
ესთერი 5:13 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ეს ყველაფერი არად მიჩანს, ვიდრე იუდაელ მარდოქაის ვხედავ სამეფო კარიბჭესთან მჯდარს.
ესთერი 5:13 · საქართველოს საპატრიარქო
ესთერი 5:13 კონტექსტში
5:11მოუყვა მათ ჰამანი თავისი დიდების, დოვლათისა და უამრავი შვილის ამბავს, როგორ განადიდა იგი მეფემ და როგორ აღაზევა სხვა მთავრებზე, მეფის მორჩილებზე.
5:12თქვა ჰამანმა: არავინ მოუწვევია ესთერ დედოფალს მეფესთან ერთად გამზადებულ ნადიმზე ჩემს მეტი. ხვალაც მიწვეული ვარ მეფესთან ერთად.
5:13ეს ყველაფერი არად მიჩანს, ვიდრე იუდაელ მარდოქაის ვხედავ სამეფო კარიბჭესთან მჯდარს.
5:14უთხრეს მას ზერეშმა, მისმა ცოლმა და მეგობრებმა: დაამზადებინე ორმოცდაათწყრთიანი ძელი და დილით უთხარი მეფეს, მასზე ჩამოჰკიდონ მარდოქაი. მერე გულმხიარულად წადი მეფესთან ერთად ნადიმზე. მოეწონა ეს სიტყვა ჰამანს და დაამზადებინა ძელი.
პარალელური ადგილები: ესთერი 5:13
- ფილიპელთა მიმართ 4:11იმიტომ როდი ვამბობ, რომ მიჭირს, რადგანაც ვისწავლე კმაყოფილი ვიყო იმით, რაცა მაქვს.
- ფილიპელთა მიმართ 4:12გაჭირვებაც ვიცი რა არის და დალხინებაც, ყველაფერი გამომიცდია: სიმაძღრეც და შიმშილიც, სიმწირეც და სიუხვეც.
- იობი 18:4ო, თავის მტანჯველო საკუთარი ბოღმით! შენ გამო ხომ არ უნდა გაუკაცრიელდეს მიწა და ადგილიდან დაიძრას კლდე?
- ეკლესიასტე 1:14განვიცადე ყოველი საქმე, რაც კი მომხდარა მზისქვეშეთში; და აჰა, ვცანი - ამაო არის ყველაფერი და ქარის დევნა.
- ეკლესიასტე 1:2ამაოება ამაოებათა, თქვა ეკლესიასტემ, ამაოება ამაოებათა, ყოველივე ამაოა.
- იობი 15:20იტანჯება ბოროტი მთელი სიცოცხლე და წელთა რიცხვი დაფარულია მძლავრთათვის;
- ესთერი 5:9გავიდა იმ დღეს ჰამანი მხიარული და კმაყოფილი, მაგრამ როგორც კი დაინახა ჰამანმა სამეფო კარიბჭესთან მჯდარი მარდოქაი, რომელიც არ ამდგარა და არც განძრეულა მის წინ, რისხვით აივსო ჰამანი მარდოქაის მიმართ.
განაგრძე კითხვა: ესთერი 5
სრულად წაიკითხე: ესთერი 5 · გახსენი ბიბლიის მკითხველში