
ესთერი 1:13 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
უთხრა მეფემ ბრძენკაცებს, დროჟამის მცოდნეთ (რადგან ასე წყდებოდა სამეფო საქმე რჯულისა და სამართლის მცოდნეთა წინაშე.
ესთერი 1:13 · საქართველოს საპატრიარქო
ესთერი 1:13 კონტექსტში
1:11მოეყვანათ ვაშთი დედოფალი მეფის წინაშე სამეფო გვირგვინით, რომ ეჩვენებინა ხალხებისთვის და მთავრებისთვის მისი სილამაზე, რადგან მშვენიერი იყო სახით.
1:12არ ისურვა ვაშთი დედოფალმა მისვლა მეფის ბრძანებაზე, საჭურისების პირით რომ ეცნობა. დიდად გაწყრა მეფე და რისხვით აენთო.
1:13უთხრა მეფემ ბრძენკაცებს, დროჟამის მცოდნეთ (რადგან ასე წყდებოდა სამეფო საქმე რჯულისა და სამართლის მცოდნეთა წინაშე.
1:14მისი დაახლოებული პირები კი იყვნენ: ქარშენა, შეთარი, ადმათა, თარშიში, მერესი, მარსენა და მემუქანი - შვიდი სპარსელი და მიდიელი მთავარი, მეფის პირისმხილველნი და პირველ ადგილზე მჯდომელნი სამეფოში):
1:15რისი ღირსია ვაშთი დედოფალი, რჯულის მიხედვით, რომ არ შეასრულა მეფე ახაშვეროშის ბრძანება, საჭურისების პირით რომ ეცნობა?
პარალელური ადგილები: ესთერი 1:13
- ნეშტთა შორისა ა 12:32ისაქარიანთაგან ორასი მეთაური იყო, რომელთაც იცოდნენ დრო-ჟამთა გულისხმისყოფა და უწყოდნენ, თუ რა უნდა გაეკეთებინა ისრაელს. ყველა მათი ძმა მათი დარიგებით იქცეოდა.
- დანიელი 2:2მოახმობინა მეფემ მოგვები, შემლოცველები, ჯადოქრები და ქალდეველები, რათა მეფისთვის გაეგებინებინათ მისი სიზმრები. ისინიც მოვიდნენ და წარდგენ მეფის წინაშე.
- იერემია 10:7ვის არ შეეშინდება შენი, ხალხთა მეუფევ? შენ ერთს შეგშვენის ეს, რადგან არავინაა შენი მსგავსი ხალხთა ბრძენებს შორის და ყველა მათ სამეფოში.
- მათეს სახარება 16:3დილით კი ამბობთ: დღეს გაავდრდება, ვინაიდან ცა მოქუფრულია. თვალთმაქცნო, ცის ფერს არჩევთ, დროის ნიშანთა გარჩევა კი არ შეგიძლიათ.
- დანიელი 2:12ამან აღაშფოთა მეფე და ძლიერ განარისხა; ბრძანება გასცა ყველა ბაბილონელი ბრძენის მოსასპობად.
- დანიელი 5:7ძლიერად იყვირა მეფემ, რომ მოგვები, ქალდევებიმბი, მკითხავები მოეყვანათ. მიუგო მეფემ და უთხრა ბაბილონელ ბრძენკაცებს: ვინც ამ წარწერას წაიკითხვს და მის მნიშვნელობას ამოხსნის, ძოწეულით შეიმოსება, კისერზე, ოქროს შიბს ჩამოიკიდებს და ქვეყანაში მესამე მთავარი გახდება.
- მათეს სახარება 2:1ხოლო როცა იუდეის ბეთლემში დაიბადა იესო ქრისტე, ჰეროდეს მეფობის ჟამს, აჰა, აღმოსავლეთით მოვიდნენ მოგვნი იერუსალიმს,
- დანიელი 4:6განკარგულება გავეცი, რომ ჩემთან მოეყვანათ ყველა ბაბილონელი ბრძენკაცი, რომ აეხსნათ სიზმარი.
განაგრძე კითხვა: ესთერი 1
სრულად წაიკითხე: ესთერი 1 · გახსენი ბიბლიის მკითხველში