
ესთერი 1:9 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ვაშთი დედოფალმაც გადაიხადა ლხინი ბანოვანთათვის მეფე ახაშვეროშის ერთ-ერთ სასახლეში.
ესთერი 1:9 · საქართველოს საპატრიარქო
ესთერი 1:9 კონტექსტში
1:7სასმელს ოქროს სასმისებით სვამდნენ, მრავალფრი სასმისებით. უხვად იყო სამეფო ღვინო, მეფეთა საკადრისი.
1:8წესისამებრ სვამდნენ, არავინ იყო დამძალებელი, რადგან ასე დაუდგინა მეფემ სახლთუხუცესებს, თითოეულის ნება-სურვილისამებრ მოქცეულიყვნენ.
1:9ვაშთი დედოფალმაც გადაიხადა ლხინი ბანოვანთათვის მეფე ახაშვეროშის ერთ-ერთ სასახლეში.
1:10მეშვიდე დღეს, როცა ღვინომ გაამხიარულა მეფის გული, უბრძანა მეჰუმანს, ბიზეთას, ჰარბონას, ბიგთას, აბაგთას, ზეთარს და ქარქასს - შვიდ საჭურისს, მეფე ახაშვეროშის წინაშე მომსახურეთ,
1:11მოეყვანათ ვაშთი დედოფალი მეფის წინაშე სამეფო გვირგვინით, რომ ეჩვენებინა ხალხებისთვის და მთავრებისთვის მისი სილამაზე, რადგან მშვენიერი იყო სახით.
პარალელური ადგილები: ესთერი 1:9
- ესთერი 5:4თქვა ესთერმა: თუ მეფე ინებებს, მობრძანდნენ მეფე და ჰამანი დღეს ნადიმზე, რომელიც მოვუმზადე მას.
- ესთერი 5:8თუ მადლი მიპოვნია მეფის თვალში, და თუ მეფე ინებებს ჩემი სათხოვრის მოცემას და სახვეწარის ასრულებას, მოვიდნენ მეფე და ჰამანი ხვალ ნადიმზე, რომელსაც გავმართავ მათთვის. ხვალ მოვიქცევი მეფის სიტყვისამებრ.
განაგრძე კითხვა: ესთერი 1
სრულად წაიკითხე: ესთერი 1 · გახსენი ბიბლიის მკითხველში