
ესთერი 5:14 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
უთხრეს მას ზერეშმა, მისმა ცოლმა და მეგობრებმა: დაამზადებინე ორმოცდაათწყრთიანი ძელი და დილით უთხარი მეფეს, მასზე ჩამოჰკიდონ მარდოქაი. მერე გულმხიარულად წადი მეფესთან ერთად ნადიმზე. მოეწონა ეს სიტყვა ჰამანს და დაამზადებინა ძელი.
ესთერი 5:14 · საქართველოს საპატრიარქო
ესთერი 5:14 კონტექსტში
5:12თქვა ჰამანმა: არავინ მოუწვევია ესთერ დედოფალს მეფესთან ერთად გამზადებულ ნადიმზე ჩემს მეტი. ხვალაც მიწვეული ვარ მეფესთან ერთად.
5:13ეს ყველაფერი არად მიჩანს, ვიდრე იუდაელ მარდოქაის ვხედავ სამეფო კარიბჭესთან მჯდარს.
5:14უთხრეს მას ზერეშმა, მისმა ცოლმა და მეგობრებმა: დაამზადებინე ორმოცდაათწყრთიანი ძელი და დილით უთხარი მეფეს, მასზე ჩამოჰკიდონ მარდოქაი. მერე გულმხიარულად წადი მეფესთან ერთად ნადიმზე. მოეწონა ეს სიტყვა ჰამანს და დაამზადებინა ძელი.
პარალელური ადგილები: ესთერი 5:14
- ესთერი 6:4თქვა მეფემ: ვინ არის ეზოში? ჰამანი იყო მოსული მეფის სახლის გარეთა ეზოში იმის სათქმელად, რომ ჩამოეკიდათ მარდოქაი მისთვის გამზადებულ ძელზე.
- ესთერი 7:9თქვა ხარბონამ, საჭურისთაგანმა, მეფის კარისკაცმა: აჰა, ჰამანის სახლში დგას ის ძელიც, ჰამანმა რომ მოუმზადა მარდოქაის, მეფეზე კარგის მოლაპარაკეს, ორმოცდაათი წყრთაა სიმაღლით. თქვა მეფემ: მასზე ჩამოაღრჩვეთ.
- ესთერი 7:10ჩამოაღრჩვეს ჰამანი იმ ძელზე, მარდოქაისთვის რომ ჰქონდა გამზადებული, და დაცხრა მეფის რისხვა.
- ფსალმუნები 37:32ბოროტი უთვალთვალებს წმიდანს და მის მოკვლას აპირებს.
- ფსალმუნები 37:14მახვილი იშიშვლეს ბოროტებმა და მოზიდეს თავიანთი მშვილდი, რათა ძირს დასცენ ღარიბი და ღატაკი, მოსპონ გზიანები.
- ფსალმუნები 7:13მომაკვდინებელი იარაღი გაამზადა მისთვის, ისრებს წარმართავს მდევნელთა მიმართ.
- ფსალმუნები 7:16მისი ავგულობა მის თავზე დატრიალდება და მისი ბოროტება მის თხემზე დაეცემა.
- მოციქულთა საქმენი 23:14მღვდელმთავრებსა და უხუცესებთან მივიდნენ და უთხრეს: ფიცით დავიფიცეთ, რომ ლუკმას არ ჩავიდებთ პირში, ვიდრე არ მოვკლავთ პავლეს.
განაგრძე კითხვა: ესთერი 5
სრულად წაიკითხე: ესთერი 5 · გახსენი ბიბლიის მკითხველში