
ესთერი 2:19 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
როცა მეორეჯერ მოუყარეს თავი ქალწულებს, სამეფო კარიბჭესთან იჯდა მარდოქაი.
ესთერი 2:19 · საქართველოს საპატრიარქო
ესთერი 2:19 კონტექსტში
2:17შეუყვარდა მეფეს ესთერი ყველა ქალზე უფრო, ყველა ქალწულზე მეტი მადლი და წყალობა ჰპოვა ესთერმა მის წინაშე. და დაადგა თავზე სამეფო გვირგვინი მეფემ და ვაშთის ნაცვლად გაადედოფლა.
2:18გაუმართა მეფემ დიდი ლხინი თავის მთავრებსა და მორჩილთ, ლხინი ესთერის სახელზე და შეუმსუბუქა ტვირთი სამთავროებს და მეფურად გასცა საჩუქრები.
2:19როცა მეორეჯერ მოუყარეს თავი ქალწულებს, სამეფო კარიბჭესთან იჯდა მარდოქაი.
2:20არ გაუმჟღავნებია ესთერს თავისი სამშობლო და ერი, როგორც დარიგებული იყო მარდოქაისგან. ახლაც ისევე ასრულებდა ესთერი მარდოქაის სიტყვას, როგორც მაშინ, როცა მის მეურვეობაში იყო.
2:21იმ ხანებში, როცა სამეფო კარიბჭესთან იჯდა მარდოქაი, გაცოფდნენ ბიგთანი და თერეში, მეფის ორი საჭურისი, ზღურბლის მცველები და მეფე ახაშვეროშზე ხელის აღმართვა განიზრახეს.
პარალელური ადგილები: ესთერი 2:19
- ესთერი 2:21იმ ხანებში, როცა სამეფო კარიბჭესთან იჯდა მარდოქაი, გაცოფდნენ ბიგთანი და თერეში, მეფის ორი საჭურისი, ზღურბლის მცველები და მეფე ახაშვეროშზე ხელის აღმართვა განიზრახეს.
- ესთერი 2:3დააყენოს მეფემ ზედამხედველნი თავისი სამეფოს ყველა სამთავროში, რომ თავი მოუყარონ ყველა ლამაზ ყმაწვილ ქალს შუშანში, სატახტოში, და ჩააბარონ სადიაცო სახლში მეფის საჭურისს, დიაცთა მცველს ჰეგეს, რომელიც დაურიგებს მათ ფერუმარილს.
- ესთერი 2:4ქალწულმა, რომელიც თვალში მოუვა მეფეს, იდედოფლოს ვაშთის ნაცვლად. მოეწონა ნათქვამი მეფეს და ასეც მოიქცა.
- ესთერი 5:13ეს ყველაფერი არად მიჩანს, ვიდრე იუდაელ მარდოქაის ვხედავ სამეფო კარიბჭესთან მჯდარს.
- ესთერი 3:2მეფის ყველა მორჩილი, ვინც კი იყო სამეფო კარიბჭესთან, მუხლს იყრიდა და თაყვანს სცემდა ჰამანს, რადგან ასე ჰქონდა მასზე ნაბრძანები მეფეს. მაგრამ მარდოქაის არ მოუყრია მუხლი და არ უცია თაყვანი.
- ესთერი 3:3ეუბნებოდნენ მეფის მორჩილნი, სამეფო კარიბჭესთან ვინც იყვნენ, მარდოქაის: რატომ არ ემორჩილები მეფის ბრძანებას?
განაგრძე კითხვა: ესთერი 2
სრულად წაიკითხე: ესთერი 2 · გახსენი ბიბლიის მკითხველში