
იესო ნავეს ძე 2:4 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ადგა და დამალა ქალმა ეს ორი კაცი, თქვა: მართლაც მოვიდნენ ჩემთან კაცები, მაგრამ არ ვიცი, საიდან იყვნენ.
იესო ნავეს ძე 2:4 · საქართველოს საპატრიარქო
იესო ნავეს ძე 2:4 კონტექსტში
2:2ამბავი მოუვიდა იერიხონის მეფეს: აჰა, ხალხი მოსულა აქ ღამით ისრაელიანთაგან ქვეყნის დასაზვერად.
2:3შეუთვალა იერიხონის მეფემ რახაბს: გამოიყვანე კაცები, შენთან რომ მოვიდნენ, სახლში რომ გყავს, რადგან ქვეყნის დასაზვერად არიან მოსულნი.
2:4ადგა და დამალა ქალმა ეს ორი კაცი, თქვა: მართლაც მოვიდნენ ჩემთან კაცები, მაგრამ არ ვიცი, საიდან იყვნენ.
2:5მწუხრისას, კარიბჭეს რომ კეტავდნენ, მაშინ გავიდნენ ის კაცები, არ ვიცი, საით წავიდნენ; საჩქაროდ დაედევნეთ და დაეწევით.
2:6თავად კი სხვენზე აიყვანა ისინი და დამალა სელის ჩალაში, სხვენზე რომ ჰქონდა გაფენილი.
პარალელური ადგილები: იესო ნავეს ძე 2:4
- მეფეთა ბ 17:19ადგა ცოლი და გადასაფარებელი გადააფარა ჭის თავს, ზედ ბურღული დაყარა, ასე დაიფარა კვალი.
- მეფეთა ბ 17:20მივიდნენ აბესალომის კაცები ამ ქალთან სახლში და ჰკითხეს: სად არიან ახიმაყაცი და იონათანი? მიუგო ქალმა: წყალს გაღმა გავიდნენ. ეძებეს, მაგრამ ვერ იპოვეს და იერუსალიმში დაბრუნდნენ.
- გამოსვლა 1:19უთხრეს ბებიაქალებმა ფარაონს: არ ჰგვანან ეგვიპტელ ქალებს ებრაელი ქალები, ამტანები არიან. სანამ ბებიაქალი მივიდოდეს, ნამშობიარები არიან უკვე.
- მეფეთა ბ 16:18მიუგო ხუშაიმ აბესალომს: არ წავედი, რადგან ვინც უფალმა და ამ ერმა, და მთელმა ისრაელმა აირჩია, მასთანა ვარ და მასთან დავრჩები.
- მეფეთა ბ 16:19ესეც რომ არ იყოს, ვის უნდა ვემსახურო, თუ არა მის შვილს? როგორც მამაშენს ვემსახურებოდი, ასევე შენ უნდა გემსახურო.
განაგრძე კითხვა: იესო ნავეს ძე 2
სრულად წაიკითხე: იესო ნავეს ძე 2 · გახსენი ბიბლიის მკითხველში