
ესთერი 3:12 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
შეიყარნენ მეფის მწერლები პირველი თვის მეცამეტე დღეს და ყველაფერი ისე დაიწერა, როგორც ჰამანმა უბრძანა მეფის სატრაპებს, თითოეული სამთავროს განმგებელს, ყოველი ხალხის მთავარს, თითოეულ სამთავროს თავისი დამწერლობით და თითოეულ ხალხს თავის ენაზე. მეფე ახაშვეროშის სახელით დაიწერა და სამეფო ბეჭდით დაიბეჭდა.
ესთერი 3:12 · საქართველოს საპატრიარქო
ესთერი 3:12 კონტექსტში
3:10წაიძრო მეფემ ხელიდან ბეჭედი და მისცა ჰამან ჰამდათას ძეს, აგაგიელს, იუდაელთა მტერს.
3:11უთხრა მეფემ ჰამანს: ვერცხლიც გეძლევა და ხალხიც, მოექეცი, როგორც გენებოს.
3:12შეიყარნენ მეფის მწერლები პირველი თვის მეცამეტე დღეს და ყველაფერი ისე დაიწერა, როგორც ჰამანმა უბრძანა მეფის სატრაპებს, თითოეული სამთავროს განმგებელს, ყოველი ხალხის მთავარს, თითოეულ სამთავროს თავისი დამწერლობით და თითოეულ ხალხს თავის ენაზე. მეფე ახაშვეროშის სახელით დაიწერა და სამეფო ბეჭდით დაიბეჭდა.
3:13დაეგზავნა წერილები შიკრიკების ხელით მეფის ყველა სამთავროს, რომ გაეწყვიტათ, დაეხოცათ, მოესპოთ ყველა იუდაელი, ყმაწვილიდან მოხუცამდე, დედაწულიანად, ერთ დღეს, მეთორმეტე თვის, ანუ ადარის, მეცამეტე დღეს, და დაეტაცებინათ მათი ქონება.
3:14ბრძანების პირი, როგორც კანონი, უნდა წაეღოთ ყველა სამთავროში და გამოეცხადებინათ მთელი ხალხისთვის, რათა მზად ყოფილიყვნენ ამ დღისთვის.
პარალელური ადგილები: ესთერი 3:12
- ესთერი 1:22დაუგზავნა წერილები სამეფოს სამთავროებს - თითოეულ სამთავროს თავისი დამწერლობით და თითოეულ ხალხს თავის ენაზე, რომ ყოველი კაცი ბატონი ყოფილიყო თავის სახლში და თავისი ხალხის ენაზე ელაპარაკა.
- დანიელი 6:15მაგრამ ის კაცები მიეახლნენ და უთხრეს: იცოდე, მეფეო, რომ მიდიელთა და სპარსელთა კანონით მეფის ყოველი ბრძანება და დადგენილება უცვალებელი უნდა იყოს.
- ეზრა 8:36გადასცეს მეფის განკარგულება მეფის ნაცვლებს და მდინარისგაღმელ განმგებლებს. მათაც ხელი შეუწყვეს ერსა და ღვთის სახლს.
- დანიელი 6:12მერე მივიდნენ და მეფეს მოახსენეს მეფის ბრძანების თაობაზე: განა შენ არ დაწერე ბრძანება, რომ ყველა ის კაცი, რომელიც ოცდაათი დღის განმავლობაში რომელიმე ღმერთს ან კაცს შენს გარდა, მეფეო, მიმართავს თხოვნით, ლომების ხაროში იქნებაო ჩაგდებული? მიუგო მეფემ და უთხრა: ჭეშმარიტია ეს სიტყვა, როგორც მიდიელთა და სპარსელთა კანონი, რომლის შეცვლაც არ ეგების.
- დანიელი 6:8ახლა კი, მეფეო, დაამტკიცე ეს დადგენილება და ხელი მოაწერე სიგელს, რომ უცვალებელი იყოს, როგორც მიდიელთა და სპარსელთა კანონი, რომლის შეცვლა არ ეგების.
- ესთერი 8:2წაიძრო მეფემ ბეჭედი, ჰამანისთვის წართმეული, და მისცა მარდოქაის. ხოლო ესთერმა ჰამანის სახლის ზედამხედველად დაადგინა მარდოქაი.
- ესთერი 8:8ახლა დაწერეთ, რაც გინდათ. დაწერეთ იუდაელთა გამო მეფის სახელით და სამეფო ბეჭდით დაბეჭდეთ, რადგან არ შეიცვლება მეფის სახელით დაწერილი და სამეფო ბეჭდით დაბეჭდილი წერილი.
- ესთერი 8:17ყველა სამთავროში, ყველა ქალაქში, ყველგან, სადაც კი მივიდა მეფის ბრძანება და კანონი, სიხარული და შვება ჰქონდათ იუდაელებს, ლხინი და საზეიმო დღე. ქვეყნის ბევრი ხალხი გაიუდაელდა, რადგან იუდაელთა შიშმა მოიცვა ისინი.
განაგრძე კითხვა: ესთერი 3
სრულად წაიკითხე: ესთერი 3 · გახსენი ბიბლიის მკითხველში