გადასვლა შინაარსზე
მოციქულების პეტრესა და პავლეს ხატი, ბიზანტიური და ქრისტიანული მუზეუმი, ათენი
მოციქულები პეტრე და პავლე, ხატი. ბიზანტიური და ქრისტიანული მუზეუმი, ათენი. ფოტო: George E. Koronaios, CC BY-SA 4.0.

ეფესელთა მიმართ 5:12: მნიშვნელობა და ეკლესიის მამები

11 interpreters აპლიკაციაში

ეფესელთა მიმართ 5:12

ვინაიდან რასაც ფარულად სჩადიან ისინი, სათქმელადაც სამარცხვინოა.

ეფესელთა მიმართ 5:12 · საქართველოს საპატრიარქო

ეკლესიაში საკითხავი: 29 ნოემბერი, 2026, სულთმოფენობის შემდგომი მე-26 კვირიაკე (სამოციქულო).

რას ამბობენ ეკლესიის მამები: ეფესელთა მიმართ 5:12

11 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით

  1. იოანე ოქროპირი4 საუკუნე
    “აი რას გვეუბნება მოციქული: როგორც სნეული ჭრილობა, ვიდრე დაფარულია და სიღრმეში მიიწევს, კურნებას ვერ პოვებს, ასევეა ცოდვაც, ვიდრე სიბნელეში იმალება, თამამად მოქმედებს. მაგრამ, როგორც კი გამოაშკარავდება, ნათელად იქცევა, არა თვით ცოდვა (როგორც ეს შესაძლებელი იქნებოდა?), არამედ ის, ვინც ის ჩაიდინა.”

    მთელი განმარტება

    აი რას გვეუბნება მოციქული: როგორც სნეული ჭრილობა, ვიდრე დაფარულია და სიღრმეში მიიწევს, კურნებას ვერ პოვებს, ასევეა ცოდვაც, ვიდრე სიბნელეში იმალება, თამამად მოქმედებს. მაგრამ, როგორც კი გამოაშკარავდება, ნათელად იქცევა, არა თვით ცოდვა (როგორც ეს შესაძლებელი იქნებოდა?), არამედ ის, ვინც ის ჩაიდინა.

    თუკი ცოდვილი საზოგადოების წინაშე გამოვა, თუკი შეაგონებენ, თუკი მოინანიებს და მიიღებს შენდობას, განა არ განდევნი მისგან წყვდიადს? განა არ განკურნავ მის ჭრილობას? უნაყოფობის ნაცვლად ნაყოფს ხომ არ გამოიღებ? ან იქნებ ის ამბობს, რომ თქვენი ცხოვრება, როდესაც ის ღიაა ყველასთვის, უკვე ნათელია, რადგან არავინ მალავს უმწიკვლო ცხოვრებას. ხოლო ის, რაც იმალება, იმალება იმიტომ, რომ დაბნელებულია.

    ყურად იღეთ ჩემი შეგონება, ყველას მოგიწოდებთ, ნუ განრისხდებით ამაოდ. ის იპარავს, შენ კი არ ამხელ? გეშინია მისი რისხვის? თუნდაც სამართლიანად მრისხანებდე, თუნდაც სიმართლეს ამბობდე, მაინც გეშინია რისხვის? ამხილე შენი ძმა, გამოავლინე ზრუნვა ქრისტეს სიყვარულით, მისივე სიყვარულით. შეაჩერე, თუ უფსკრულისკენ მიექანება.

    ერთად ტრაპეზი, კეთილი სიტყვები, თავაზიანობა და სინაზე, განა ეს მცირე გამოვლინებაა სიყვარულისა? ჩვენ ისეთ ძღვენს ვთავაზობთ მეგობრებს, რომელსაც შეუძლია მათი სულის ხსნა ღვთის რისხვისაგან. აღვადგინოთ ისინი, როდესაც ვხედავთ, რომ უღმერთოების ღუმელში არიან ჩავარდნილნი.

    მაგრამ, იტყვი, რომ ის არ სწორდება? შენ შენი გააკეთე და მართალი იქნები ღვთის წინაშე. ნუ დამალავ ნიჭს. ამისთვის გაქვს გონება, ამისთვის, ენა და ბაგე, რომ გამოასწორო მოყვასი. მხოლოდ უსულონი არ ზრუნავენ მოყვასზე და წარმოდგენაც კი არ აქვთ სხვებზე. შენ კი, ღმერთს მამად რომ უწოდებ და მოყვასს, ძმად, ხედავ, რომ ის ბევრ ბოროტებას სჩადის და მისდამი კეთილგანწყობას მის სარგებელს ამჯობინებ? ნუ იქნება ასე, გევედრებით. არ არსებობს სიყვარულის უფრო დიდი დასტური, ვიდრე შემცდარი ძმების ზიზღი.

