
ეფესელთა მიმართ 5:2: მნიშვნელობა და ეკლესიის მამები
და იარეთ სიყვარულით, როგორც შეგვიყვარა ქრისტემ და ჩვენი გულისთვის შესაწირავად და კეთილსურნელოვან მსხვერპლად მისცა თავისი თავი ღმერთს.
ეფესელთა მიმართ 5:2 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 30 იანვარი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი მე-35 კვირის შაბათი (სამოციქულო).
რას ამბობენ ეკლესიის მამები: ეფესელთა მიმართ 5:2
10 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით
იოანე ოქროპირი4 საუკუნე “იხილეთ ასევე პირველი მუხლის განმარტება. ვინაიდან ყველა ძე როდი ბაძავს მამას, არამედ მხოლოდ საყვარელნი, ამიტომაც ბრძანებს: ‘როგორც საყვარელი შვილები, ისე იცხოვრეთ სიყვარულში’. ეფეს. 5:1-2 აი, მთელი საფუძველიც: თუ სიყვარული იქნება, არც გულისწყრომა იქნება, არც რისხვა, არც ყვირილი და არც ლანძღვა, ყოველივე ეს აღმოიფხვრება. ამიტომაც უმთავრესს ბოლოსკენ მოიტანს ხოლმე.”
მთელი განმარტება
იხილეთ ასევე პირველი მუხლის განმარტება. ვინაიდან ყველა ძე როდი ბაძავს მამას, არამედ მხოლოდ საყვარელნი, ამიტომაც ბრძანებს: “როგორც საყვარელი შვილები, ისე იცხოვრეთ სიყვარულში”. ეფეს. 5:1-2 აი, მთელი საფუძველიც: თუ სიყვარული იქნება, არც გულისწყრომა იქნება, არც რისხვა, არც ყვირილი და არც ლანძღვა, ყოველივე ეს აღმოიფხვრება. ამიტომაც უმთავრესს ბოლოსკენ მოიტანს ხოლმე.
რატომ გახდი შვილი? იმიტომ, რომ მოგეტევა. იმავე საფუძვლით, რა საფუძვლითაც ამხელა პატივს მიეახლე, შენც აპატიე მოყვასს. მითხარი, ვინმეს შენ, ტყვესა და ურიცხვ ბოროტებაში დამნაშავეს, რომ აგამაღლებდა სამეფომდე... თუმცა, ამას თავი დავანებოთ. როდესაც სიცხეში იყავი და სიკვდილს ებრძოდი, ვინმეს რაიმე წამლით რომ დახმარებოდა, განა ამ ადამიანს და თვით წამლის სახელსაც კი ყველაფერზე მაღლა არ აღამაღლებდი? თუკი დროისა და ადგილების მიმართ, რომლებთანაც სარგებლის მიღებაა დაკავშირებული, საკუთარი სულივით მიგვიწევს გული, მით უფრო, თვით მოქმედებების მიმართ.
სიყვარულს მიეჯაჭვე, რადგან მისით ხარ შენ გადარჩენილი, მისით გახდი ძე ღვთისა. და თუკი სხვის გადარჩენას შეძლებ, ნუთუ იმავე წამალს არ გამოიყენებ და ყველას არ ურჩევ: “მიუტევეთ და მოგეტევებათ თქვენ” (ლუკ. 6:37)? ასე მოქცევა მადლიერი, თავისუფალი და კეთილშობილი სულების საქმეა.
“როგორც ქრისტემ შეგვიყვარა ჩვენ”, ბრძანებს პავლე მოციქული. შენ მეგობრებს სწყალობ, ხოლო მან, მტრებს. მაშასადამე, ის, რაც უფალმა გააკეთა, გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია. და სხვაგვარად როგორ შეინარჩუნებს სიტყვა “როგორც” თავის აზრს? განა ცხადი არ არის, რომ მხოლოდ მაშინ, თუკი მტრებს ვუზამთ სიკეთეს? “და თავი გასწირა ჩვენთვის, შესაწირავად და მსხვერპლად ღვთისათვის, საკეთილსურნელო სურნელებად”. ეფეს. 5:2 ხედავ, რომ მტრებისთვის ტანჯვა სასიამოვნო სურნელება და სათნო მსხვერპლია? თუნდაც მოკვდე, მაშინაც მსხვერპლი იქნება. აი, რას ნიშნავს ღმერთის მიბაძვა.
