
კორინთელთა მიმართ ბ 2:15: მნიშვნელობა და ეკლესიის მამები
რადგანაც ქრისტეს სურნელი ვართ ღვთის წინაშე, როგორც ხსნის, ისე დაღუპვის გზაზე დამდგართათვის.
კორინთელთა მიმართ ბ 2:15 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 30 აგვისტო, 2027, სულთმოფენობის შემდგომი მე-11 კვირის ორშაბათი (სამოციქულო).
რას ამბობენ ეკლესიის მამები: კორინთელთა მიმართ ბ 2:15
10 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით
კლიმენტი ალექსანდრიელი2 საუკუნე იოანე ოქროპირი4 საუკუნე “‘ვინაიდან ჩვენ ქრისტეს კეთილსურნელება ვართ ღვთისათვის გადარჩენილებში და წარწყმედილებში’ (2 კორ. 2:15).”
მთელი განმარტება
“ვინაიდან ჩვენ ქრისტეს კეთილსურნელება ვართ ღვთისათვის გადარჩენილებში და წარწყმედილებში” (2 კორ. 2:15).
რას გვეუბნება პავლე მოციქული? გადარჩება ვინმე, თუ დაიღუპება, სახარებისეული ქადაგება თავის ღირსებას ყოველთვის შეინარჩუნებს.
როგორც სინათლე, თუნდაც აბრმავებდეს მხედველობადაქვეითებულთ, მაინც სინათლედ რჩება. Თაფლი, თუნდაც მწარედ ეჩვენებოდეს ავადმყოფს, ბუნებით სიტკბოს არ კარგავს, ასევეა ქრისტეს სასიხარულო უწყებაც, მარადიულად ინარჩუნებს თავის კეთილსურნელებას, თუმცა არიან ისეთებიც, ურწმუნოების გამო რომ იღუპებიან.
მაგრამ ნუ ვიტყვით, რომ კეთილ უწყებას მიჰყავს ვინმე წარწყმედამდე. არა, არამედ საკუთარი გულქვაობა.
უფრო მეტიც, უღვთოთა დაღუპვაც კი სახარებისეული ქადაგების კეთილსურნელებას ავლენს. ამრიგად, სახარების ძალა არა მხოლოდ კეთილის გადარჩენაში ვლინდება, არამედ ბოროტის დაღუპვაშიც. მზის სხივიც იმიტომ აბრმავებს სუსტ თვალებს, რომ ძლიერად ანათებს.
გავიხსენოთ სვიმეონ მიმრქმელის სიტყვები: “ეს იდვა დაცემად და აღდგომად მრავალთა ისრაელსა შორის” (ლუკ. 2:34), მაგრამ განა ამის გამო წყდება მაცხოვნებლად ყოფნა? თუნდაც მისი მოსვლა დედამიწაზე უფრო მეტად სასჯელად მოევლინოს ურწმუნოთ, იგი მაინც მაცხოვნებელია.
ამ აზრით ამბობს პავლე: “ჩვენ ქრისტეს კეთილსურნელება ვართ ღვთისათვის”. თუნდაც ზოგიერთი მსმენელი დაიღუპოს, ჩვენ მაინც ის ვართ, ვინც ვართ. და არა უბრალოდ “კეთილსურნელება”, არამედ, “ღვთისათვის”. თუ ჩვენ ღვთის კეთილსურნელება ვართ და თავად ღმერთი ასე განსაზღვრავს ჩვენს შესახებ, ვინ გაბედავს ამის უარყოფას?
ჩემი აზრით, სიტყვებს “ქრისტეს კეთილსურნელება” ორმაგი მნიშვნელობა აქვს. მოციქული ამით გულისხმობს, რომ მოციქულები, ყოველდღიურად კვდებოდნენ (1 კორ. 15:31), მსხვერპლად სწირავდნენ თავს ღმერთს, ან რომ ისინი ქრისტეს სიკვდილის კეთილსურნელებაა, როგორც იტყვიან ხოლმე: “ეს საკმეველი ამა და ამ მსხვერპლის კეთილსურნელებაა”.
ამ უკანასკნელი მნიშვნელობით გამოიყენა მან სიტყვა “კეთილსურნელება”, თუ პირველით, ანუ იმით, რომ მოციქულები ყოველდღიურად სწირავდნენ თავს მსხვერპლად ღმერთს ქრისტესთვის. ხედავთ, როგორ ამაღლებს იგი განსაცდელებს, უწოდებს რა მათ საკუთარ ზეიმს, კეთილსურნელებას და ღვთისადმი შეწირულ მსხვერპლს?