    შენიშნე მტრები? შეარიგე. დაინახე, რომ მოტყუებით იძენენ ქონებას? აღკვეთე. დაინახე შეურაცხყოფილნი? დაიცავი. ამით შენ პირველ რიგში საკუთარ თავს გამოავლენ სიყვარულს და არა მათ. ჩვენ იმიტომ ვართ მეგობრები, რომ ერთმანეთს ვარგებდეთ. მეგობარი სხვანაირად უსმენს მეგობარს და სხვანაირად, უცხოს. უცხოს ის შესაძლოა არც ენდოს, ისევე როგორც მოძღვარს, მაგრამ მეგობარს, არა.

    “რამეთუ, რაც დაფარულად კეთდება მათ მიერ, სირცხვილია იმის თქმაც კი. ხოლო ყოველივე გამომჟღავნებული ნათლისაგან ცხადი ხდება” (ეფეს. 5:12-13). რისი თქმა სურს ამით? ამას იმიტომ ამბობს, რომ ზოგიერთი ცოდვა აქ ფარულად სრულდება, ზოგი კი, აშკარად. იქ კი ასე არ იქნება, რადგან არავინ იქნება ისეთი, ვინც საკუთარ თავზე ცოდვას არ აღიარებს. ამიტომ ამბობს: “ხოლო ყოველივე გამომჟღავნებული ნათლისაგან ცხადი ხდება”. ნუთუ აქ კერპთმსახურებაზე არ არის საუბარი, იტყვი? არა, აქ საუბარია ცხოვრებასა და ცოდვებზე. ყოველივე გამოვლენილი, ამბობს, ნათელია.

    ამიტომ, გევედრებით, ნუ იტყვით უარს არც სხვების ამხილებაზე და ნურც თავად განრისხდებით, როდესაც გამხელენ. ვიდრე რამე სიბნელეში სრულდება, უფრო თამამად ხდება ეს; მაგრამ, როგორც კი ბევრი მოწმე ეყოლება მომხდარს, მაშინ ნათდება. ამიტომ, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სიკვდილი მოვაშოროთ ჩვენს ძმებს, რომ გავფანტოთ ბნელი, რომ მივუახლოვდეთ სიმართლის მზეს. თუ ბევრი სინათლე იქნება, მაშინ ჩვენთვისაც მოსახერხებელი იქნება სათნოების გზა და ისინიც, ვინც სიბნელეში არიან, უკეთესად იქნებიან ამხილებულნი, რადგან სინათლე, რომელიც ვრცელდება, განდევნის ბნელს. ხოლო თუ ასე არ მოვიქცევით, მაშინ შეიძლება შეგვეშინდეს, რომ ისინი ჩაქრებიან ბნელი და ცოდვილი წყვდიადის სინათლეზე გაბატონების გამო, რომელიც განდევნის სინათლის ბრწყინვალებას.

    ამრიგად, ვიზრუნოთ სხვებზეც, როგორც საკუთარ თავზე. Ყველა ჩვენი საქმით დიდება ავუვლინოთ კაცთმოყვარე ღმერთს, მადლითა და კაცთმოყვარებით უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესი, რომელთანაც მამასთან და სულიწმიდასთან ერთად დიდება, ძალა და პატივი, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

  2. ეფრემ ასური4 საუკუნე
  3. იერონიმე სტრიდონელი4 საუკუნე
  4. მარიუს ვიქტორინუსი4 საუკუნე
  5. ავგუსტინე ჰიპონელი5 საუკუნე
  6. თეოდორიტე კვიროსელი5 საუკუნე
  7. ნიკიფორე (თეოტოკისი)18 საუკუნე
  8. მიხეილ ხერასკოვი19 საუკუნე
  9. ნიკანორი (კამენსკი)19 საუკუნე
  10. როზანოვი ნ. პ.19 საუკუნე
  11. თეოფანე დაყუდებული19 საუკუნე

1 / 11

ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 11 განმარტება.

ჩვენს ბიბლიოთეკაში

ეფესელთა მიმართ 5:12 კონტექსტში

5:10გამოსცადეთ, რა შეიძლება მოსწონდეს უფალს.

5:11ნუ ეზიარებით ბნელის უნაყოფო საქმეს, არამედ უმეტესად ამხილეთ,

5:12ვინაიდან რასაც ფარულად სჩადიან ისინი, სათქმელადაც სამარცხვინოა.

5:13ხოლო ყოველივე მხილებული ნათლით ცხადდება,

5:14რადგანაც ნათელია ყოველივე გაცხადებული. ამიტომაც ითქვა: „გაიღვიძე, მძინარევ, აღსდეგ მკვდრეთით, და გაგანათლებს შენ ქრისტე“.

პარალელური ადგილები: ეფესელთა მიმართ 5:12

განაგრძე კითხვა: ეფესელთა მიმართ 5

სრულად წაიკითხე: ეფესელთა მიმართ 5 · გახსენი ბიბლიის მკითხველში