
ეფესელთა მიმართ 4:31 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ყოველგვარი სიმწარე, მრისხანება, ყვირილი, გმობა შორს იყოს თქვენგან ყოველივე ბოროტთან ერთად.
ეფესელთა მიმართ 4:31 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 18 ოქტომბერი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი მე-18 კვირის ორშაბათი (სამოციქულო).
ეფესელთა მიმართ 4:31 კონტექსტში
4:29ნურავითარი უგვანი სიტყვა ნუ დასცდება თქვენს ბაგეს, არამედ მხოლოდ კეთილი შესაგონებლად, რათა მადლი მიაგოს მსმენელთ.
4:30ნუ შეაჭირვებთ წმიდა სულს ღვთისას, რომლითაც აღიბეჭდეთ გამოხსნის დღისთვის.
4:31ყოველგვარი სიმწარე, მრისხანება, ყვირილი, გმობა შორს იყოს თქვენგან ყოველივე ბოროტთან ერთად.
4:32არამედ კეთილნი და ლმობიერნი იყავით ერთურთის მიმართ და მიუტევეთ ერთმანეთს, როგორც ქრისტეში მოგიტევათ თქვენ ღმერთმა.
პარალელური ადგილები: ეფესელთა მიმართ 4:31
- კოლასელთა მიმართ 3:8ახლა კი განიშორეთ ყველაფერი: რისხვა, გულისწყრომა, ბოროტება, გმობა და უგვანი სიტყვა თქვენს ბაგეთაგან.
- ტიტეს მიმართ 3:2ნურავის ჰგმობენ, არამედ უშფოთველნი იყვნენ, შემწყნარებელნი და კეთილმოსურნენი ყოველი კაცის მიმართ.
- ტიტეს მიმართ 3:3ვინაიდან ოდესღაც ჩვენც უგუნურნი ვიყავით, ურჩნი, შეცდომილნი, სხვადასხვა გულისთქმათა და განცხრომათა მონები, ბოროტებასა და შურში დანთქმულნი, ბილწნი და ურთიერთმოძულენი.
- ეკლესიასტე 7:9გულისწყრომად ნუ იჩქარი, რადგან გულისწყრომა უგუნურთა მკერდში ბუდობს.
- პეტრეს ეპისტოლე ა 2:1მაშ, განიშორეთ ყოველგვარი უკეთურება, ყოველგვარი ზაკვა, პირფერობა, შური და ყოველგვარი ავსიტყვაობა.
- იაკობის ეპისტოლე 1:19მაშ, ჩემო საყვარელო ძმანო, ყოველი კაცი მარდი იყოს სასმენად, წყნარი - სათქმელად და ზანტი - გულის წყრომად.
- კოლასელთა მიმართ 3:19ქმრებო, გიყვარდეთ თქვენი ცოლები და ნუ იქნებით მკაცრნი მათ მიმართ.
- იაკობის ეპისტოლე 3:14ხოლო თუ გულში მწარე შური და შუღლი გიძევთ, ნუ იქადით და გვიყალბებთ ჭეშმარიტებას.
განაგრძე კითხვა: ეფესელთა მიმართ 4
სრულად წაიკითხე: ეფესელთა მიმართ 4 · გახსენი ბიბლიის მკითხველში