ამბროზიასტერი4 საუკუნე ავგუსტინე ჰიპონელი5 საუკუნე თეოდორიტე კვიროსელი5 საუკუნე თეოფილაქტე ბულგარელი11 საუკუნე ივანოვი ა. ვ.19 საუკუნე მიხეილ ხერასკოვი19 საუკუნე ნიკანორი (კამენსკი)19 საუკუნე თეოფანე დაყუდებული19 საუკუნე
1 / 10
ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 10 განმარტება.
ჩვენს ბიბლიოთეკაში



თეოფილაქტე ბულგარელი
Commentary on the First Epistle to the Corinthians of Saint Apostle Paul
წყაროს გახსნა
თეოფილაქტე ბულგარელი
Interpretation of the Second Epistle to the Corinthians of the Holy Apostle Paul
წყაროს გახსნა

თეოდორიტე კვიროსელი
Interpretation of the Second Epistle of Apostle Paul to the Corinthians
წყაროს გახსნა
კორინთელთა მიმართ ბ 2:15 კონტექსტში
2:13ვერ მოვუპოვე ლხინება ჩემს სულს, რადგანაც ვერ შევხვდი იქ ჩემს ძმას ტიტეს; ამიტომაც დავემშვიდობე მათ და მაკედონიისკენ გავწიე.
2:14მაგრამ მადლობა ღმერთს, რომელიც ყოველთვის გვანიჭებს ძლევას ქრისტეს მიერ და ჩვენი მეოხებით ავრცელებს ყველგან თავისი შემეცნების სურნელს;
2:15რადგანაც ქრისტეს სურნელი ვართ ღვთის წინაშე, როგორც ხსნის, ისე დაღუპვის გზაზე დამდგართათვის.
2:16ზოგისთვის სიკვდილის სურნელი სასიკვდილოდ, ზოგისთვის სიცოცხლის სურნელი სასიცოცხლოდ; სხვას ვის შესწევს ამისი ძალი?
2:17ვინაიდან მრავალთა მსგავსად როდი ვბღალავთ ღვთის სიტყვას, არამედ წრფელად, როგორც ღვთისგან, ღვთის წინაშე ვქადაგებთ ქრისტეს მიერ.
პარალელური ადგილები: კორინთელთა მიმართ ბ 2:15
- ეფესელთა მიმართ 5:2და იარეთ სიყვარულით, როგორც შეგვიყვარა ქრისტემ და ჩვენი გულისთვის შესაწირავად და კეთილსურნელოვან მსხვერპლად მისცა თავისი თავი ღმერთს.
- კორინთელთა მიმართ ა 1:18ვინაიდან ჯვრის სიტყვა სიშლეგეა წარწყმედილთათვის, ხოლო ჩვენებრ ხსნილთათვის ძალაა ღვთისა.
- ეზექიელი 20:41კეთილსურნელებად შეგიტკბობთ, როცა გამოგიყვანთ ხალხებიდან და შეგკრებთ ქვეყნებიდან, სადაც ხართ გაფანტული, და ჩემს სიწმიდეს გამოვაჩენ თქვენში ხალხების თვალწინ.
- ფილიპელთა მიმართ 4:18ყველაფერი მივიღე და ბლომადაც მაქვს, სავსე ვარ იმით, რაც ეპაფროდიტოსის ხელით გამომიგზავნეთ: კეთილსურნელება, საამო შეწირულება, ესოდენ სასურველი ღვთისათვის.
- შესაქმე 8:21იყნოსა უფალმა კეთილსურნელება და თქვა უფალმა თავისთვის: ამიერიდან აღარ დავწყევლი მიწას ადამიანის გამო, რადგან ბოროტისკენაა მიდრეკილი ადამიანის გულისთქმა მისი სიყრმიდანვე. მეტად აღარ გავანადგურებ ცოცხალ არსებას, როგორც მოვიქეცი.
- გამოსვლა 29:18დაწვი საკმევად მთელი ჭედილა სამსხვერპლოზე, რადგან ეს აღსავლენი მსხვერპლია უფლისათვის, ამოდსაყნოსელი; საცეცხლო მსხვერპლია ეს უფლისთვის.
- თესალონიკელთა მიმართ ბ 2:10ისევე, როგორც უსამართლობის ყველა საცდურით - წარწყმედილთათვის, რადგანაც არ შეიწყნარეს ჭეშმარიტების სიყვარული, რომელსაც შეეძლო ეხსნა ისინი.
- კორინთელთა მიმართ ბ 4:3ხოლო თუ ჩვენი სახარება დაფარულია, წარწყმედილთათვის არის დაფარული,
განაგრძე კითხვა: კორინთელთა მიმართ ბ 2
სრულად წაიკითხე: კორინთელთა მიმართ ბ 2 · გახსენი ბიბლიის მკითხველში