იერონიმე სტრიდონელი4 საუკუნე მარიუს ვიქტორინუსი4 საუკუნე თეოდორიტე კვიროსელი5 საუკუნე თეოფილაქტე ბულგარელი11 საუკუნე ივანოვი ა. ვ.19 საუკუნე მიხეილ ხერასკოვი19 საუკუნე ნიკანორი (კამენსკი)19 საუკუნე როზანოვი ნ. პ.19 საუკუნე თეოფანე დაყუდებული19 საუკუნე
1 / 10
ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 10 განმარტება.
ჩვენს ბიბლიოთეკაში
ეფესელთა მიმართ 5:2 კონტექსტში
5:1მაშ, მიბაძეთ ღმერთს, როგორც საყვარელმა შვილებმა.
5:2და იარეთ სიყვარულით, როგორც შეგვიყვარა ქრისტემ და ჩვენი გულისთვის შესაწირავად და კეთილსურნელოვან მსხვერპლად მისცა თავისი თავი ღმერთს.
5:3ხოლო სიძვა, ყოველგვარი უწმინდურება და ანგარება საერთოდ აღარ იხსენებოდეს თქვენში, როგორც შეშვენის წმიდათ,
5:4არც სიბილწე, ბრიყვული სიტყვა თუ უკადრი ლიზღობა, არამედ უპირატესად - მადლიერება.
პარალელური ადგილები: ეფესელთა მიმართ 5:2
- იოანე 13:34ახალ მცნებას გაძლევთ: გიყვარდეთ ერთმანეთი. და როგორც მე შეგიყვარეთ, ასევე გიყვარდეთ თქვენც ერთმანეთი.
- გალატელთა მიმართ 2:20ქრისტესთან ერთად ვეცვი ჯვარს, და მე კი აღარა ვცოცხლობ, არამედ ქრისტე ცოცხლობს ჩემში, ხოლო თუ ახლა ხორციელად ვცოცხლობ, რწმენითა ვცოცხლობ ღვთის ძეში, რომელმაც შემიყვარა მე და თავისი თავი მისცა ჩემთვის.
- კოლასელთა მიმართ 3:14ყოველივე ამას კი თან ახლდეს სიყვარული, რომელიც არის საკვრელი სრულქმნილებისა.
- კორინთელთა მიმართ ბ 2:15რადგანაც ქრისტეს სურნელი ვართ ღვთის წინაშე, როგორც ხსნის, ისე დაღუპვის გზაზე დამდგართათვის.
- კორინთელთა მიმართ ა 16:14სიყვარულით გეკეთებინოთ ყოველი თქვენი საქმე.
- ტიტეს მიმართ 2:14რომელმაც თავი დასდო ჩვენთვის, რათა გამოვეხსენით ყოველგვარი ურჯულოებისაგან და თავისთვის განეწმინდა რჩეული ხალხი, კეთილ საქმეთა მოშურნე.
- მათეს სახარება 20:28რადგან ძე კაცისა იმისთვის კი არ მოვიდა, რომ სხვები იმსახუროს, არამედ რათა სხვებს ემსახუროს და მრავალთა სახსნელად მისცეს თავისი სული.
- კორინთელთა მიმართ ბ 8:9რადგანაც იცით ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლი, რომ ის, მდიდარი, გაღატაკდა თქვენი გულისთვის, რათა გამდიდრებულიყავით მისი სიღატაკით.
განაგრძე კითხვა: ეფესელთა მიმართ 5
სრულად წაიკითხე: ეფესელთა მიმართ 5 · გახსენი ბიბლიის მკითხველში


