქმენი ჩემში, ღმერთო, და წრფელი სული განაახლე ჩემს სხეულში.
- კოლასელთა მიმართ 3:10და შეიმოსეთ ახალი, რომელიც განახლდება შემეცნებით მისი შემოქმედის ხატად,
- პეტრეს ეპისტოლე ა 1:13მაშ, მოისარტყლეთ თქვენი გონების წელი, იფხიზლეთ და სრული იმედი გქონდეთ მადლისა, რომელიც მოგენიჭებათ იესო ქრისტეს გამოცხადებით.
- ეზექიელი 36:26მოგცემთ ახალ გულს და ახალ სულს ჩაგიდგამთ შიგნით; ამოგაცლით ქვის გულს სხეულიდან და ხორცის გულს ჩაგიდგამთ.
- ტიტეს მიმართ 3:5მან გვიხსნა არა ჩვენ მიერ აღსრულებულ კეთილ საქმეთა გამო, არამედ თავისი წყალობით, ხელახლა შობის განბანითა და სული წმიდის მიერ განახლებით,
- ეზექიელი 18:31მოიშორეთ ყველა თქვენი შეცოდება, რაც ჩაგიდენიათ; შეიქმენით ახალი გული და ახალი სული. რისთვის უნდა ამოწყდეთ, ისრაელის სახლო?
განაგრძე კითხვა: ეფესელთა მიმართ 4
სრულად წაიკითხე: ეფესელთა მიმართ 4 · გახსენი ბიბლიის მკითხველში