გადასვლა შინაარსზე
წინასწარმეტყველისა და მეფე დავითის ხატი, ნოვგოროდის სკოლა, მე-15 საუკუნე
წინასწარმეტყველი მეფე დავითი, მე-15 საუკუნე, ნოვგოროდის სკოლა. ეროვნული მუზეუმი, ოსლო, NG.M.01771. საჯარო დომენი.

ესთერი 3:11 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

ესთერი 3:11

უთხრა მეფემ ჰამანს: ვერცხლიც გეძლევა და ხალხიც, მოექეცი, როგორც გენებოს.

ესთერი 3:11 · საქართველოს საპატრიარქო

ესთერი 3:11 კონტექსტში

3:9თუ მეფე ინებებს, გადაწყდეს მათი განადგურება. ათი ათას ქანქარ ვერცხლს მივუწონი ხელში მოხელეებს, რომ სამეფო ხაზინაში შეიტანონ.

3:10წაიძრო მეფემ ხელიდან ბეჭედი და მისცა ჰამან ჰამდათას ძეს, აგაგიელს, იუდაელთა მტერს.

3:11უთხრა მეფემ ჰამანს: ვერცხლიც გეძლევა და ხალხიც, მოექეცი, როგორც გენებოს.

3:12შეიყარნენ მეფის მწერლები პირველი თვის მეცამეტე დღეს და ყველაფერი ისე დაიწერა, როგორც ჰამანმა უბრძანა მეფის სატრაპებს, თითოეული სამთავროს განმგებელს, ყოველი ხალხის მთავარს, თითოეულ სამთავროს თავისი დამწერლობით და თითოეულ ხალხს თავის ენაზე. მეფე ახაშვეროშის სახელით დაიწერა და სამეფო ბეჭდით დაიბეჭდა.

3:13დაეგზავნა წერილები შიკრიკების ხელით მეფის ყველა სამთავროს, რომ გაეწყვიტათ, დაეხოცათ, მოესპოთ ყველა იუდაელი, ყმაწვილიდან მოხუცამდე, დედაწულიანად, ერთ დღეს, მეთორმეტე თვის, ანუ ადარის, მეცამეტე დღეს, და დაეტაცებინათ მათი ქონება.

პარალელური ადგილები: ესთერი 3:11

განაგრძე კითხვა: ესთერი 3

სრულად წაიკითხე: ესთერი 3 · გახსენი ბიბლიის მკითხველში