
ესთერი 1:14 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მისი დაახლოებული პირები კი იყვნენ: ქარშენა, შეთარი, ადმათა, თარშიში, მერესი, მარსენა და მემუქანი - შვიდი სპარსელი და მიდიელი მთავარი, მეფის პირისმხილველნი და პირველ ადგილზე მჯდომელნი სამეფოში):
ესთერი 1:14 · საქართველოს საპატრიარქო
ესთერი 1:14 კონტექსტში
1:12არ ისურვა ვაშთი დედოფალმა მისვლა მეფის ბრძანებაზე, საჭურისების პირით რომ ეცნობა. დიდად გაწყრა მეფე და რისხვით აენთო.
1:13უთხრა მეფემ ბრძენკაცებს, დროჟამის მცოდნეთ (რადგან ასე წყდებოდა სამეფო საქმე რჯულისა და სამართლის მცოდნეთა წინაშე.
1:14მისი დაახლოებული პირები კი იყვნენ: ქარშენა, შეთარი, ადმათა, თარშიში, მერესი, მარსენა და მემუქანი - შვიდი სპარსელი და მიდიელი მთავარი, მეფის პირისმხილველნი და პირველ ადგილზე მჯდომელნი სამეფოში):
1:15რისი ღირსია ვაშთი დედოფალი, რჯულის მიხედვით, რომ არ შეასრულა მეფე ახაშვეროშის ბრძანება, საჭურისების პირით რომ ეცნობა?
1:16თქვა მემუქანმა მეფისა და მთავრების წინაშე: არა მხოლოდ მეფე გააწბილა ვაშთი დედოფალმა, არამედ ყველა მთავარი და ყველა ხალხი, ვინც კი მეფე ახაშვეროშის მთელ სახელმწიფოში ცხოვრობს.
პარალელური ადგილები: ესთერი 1:14
- ეზრა 7:14რადგან შენ იგზავნები მეფისგან და მისი შვიდი მრჩევლისგან, რათა მოიხილო იუდა და იერუსალიმი შენი ღმერთის რჯულის მიხედვით, რომელიც შენს ხელთაა,
- მათეს სახარება 18:10ეკრძალეთ, ნუ შეურაცხყოფთ ნურცერთ ამ მცირეთაგანს, რადგანაც გეუბნებით თქვენ, რომ მათი ანგელოზები ცაში თვალს არ აშორებენ ჩემი ზეციერი მამის სახეს.
- გამოცხადება 22:4იხილავენ მის სახეს და მათ შუბლზე იქნება მისი სახელი.
განაგრძე კითხვა: ესთერი 1
სრულად წაიკითხე: ესთერი 1 · გახსენი ბიბლიის მკითხველში