
გამოსვლა 1:19 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
უთხრეს ბებიაქალებმა ფარაონს: არ ჰგვანან ეგვიპტელ ქალებს ებრაელი ქალები, ამტანები არიან. სანამ ბებიაქალი მივიდოდეს, ნამშობიარები არიან უკვე.
გამოსვლა 1:19 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 26 აპრილი, 2027, დიდი და წმინდა ორშაბათი (მწუხრი).
გამოსვლა 1:19 კონტექსტში
1:17ღვთის შიში ჰქონდათ ბებიაქალებს და არ ასრულებდნენ ეგვიპტის მეფის ბრძანებას: ცოცხალს ტოვებდნენ ვაჟებს.
1:18იხმო ეგვიპტის მეფემ ბებიაქალები და უთხრა: ამას რატომ შვრებით, ცოცხალს რატომ ტოვებთ ვაჟებს?
1:19უთხრეს ბებიაქალებმა ფარაონს: არ ჰგვანან ეგვიპტელ ქალებს ებრაელი ქალები, ამტანები არიან. სანამ ბებიაქალი მივიდოდეს, ნამშობიარები არიან უკვე.
1:20წყალობდა ღმერთი ბებიაქალებს, ხალხი კი მრავლდებოდა და მეტად ძლიერდებოდა.
1:21ღვთის შიში ჰქონდათ ბებიაქალებს და ღმერთმაც ააშენა ისინი.
პარალელური ადგილები: გამოსვლა 1:19
- მეფეთა ბ 17:19ადგა ცოლი და გადასაფარებელი გადააფარა ჭის თავს, ზედ ბურღული დაყარა, ასე დაიფარა კვალი.
- მეფეთა ბ 17:20მივიდნენ აბესალომის კაცები ამ ქალთან სახლში და ჰკითხეს: სად არიან ახიმაყაცი და იონათანი? მიუგო ქალმა: წყალს გაღმა გავიდნენ. ეძებეს, მაგრამ ვერ იპოვეს და იერუსალიმში დაბრუნდნენ.
- იესო ნავეს ძე 2:4ადგა და დამალა ქალმა ეს ორი კაცი, თქვა: მართლაც მოვიდნენ ჩემთან კაცები, მაგრამ არ ვიცი, საიდან იყვნენ.
- იესო ნავეს ძე 2:24უთხრეს იესოს: უფალს ჩაუგდია ჩვენს ხელში მთელი ეს ქვეყანა და ქვეყნის მკვიდრნიც დაშინებული ყოფილან ჩვენგან.
- მეფეთა ა 21:2მიუგო დავითმა ახიმელექ მღვდელს: საქმე დამავალა მეფემ და მითხრა: არავინ იცოდეს, რა საქმეა, რაზედაც გგზავნი და რასაც გავალებ. ამიტომაც ამა და ამ ადგილს დავიბარე მსახურები.
განაგრძე კითხვა: გამოსვლა 1
სრულად წაიკითხე: გამოსვლა 1 · გახსენი ბიბლიის მკითხველში