
ესთერი 1:11 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მოეყვანათ ვაშთი დედოფალი მეფის წინაშე სამეფო გვირგვინით, რომ ეჩვენებინა ხალხებისთვის და მთავრებისთვის მისი სილამაზე, რადგან მშვენიერი იყო სახით.
ესთერი 1:11 · საქართველოს საპატრიარქო
ესთერი 1:11 კონტექსტში
1:9ვაშთი დედოფალმაც გადაიხადა ლხინი ბანოვანთათვის მეფე ახაშვეროშის ერთ-ერთ სასახლეში.
1:10მეშვიდე დღეს, როცა ღვინომ გაამხიარულა მეფის გული, უბრძანა მეჰუმანს, ბიზეთას, ჰარბონას, ბიგთას, აბაგთას, ზეთარს და ქარქასს - შვიდ საჭურისს, მეფე ახაშვეროშის წინაშე მომსახურეთ,
1:11მოეყვანათ ვაშთი დედოფალი მეფის წინაშე სამეფო გვირგვინით, რომ ეჩვენებინა ხალხებისთვის და მთავრებისთვის მისი სილამაზე, რადგან მშვენიერი იყო სახით.
1:12არ ისურვა ვაშთი დედოფალმა მისვლა მეფის ბრძანებაზე, საჭურისების პირით რომ ეცნობა. დიდად გაწყრა მეფე და რისხვით აენთო.
1:13უთხრა მეფემ ბრძენკაცებს, დროჟამის მცოდნეთ (რადგან ასე წყდებოდა სამეფო საქმე რჯულისა და სამართლის მცოდნეთა წინაშე.
პარალელური ადგილები: ესთერი 1:11
- იგავესნი 31:30მაცდუნებელია სიკოხტავე და სილამაზე ამაოებაა უფლის მოშიში დედაკაცია საქებარი.
- მარკოზის სახარება 6:21მაგრამ ქალმა დრო იხელთა, როცა ჰეროდემ თავისი დაბადების დღეს წვეულება გაუმართა თავის დიდებულებს, ათასისთავებსა და გალილეველ წარჩინებულებს;
- მარკოზის სახარება 6:22გამოვიდა ჰეროდიადას ასული, იცეკვა და მოხიბლა ჰეროდეც და მისი თანამეინახენიც. და უთხრა მეფემ ქალწულს: მითხარი, რაც გსურს, და მოგცემო.
- იგავესნი 16:9კაცის გული თავის გზებს გეგმავს, მის ნაბიჯებს კი უფალი წარმართავს.
- მეფეთა ბ 14:25არავინ იყო მთელ ისრაელში ისეთი ნაქები კაცი სილამაზით, როგორც აბესალომი. თხემით ტერფამდე უნაკლო იყო.
- მეფეთა ა 25:3შეიტყო დავითმა უდაბნოში, რომ ცხვარს პარსავდა ნაბალი.
- ესთერი 6:8მიართვან სამეფო შესამოსელი, რაც ემოსა მეფეს და ცხენი, რომელზეც იჯდა მეფე, როცა სამეფო გვირგვინი დაადგეს თავზე.
- ესთერი 2:17შეუყვარდა მეფეს ესთერი ყველა ქალზე უფრო, ყველა ქალწულზე მეტი მადლი და წყალობა ჰპოვა ესთერმა მის წინაშე. და დაადგა თავზე სამეფო გვირგვინი მეფემ და ვაშთის ნაცვლად გაადედოფლა.
განაგრძე კითხვა: ესთერი 1
სრულად წაიკითხე: ესთერი 1 · გახსენი ბიბლიის მკითხველში