
ესთერი 6:14 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ამას ეუბნებოდნენ, რომ მოვიდნენ მეფის საჭურისები და დააჩქარეს ჰამანი, წასულიყო ესთერის გამართულ ნადიმზე.
ესთერი 6:14 · საქართველოს საპატრიარქო
ესთერი 6:14 კონტექსტში
6:12დაბრუნდა მარდოქაი სამეფო კარიბჭესთან. ჰამანი კი გაეშურა შინისკენ, დამწუხრებული და თავჩაქინდრელი.
6:13უამბო ჰამანმა ზერეშს, თავის ცოლს, და მეგობრებს ყველაფერი, რაც შეემთხვა. უთხრეს მისმა ბრძენკაცებმა და ზერეშმა, მისმა ცოლმა: თუ იუდაელთა მოდგმის არის მარდოქაი, რომლის გამოც ემხობი, ვერ დასძლევ მას, არამედ ნამდვილად დაემხობი მის წინაშე.
6:14ამას ეუბნებოდნენ, რომ მოვიდნენ მეფის საჭურისები და დააჩქარეს ჰამანი, წასულიყო ესთერის გამართულ ნადიმზე.
პარალელური ადგილები: ესთერი 6:14
- ესთერი 5:8თუ მადლი მიპოვნია მეფის თვალში, და თუ მეფე ინებებს ჩემი სათხოვრის მოცემას და სახვეწარის ასრულებას, მოვიდნენ მეფე და ჰამანი ხვალ ნადიმზე, რომელსაც გავმართავ მათთვის. ხვალ მოვიქცევი მეფის სიტყვისამებრ.
- ესთერი 5:14უთხრეს მას ზერეშმა, მისმა ცოლმა და მეგობრებმა: დაამზადებინე ორმოცდაათწყრთიანი ძელი და დილით უთხარი მეფეს, მასზე ჩამოჰკიდონ მარდოქაი. მერე გულმხიარულად წადი მეფესთან ერთად ნადიმზე. მოეწონა ეს სიტყვა ჰამანს და დაამზადებინა ძელი.
- მეორე სთვლისაება 32:35მე მივაგებ შურს, მე მივუზღავ, როცა წაიფორხილებენ, რადგან ახლოა მათი დაღუპვის დღე, ისწრაფვის მათი ბედისწერა.
- მეორე სთვლისაება 32:36როცა თავისი ერის განკითხვას დააპირებს უფალი, შეიწყალებს თავის მორჩილთ, რადგან დაინახავს, რომ მიხდილი აქვთ ღონე, რომ აღარ დარჩა არც ყმა, არც აზატი.
განაგრძე კითხვა: ესთერი 6
სრულად წაიკითხე: ესთერი 6 · გახსენი ბიბლიის მკითხველში